x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"ისლამური სახელმწიფოს" წევრებმა 17 წლის გოგონა ჩაქოლეს გაქცევის მცდელობისთვის
imageბოსნიური წარმოშობის ავსტრიელი გოგონა, 17 წლის სამრა კესინოვიჩი ჩაქოლეს მას შემდეგ, როდესაც გოგონამ გადაწყვიტა დაეტოვებინა "ისლამური სახელმწიფოს" რიგები და მისი დედაქალაქი ელ-რაქა.


2014 წლის აპრილში 17 წლის სამრა კესენოვიჩი და მისი დაქალი 16 წლის საბინა სელიმოვიჩი, რადიკალური ისლამის იდეებით მოიწამლნენ და გადაწყვიტეს ავსტრიის დედაქალაქიდან სირიაში გაქცევა.მშობლებს წერილი დაუტოვეს:"არ გვეძებოთ, ჩვენ მოვემსახურებით ალაჰს და მისთვისაც თავს გავწირავთ."


ისინი ორივე "ისის" ბოევიკებს გაყვნენ ცოლად ელ-რაქაში, რომელიც "ისის" დედაქალაქად ითვლება.


16 წლის საბინა ბრძოლის დროს დაიღუპა გასული წლის ბოლოს, ხოლო სამრას ადგილსამყოფელი დღემდე უცნობი იყო.


image

გოგონას მოკვლის ფაქტი დაადასტურა ტუნისელმა გოგონამ, რომელიც ბოევიკებს თავად გამოექცა, როგორც მან აღნიშნა, სამრა გაქცევის მცდელობის შემდეგ ბოევიკებმა ქვებით ჩაქოლეს.


ცნება "სექს-ჯიჰადი" 2013 წლიდან გამოჩნდა, როდესაც ექსტრემისტების ლიდერებმა გოგონებს მოუწოდეს ჩამოსულიყვნენ სირიაში და ინტიმური მომსახურეობის მხარდაჭერით დახმარებოდნენ ბოევიკებს ურწმუნოებთან და პრეზიდენტ აშარ ალ-ასადის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში.


ისის წევრებს სწამთ, რომ თუ ქალს მოკლავენ სამოთხეში მოხვდებიან.

image

1
1792
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1792
  
2015, 30 ნოემბერი, 13:52
კარგი უქნიათ, ტვინგამორეცხილებისათვის გაკვეთილი იქნება.
0 1 1