x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134477
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508532
მამაკაცს ელექტრონული სიგარეტი აუფეთქდა,რამაც კინაღამ მისი პარალიზება გამოიწვია
image29 წლის კორდერო კაპლესმა, რომელიც კოლორადო-სპრინგსში (აშშ)ცხოვრობს, მიიღო სერიოზული ტრავმები ელექტრონული სიგარეტის აფეთქების შედეგად.


კვირის ბოლო სამუშაო დღეს, პარასკევს კაპლესი სამსახურში იმყოფებოდა და მოსაწევად გავიდა, ორიოდე ნაფაზის დარტყმის შემდეგ მამაკაცს მოულოდნელად ელექტრონული სიგარეტი აუფეთქდა.

image

აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ კაპლესი დაეცა, ჩამოცვივდა კბილები, დაეწვა სახე და დაუზიანდა ხერხემალი.



კაპლესი საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში გადაიყვანეს.კვირას ხერხემალზე ოპერაცია გაუკეთეს.ახლა მისი მდგომარეობა შედარებით სტაბილურია. მისმა დამ GoFundMe-ზე გახსნა გვერდი სადაც მკურნალობისთვის საჭირო თანხას აგროვებს.

image

ელექტრონული სიგარეტი შესაძლოა მაშინ აფეთქდეს, როდესაც ბატარეა სიმძლავრე უფრო დიდია, ვიდრე გამაცხელებელი მილი.

ელექტრონული სიგარეტი რამდენიმე ნაწილისგან შედგება, რომლის ნაწილებიც ხშირად იძულებული ხართ ცალ-ცალკე შეიძინოთ.თუ მას სწორედ არ ააწყობთ შესაძლებელია მძიმე ტრავმა მიიღოთ.

1
305
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
305
  
2015, 30 ნოემბერი, 15:01
აი, კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ მოწევა კლავს.
0 1 1