x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134407
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508496
მსოფლიოს გამორჩეული ქვეყნები
ყველა ქვეყანა თავისებურად გამორჩეული, ლამაზი და საინტერესოა, მაგრამ ჩემთვის ყველაზე საინტერესო და მიმზიდველი, რა თქმა უნდა საქართველოა, თუმცა არც სხვა

ქვეყნების ღირსშესანიშნაბები და ბუნებრივი სილამაზეები მავიწყდება.

დღევანდელ სტატიაში მხოლოდ, ნაწილია იმ ულამაზესი და საინტერესო ქვეყნებისა, სადაც ნებისმიერი, დიდი სიამოვნებით იმოგზაურებს.



1.ჩინეთი
ჩინეთი მდებარეობს აღმოსავლეთ აზიაში. დედაქალაქი-პეკინი.
ჩინეთი ყველაზე ხალხმრავალი ქვეყანაა მსოფლიოში, მისი მოსახლეობა 1.3 მილიარდზე მეტია. იგი დიდი ისტორიის მქონე ქვეყანაა, იგი თავისი გეოგრაფიული მდგომარეობითა და ღირსშესანიშნაობებით ტურისტებისთვის მიმზიდველი ადგილია.
ჩინეთს ეგზოტიკური კულტურა და ბუნება გააჩნია, რომელიც ნებისმიერ ტურისტს
აღაფრთოვანებს. ჩინეთის დიდი ქალაქებიდან ყველაზე გამორჩეული ჰონკ-კონგი და შანხაია.
მისი ძირითადი ღირსშესანიშნაობებია: ცის ტაძარი, დალაი-ლამას სასახლე პოტალა,
ჩინეთის დიდი კედელი; ტაიშანის წმინდა მთა, კონფუცის ტაძარი და უამრავი სხვა.

image



image




2. ინდოეთი


ინდოეთი მოსახლეობის რიცხოვნობით მეორე ქვეყანაა მსოფლიოში. ქვეყანა სამხრეთ აზიაში მდებარეობს, დედაქალაქი-დელი.
ინდოეთიც ასევე მაღალი კულტურისა და ტრადიციების ქვეყანაა. აქ მოგზაურობა
ბევრი ადამიანის ოცნებას წარმოადგენს.
აქ არსებული უამრავი ტაძარი და ღირსშესანიშნაობა ტურისტების დიდ ინტერსს იმსახურებს. ინდოეთის ყველაზე დიდი ქალაქია მუმბაი, სადაც ყოველწლიურად ათასობით ტურისტი ჩადის.
ინდოეთში ტურისტების ყველაზე დიდ ყურადღებას ტაჯ-მაჰალის მარმარილოს მავზოლეუმი იქცევს. გარდა ამისა აქ უამრავი ტაძარი და ბუდისტური ძეგლებია.
image
image

.
ტაილანდი ფლობს უდიდეს შესაძლებლობებს ტურიზმის განვითარებისათვის. ამ შესაძლებლობას მას აძლევს მისი ხელსაყრელი მდებარეობა ინდოჩინეთის ცენტრში დამალაკის ნახევარკუნძულზე, ფართო გასასვლელი ზღვაში, მდინარე მენამის სატრანსპორტო შესაძლებლობა, ოქროს ქვიშა, მრავალფეროვანი რელიეფი, მსოფლიოში უმდიდრესი ტყეები, პოპულარული საზღვაო კურორტები და მრავალი უნიკალური კულტურულ-ისტორიული ძეგლი.
ტურისტებისთვის ერთ-ერთი საინტერესო ქალაქია ბანგკოკი, აქ ერთმანეთს ბუნებრივად ერწყმის თანამედროვე ცათამბჯენები და უძველესი ბუდისტური ტაძრები, ბანგკოკში მდებარე 400 ტაძარს შორის ულამაზესად ითვლება ფირუზის ბუდას, აისის, ოქროს ბორცვის, მარმარილოს ტაძრები.


image
image



3.მალტა

მალტა — სახელმწიფო სამხრეთ ევროპაში. მდებარეობს ხმელთაშუა ზღვის ცენტრალურ ნაწილში. დედაქალაქი- ვალეტა.
მალტა იდეალური ადგილია დასასავენებლად. ტურისტებს აქ ელოდებათ მშვიდი გარემო, გულითადი და კეთილგანწყობილი მასპინძლები. მალტელები სიცოცხლის მოყვარული ხალხია. ქვეყანაში მუდვიმად დღესასწაულების და ფესტივალების ატმოსტოსფეროა, რომელთა განუყოფელი ნაწილია თეატრალიზებული წარმოდგენები და ულამაზესი ფეირვერკები. მალტაში ბევრი ღირსშესანიშნაობაა, ერთ-ერთი გამორჩეული ე.წ ყვითელი ქვა, რომელიც ჭარბობს მალტის არქიტექტურაში.
image




5. ისლანდია

ისლანდია- ევროპის კიდევ ერთი ულამაზესი ქვეყნა. დედაქალაქი რეიკიავიკი. იგი გამოირჩევა განსაკუთრებული სამზარეულოთი და ძირითადად თევზსა და ცხვრის ხორც ემყარება. ერთ-ერთი მთავარი ეროვნული კერძია ჰაუკარლია-ზვიგენის გამომშრალი
ხორცი. კიდევ ერთი გამორჩეულობა რაც ამ ქვეყანას ახასიათებს, ისაა რომ აქ ძირითადად ყავას სვავენ და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ყავახანებში მხოლოდ პირველი ფინჯნის ფულს იხდიან, ყველაფერ დანარჩენს კი უფასოდ იღებენ.
ისლანდიაში ძირითადი ღირსშესანიშნაოებებია, გეიზერების ცნობილი ველი, ეროვნული მუზეუმი, XVIII ს-ის ტაძრები რეიკიავიკსა და ჰოულარში.

image

image


6. ინდონეზია


ქვეყანა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, დედაქალაქი ჯაკარტა.
ტურისტული თვალსაზრისით ინდონეზია საკმაოდ მიმზიდველი ქვეყანაა და თავისი
ადგილებითა და ღირსშესანიშნაობით, ტურისტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ადგილად ითვლება.
ყველაზე საინტერესო ღირსშესანიშნაობებს წარმოადგენს, სინგასარის ტაძარი, ბორობუდურის ბუდისტური ტაძარი, კომოდოს ეროვნული პარკი და სხვა.


image

image



მსოფლიოს გამორჩეული ქვეყნების სია, რა თქმა უნდა აქ არ მთავრდება, მომდევნო სტატიებშიი, სხვა ქვეყნებს შემოგთავაზებთ.


2
554
3-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
554
  
2015, 1 დეკემბერი, 12:55
დიდი მადლობა :)
2015, 1 დეკემბერი, 12:40
ძალიან მომეწონა! კარგი სტატიაა!!
0 1 2