x
image
ცუდი ბავშვი
მოკლე საშიში ისტორიები
ნიმფა

image


ღამე იყო როდესაც შინისკენ მივდიოდი გზა მდინარის პირს მიუყვებოდა. უეცრად მდინარიდან მომესმა ქალის ხმა, შველას ითხოვდა, ცურვა არ ვიცოდი მაგრამ ჩემს თავს აღარ ვჩიოდი მხოლოდ ადამიანის გადარჩენაზე ვფიქრობდი. დაუყოვნებლივ გადავხტი წყალში საშველად და როდესაც იმ ადგილამდე გაჭირვებით მივცურე აღარავინ დამხვდა. მეგონა ჩაიძირა და დაიხრჩო მაგრამ ამ დროს ნაპირზე დავინახე ქალი რომელიც მთავრით განათებულ ღამის შუქზე ანთებული წითელი თვალებიდ მიყურებდა შიშველ ტანს მხოლოდ მისი გრძელი აბრეშუმივით კოჭებამდე თეთრი ფერის თმა უფარავდა. საშინელი ხმით გადაიხარხარა და უეცრად აორთქლდა გაქრა.

image












პატარა ეშმაკუნა



image


სახლში მარტო ვიყავი როდესაც მეორე ოთახიდან უცნაური ხმა შემომესმა თითქოს კატა კნაოდა. გავედი და თვალებს არ ვუჯერებდი ჩემს წინ პატარა ეშმაკისებური მოწითალო ფერის პატარა რქებიანი არსება ბარბაცებდა, რაღაც ჭირდა არვიცი რა და ვცადე ხელით შევხებოდი მაგრამ უეცრად გაქრა და ჩემგან სამი ნაბიჯის მოშორებით გაჩდა. ისევ ბარბაცით განაგრძო სიარული. ვცადე კიდევ ერთხელ შევხებოდი ამჯერადაც გაქრა და შემდეგ აღარ გამოჩენილა. ვერაფერი გავიგე მთელი სახლში დავჩხრიკე მაგრამ პატარა ეშმაკუნა ვერსად ვიპოვე.


image


0
2655
11-ს მოსწონს
ავტორი:ცუდი ბავშვი
ცუდი ბავშვი
2655
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0