x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134054
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
კონიაკის ისტორია

image

ნავების ერთ-ერთი სადგური, რომელიც მდინარე შარანტის აუზში მდებარეობდა, თავისი ვენახების ხარისხითა და სიძველით ყველასგან გამოირჩეოდა. ამ სადგურს კონიაკი ერქვა. (ქალაქმა კონიაკმა თავისი დასახელება მიიღო ძველი რომაელებისაგან. როგორც წესი, ქალაქებს სახელს ცნობილი პირების საპატივცემულოდ არქმევდნენ. რომის ეპოქის დროს ქ. კონიაკის პრეფექტი იყო კონიუ — Cognu, რომლის სახელს უკავშირებენ კონიაკს. თავდაპირველად ქალაქს ეწოდებოდა კონიუს ქალაქი — Cognu-Acum, შემდგომში დასახელება შეიცვალა და მიიღო დღევანდელი სახელი — Cognac). მე-16 საუკუნის მეორე ნახევარში ჰოლანდიური გემები ამ ტერიტორიაზე ცნობილი ღვინოების -
შამპანისა და ბორდერისთვის შედიოდნენ. ასე იქცა საფრანგეთი ევროპაში ღვინის მწარმოებელ და ექსპორტიორ ქვეყანად. კონიაკი განსაკუთრებულად პოპულარული მაშინ გახდა, როცა ლუდოვიკო XIV-მ გასინჯა და შეაფასა იგი. სამეფო კარზე სასმელს სანახევროდ წყლით გაზავებულს და მცირე დოზით შეექცეოდნენ.

1701 წელს, საფრანგეთსა და ინგლისს შორის, ესპანეთის მემკვიდრეობის თაობაზე, ომი გაჩაღდა. საფრანგეთი ინგლისის ფლოტის მიერ ბლოკირებული იყო, რამაც ინგლისში კონიაკის სპირტის ტრანსპორტირებას ხელი შეუშალა. სასმელის დიდი ნაწილი მუხის კასრებში ინახებოდა და როდესაც ის გასინჯეს, განსხვავება იოლად აღმოაჩინეს. მიხვდნენ, რომ სასმელის მუხის კასრებში დაძველების შემდეგ, მისი ხარისხი საგრძნობლად უმჯობესდებოდა-მცირდებოდა მისი სიმაგრე, არომატი უფრო მდიდარი იყო და ფერი და გემო იცვლებოდა. 1909 წლის 1 იანვარს, საფრანგეთში სპეციალური დეკრეტი მიიღეს. მისი შესაბამისობით, დადგენილ იქნა იმ ტერიტორიის საზღვრები, რომლის პროდუქციასაც ყურძნის ბრენდის სახით, აქვს უფლება კონიაკად იწოდებოდეს.

პირველი კონიაკის სახლები XVII საუკუნეში გაჩნდა. მათ შორის უძველესია 1643 წელს დაფუძნებული Augier („ოჟიე“). შემდეგ დაფუძნდნენ უკვე XVII საუკუნეში Martell („მარტელი“) — 1715 წლიდან, Remy
Martin („რემი მარტინი“) — 1724 წლიდან, Hennessy („ხენესი“) — 1765 წლიდან, Otard („ოტარდი“) — 1795 წლიდან. XIX საუკუნეში დაარსებული ფირმებიდან აღსანიშნავია Courvoi­sier („კურვუაზიე“) — 1835 წ. და Camus („კამიუ“) — 1863 წ.

1
613
2-ს მოსწონს
ავტორი:Dr-House
Dr-House
613
  
0 1 1