x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134387
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
გლდანის პატიმრის დღიური (გაგრძელება)
image


ჩვეულებრივი დილაა,
არაფერი განსაკუთრებული, ავდექი, მეძინება წუხელ ვერაფრით დავიძინე. ვისაუზმე და დავჯექი, ნარზე დავჯექი და ბიჭები გავაფრთხილე თუ ჩამეძინა გამაღვიძეთ მეთქი, აქ ხომ დღისით
ძილი სასტიკადაა აკრძალული. კარზე ძლიერი დარტყმის ხმამ გამაღვიძა, ბიჭებს ვერ შეემჩნიათ რომ მეძინა, ოფიცერმაც ამ დროს შემოიხედა და დამინახა, ისევ გამიძახეს,


- ხომ იცი რომ ძილი არშეიძლება დღისით, რა ყ...ე გინდა, რატომ არ ისვენებ, გინდა ახლა დაგაკარცერო?
მეკითხება ოფიცერი.
- გუშინ სუდი მქონდა და ვერაფრით დავიძინე, ვუპასუხე
- სულ სირზე მკიდია, - დაიგრგვინა და
მუცელში მუშტი ამომარტყა, სუნთქვა შემეკრა, ჩავიკეცე. კამერაში შევედი, ოფიცერი შემოვიდა და ყველა გააფრთხილა, ერთმანეთი გააღვიძეთო.


ადვოკატთან გავედი, მითხრა, რომ მალე ვნახავ დედაჩემს, ისიც მითხრა თურმე შეწყალებისთვის საბუთებს აგროვებს. უარი ვუთხარი, ორი მიზეზის გამო 1, აზრი არ აქვს, რაც მომცეს მომიწევს ჯდომა და მეორე, არ მჭირდება იმ ადამიანისგან არანაირი შეწყალება. რომელმაც უამრავი უდანაშაულო ჩაყარა ასეთ დღეში თავისი პოლიტიკური ამბიციების გამო, არ მწირდება შეწყალება, მოსიარულე ბანერად ქცეული ხუთოსანი ბიჭისგან, რომელსაც საშემოდგომო, ქართველმა ერმა გამოაყოლა.



თელაველს დღეს საბოლოო
სასამართლო აქვს, სასჯელს გამოუტანენ, მანაც წინასწარ იცის რომ 6 თვეს მისცემენ და
არ ნერვიულობს, სამწუხაროდ ის პირველად არაა ამ სიტუაციაში. გუშინ ამბობდა სპეციალური წამალი მჭირდება, რომელსაც ევროპიდან მიგზავნიანო. ოფიცერს სთხოვა რომ შემოტანის უფლება მისცენ, უთხრა რომ ეს მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, თუმცა მხოლოდ ირონიული დაპირება მიიღო. ვნახოთ რა იქნება. განაჩენი მომიტანეს. მაგარია ახლა უკვე, შემიძლია დარეკვაც, წერილის მიწერაც და პაემანზე გასვლაც. ყველაზე ახლოს ტელეფონებია. ორ დღეში იქნება. დღემ წყნარად ჩაიარა. თელაველი, თელავიდან დაბრუნდა ნახევარწლიანი "სროკით". საღამოს, პატიმრები, რიგრიგობით ლოცულობენ. თელაველმა, წავალ ახლა მეც წავულოცებო, მერე მიხვდა რომ ცუდად გამოუვიდა და ღმერთს ბოდიში მოუხადა, წამომცდა, ასე არ უნდა მეთქვაო. ჩაქრა
შუქები და ყველამ ძილს მისცა თავი.


image

ტელეფონები დაიწყო, დღეს პირველად ვრეკავ, პირველად გავიგებ ჩემების ხმას. თან არ იციან და სიურპრიზი გამოდის. ჩვენს წინ ორი კამერაა. დროულად რა, გამიელვა გულში. წამი სააატი გახდა, წუთი საუკუნე. ბიჭებმა პატივი მცეს და პირველი მე გავედი. ოფიცერის ოთახში დგას ტელეფონი.


ცოცანიძე


ერეკლე მერაბის
ძე - იყო ჩემი პასუხი.


სად რეკავ?


სახლში. დედასთან.


ნომერი


ვუკარნახე.


მიდი და იცოდე ზუსტად
სამი წუთი გაქვს.


მგონია ნომრის აკრეფას საუკუნე მოვუნდი. კიდევ ერთი საუკუნე გავიდა ვიდრე ყურმილის მეორე ბოლოდან ხმა გავიგე.



გისმენთ


დედა როგორ ხარ?


რომელი ხარ? - იყო
განცვიფრებული ხმა


დედა, როგორ ხარ,
ერეკლე ვარ.


აღელდა, ვერ მელაპარაკება,
ვატყობ ტირის, მეც ბურთი მომაწვა ყელში.


ერეკლე ოგორ ხარ?


ახლა ჩემი დის ხმა გავიგე, ცრემლები წამომივიდა,
ვცდილობ არ შემეტყოს.


კარგად თქვენ როგორ
ხართ, რას შვრებით.


ჩვენ კარგად ვერთ
შენ?


მე კარგად ვარ თქვენ?
მზია შოთიკო, სოფო, ნინო როგორ არიან?


ოფიცერმა მანიშნა
დაასრულეო. დავემშვიდობე და გავთიშე.ჩემმა დამ მხოლოდ იმის თქმა მოასწრო, რომ მალე პაემანი მექნება. კამერაში დავბრუნდი, თვალები სველი მაქვს, ბიჭები უსიტყვოდ მიხვდნენ ყველაფერს, არაფერი უკითხავთ. ყველამ დავრეკეთ. მთელი კორპუსი რეკავს. ოფიცერი თვითოეულ საუბარს უსმენს..

ტელეფონების დასრულებიდან 5 წუთი არ იყო გასული, რომ რეჟიმი ამოვიდა. ერთ ერთი საკნიდან პატიმარი აბანოში გაიყვანეს. დადგა გინების და ბღავილის კორიანტელი. ასე 10 წუთის შემდეგ, ბღავილი შეწყდა, მაგრამ გინება და ცემა არა. უცებ გამყინავი ხმა გაისმა, შეეშვი ბიჭო არ მოკვდეს,


ფუ ბლიად მგონი
შემოგვაკვდა,


წყალი დაასხი, ამ
დედა მოტ...ლს.


ცოტა ხანში „რაბოჩებმა“
ცოცხალ მკვდარი პატიმარი, საკაცით კამერისკენ წაიყვანეს.დღეც მიიწურა.

0
393
1-ს მოსწონს
ავტორი:ერეკლე ცოცანიძე
ერეკლე ცოცანიძე
393
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0