x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134052
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ბეჰეროვკა - Becherovka

image

ბეჰეროვკა ჩეხური ლიქიორია (38 °), რომლის ისტორიაც სათავეს კარლსბადში (კარლოვი ვარი) იღებს. სასმელი ოცზე მეტ სამკურნალო ბალახს შეიცავს და დღემდე 1807 წლიდან ცნობილი ტექნოლოგიით მზადდება. თავდაპირველად ბეჰეროვკას ისე ამზადებდნენ, როგორც წამალს მუცლის ღრუს დაავადებებისათვის. სასმელის რეცეპტი გასული საუკუნის 20-იან წლებამდე მკაცრად გასაიდუმლოებული იყო. ბეჰეროვკა ორმა ადამიანმა, ინგლისელმა თერაპევტმა ფრობრიგმა და აფთიაქარმა იოზეფ ბეჰერმა შექმნა. ბეჰერის შვილიშვილმა გუსტავმა დაიწყო ფაიფურის პატარა ჭიქების წარმოებაც, რომელიც ლიქიორთან ერთად იყიდებოდა
და რომლის შეძენაც ბეჰეროვკას
მოყვარულებს დღესაც
შეუძლიათ. სასმელის რეცეპტი მამიდან შვილზე გადადიოდა და სასმელის წარმოებას მთლიანად აფთიაქარის ოჯახი აკონტროლებდა. მეორე მსოფლიო ომის დროს, ბეჰეროვკას რეცეპტი ბეჰერის სახლის ეზოში, მიწაში დაფლეს. მას ჩეხმა აგენტებმა 1945 წელს მიაკვლიეს, რის შემდეგაც ბეჰეროვკა ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა.


0
83
1-ს მოსწონს
ავტორი:Dr-House
Dr-House
83
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0