x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134427
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
§13. მზის და მთვარის დაბნელება. მთვარის ფაზები. თავი III - პლანეტა დედამიწა. ზოგადი გეოგრაფია. დამხმარე სახელმძღვანელო აბიტურიენტებისთვის

მზის დაბნელება


მზის და მთვარის დაბნელებაროდესაც დედამიწა ბრუნავს მზის გარშემო, ხოლო მთვარე დედამიწის ირგვლივ, დრო და დრო ისეც ხდება, რომ მთვარე დედამიწასა და მზეს შორის დგება და სრულად ან ნაწილობრივ ფარავს მზის დისკს. მზის დაბნელება არის მთვარის ჩრდილი დედამიწის ზედაპირზე, რომლის დიამეტრი, დაახლოებით, 250 კმ-ია, რაც ბევრად უფრო მცირეა, ვიდრე დედამიწის დიამეტრია (12 742 კმ.). ამიტომ, მზის დაბნელება არა მთელს დედამიწაზე, არამედ მის რომელიმე რეგიონში ხდება. თუ დამკვირვებელი მთვარის ჩრდილის ქვეშ იმყოფება, ის მზის სრულ დაბნელებას დაინახავს, ხოლო თუ მზის დაბნელების ეპიცენტრიდან 2 ათასი კმ-ის დაშორებით არის, მისთვის მზე ნაწილობრივ იქნება დაბნელებული.

მზის დაბნელება ყოველთვის ახალი მთვარის დროს ხდება, როდესაც მთვარე დედამიწისკე გაუნათებელი მხარით არის მობრუნებული და ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს მზეს შავი ლაქა გადაეფარა. ეს იმიტომ ხდება, რომ მთვარის დიამეტრი 400-ჯერ ნალკებია მზის დიამეტრზე, მაგრამ დედამიწიდან მთვარემდე მანძილი 400-ჯერ უფრო ნაკლებია, ვიდრე მანძილი დედამიწიდან მზემდე. ამიტომ, დედამიწაზე მყოფი დამკვირვებლისთვის, მზის და მთვარის დისკებს ერთნაირი დიამეტრები აქვთ და როდესაც მთვარე მზის წინ დგება, მზე სრულად იფარება, მისი კიდეებიდან მხოლოდ მზის გვირგვინი შეიძლება ჩანდეს.

მზის დაბნელება უფრო ხშირად ხდება, ვიდრე მთვარის დაბნელება. ყოველწლიურად, 7 დაბნელებიდან, 4 მზის დაბნელებაზე მოდის.

მზის და მთვარის დაბნელება




მთვარის ფაზები და დაბნელება


დედამიწა და მთვარე საკუთარ სინათლეს არ ასხივებენ. ისინი მზით ნათდებიან და ისევე, როგორც ყველა მყარი სხეული, ჩრდილს იძლევიან. დრო და დრო, მთვარე ხვდება დედამიწის ჩრდილის ქვეშ და მისი დისკი იჩრდილება. როდესაც მთვარე დედამიწის ჩრდილის ქვეშ ხვდება მთლიანად ან ნაწილობრივ, ამ მოვლენას მთვარის დაბნელება ეწოდება. მთვარის დაბნელება წელიწადში 2-3-ჯერ ხდება და მხოლოდ სავსე მთვარის დროს.

მზის და მთვარის დაბნელებასავსე მთვარე არის ერთ-ერთი ფაზა, მთვარის დედამიწის ირგვლივ მოძრაობის დროს. ცნობილია, რომ მთვარე ყოველდღიურად იცვლის სახეს. როგორც უკვე აღნიშნული იყო, მთვარე საკუთარი სინათლით არ ასხივებს და ჩვენ მის იმ ნაწილს ვხედავთ, რომელსაც მზე ანათებს. მთვარის სახის მიხედვით, განასხვავებენ მის ოთხ ძირითად ფაზას. ესენია: ახალმთვარეობა, პირველი მეოთხედი, სავსე მთვარე და უკანასკნელი მეოთხედი.

ახალი მთვარის დროს, მთვარე ტელესკოპშიც კი არ ჩანს. ის მზის ზევით ან ქვევით იმყოფება და დედამიწისკე გაუნათებელი მხარით არის მობრუნებული. 2-3 დღის შემდეგ, ცაზე ჩნდება ვიწრო მთვარე, ნამგლის სახით. ასეთ მთვარეს ძველი ბერძნები ახალ მთვარეს ეძახდნენ და მთვარის თვის დასაწყისად მიიჩნევდნენ.
დღითი დღე, მთვარე ცის თაღზე, თანდათანობთ მარცხნივ გადაადგილდება, ხოლო მისი ნამგლისებური გამოსახულება, სულ უფრო და უფრო იზრდება. ახალმთვარეობიდან 7 დღის და 10 საათის შემდეგ, დგება მთვარის I მეოთხედის ფაზა. ამ დროს, მზე მთვარის ზედაპირის მარჯვენა ნაწილს ანათებს და მათ შორის კუთხე 90 გრადუსის ტოლია. როდესაც მთვარესა და მზეს შორის კუთხე 180 გრადუსამდე გაიზრდება, დგება სავსე მთვარის ფაზა. ეს ხდება ახალმთვარეობიდან 14 დღის და 18 საათის შემდეგ. ამის შემდეგ, იწყება მთვარის ზომის შემცირება და ის ისევ ნამგლის ფორმას იღებს. ახალმთვარეობიდან 29 დღის და 12 საათის შემდეგ, ის ისევ მზეს მიადგება და ციდან გაქრება.

მზის და მთვარის დაბნელება

დროს, რომელიც ესაჭიროება მთვარეს ერთნაირ ფაზებს შორის, სხვა ფაზების გასავლელად, სინოდური (ბერძ. შეერთება) თვე ეწოდება. სინოდური თვის ხანგრძლივობა 29 დღე და 12 საათი არის და განსაზღვრავს მთვარის მზისადმი მდებარეობას.

გარდა სინოდური თვისა, არის კიდევ სიდერიული (ბერძ. ვარსკვლავური) თვე. ეს არის დრო, რომელიც ესაჭიროება მთვარეს, დედამიწის ირგვლივ, ერთი ბრუნის გასაკეთებლად. ამ დროს ის იცვლის მდებარეობას დედამიწისა და უძრავი ვარსკვლავების მიმართ. სიდერიული თვე 27 დღე და 7 საათი გრძელდება.

სავსე მთვარე 29 დღეში ერთხელ გამოდის ანუ დედამიწისეული დროის ათვლით თუ ვისარგებლებთ, თვეში ერთხელ.
შენიშვნა: 2, 7 წელიწადში ერთხელ, სავსე მთვარე, ერთ რომელიმე თვეს, 2-ჯერ გამოდის, რადგან მთვარის ფაზის ციკლი 29 დღიანია, ხოლო თვის ხანგრძლივობა, 30-31 დღე არის. თუ თვის დასაწყისში სავსე მთვარე გამოვიდა, ასეთი მთვარე, თვის ბოლოსაც გამოვა. მეორე ახალ მთვარეს, ცისფერ მთვარეს ეძახიან. და ეს მხოლოდ ასტრონომიული ტერმინი, რომელსაც მთვარის ფერთან, საერთო არაფერი აქვს.

როგორც უკვე აღნიშნული იყო, მთვარის დაბნელება წელიწადში 2-3-ჯერ ხდება და მხოლოდ სავსე მთვარის დროს. სავსე მთვარე კი, წელიწადში, სულ ცოტა 12-ჯერ არის. ე. ი. იმისათვის რომ მთვარის დაბნელება მოხდეს, საკმარისი არ არის რომ მთვარე სავსე მთვარის ფაზაში იყოს. საჭიროა რომ დედამიწა მთვარესა და მზეს შორის ჩადგეს და მთვარე დედამიწის გარშემო იმავე სიბრტყეში მოძრაობდეს, რა სიბრტყეშიც მოძრაობს დედამიწა მზის ირგვლივ. ეს კი ყოველთვის არ ხდება, რადგან მთვარის ორბიტის სიბრტყე, დედამიწის ორბიტის სიბრტყესთან, 5 გრადუსიან კუთხეს ქმნის. მთვარის დაბნელება მაშინ ხდება, როდესაც დედამიწა მაქსიმალურად ახლოს იმყოფება მთვარის კვანძთან, ანუ მთვარის ორბიტალური სიბრტყის გადაკვეთის წერტილთან. გარდა ამისა, დედამიწა, მზე და მთვარე ერთ ხაზზე უნდა იყოს განლაგებული.

მთვარის დაბნელება შეიძლება იყოს სრული, ნაწილობრივი და ნახევრად ჩრდილოვანი.

მზის და მთვარის დაბნელება

დედამიწის ჩრდილის ქვეშ მოქცეული მთვარე წითელი ფერის არის. ეს იმიტომ ხდება, რომ დედამიწის ატმოსფეროში გავლის დროს, მზის სხივების გაბნევა ხდება, მთვარემდე მხოლოდ წითელი ფერის ტალღები აღწევს და მთვარე წითლად იფერება.

მზის და მთვარის დაბნელებამზის და მთვარის დაბნელებაP.S. ჩვეულებრივ მდგომარეობაში, მთვარე ყვითელი ან ნაცრისფერი არის. მაგრამ თუ დედამიწაზე რომელიმე სახის კატასტროფა ხდება (დიდი ხანძარი, ვულკანის ამოფრქვევა) და ატმოსფეროში დიდი რაოდენობით მტვერი და კვამლი არის, მაშინ მთვარე ცისფერი ხდება, რაც ოპტიკურ ეფექტს უკავშირდება.

მზის და მთვარის დაბნელება

















მზის და მთვარის დაბნელება


§ 1. მზის სისტემა. თავი I - სამყარო და დედამიწა.
http://intermedia.ge/სტატია/66851-მზის-სისტემა-თავი-I-სამყარო-და-დედამიწა-ზოგადი-გეოგრაფია-დამხმარე-სახე/108/

§ 2. მზე და მზის სისტემის ასაკი. თავი I - სამყარო და დედამიწა.
http://intermedia.ge/სტატია/66946-§-2-მზე-და-მზის-სისტემის-ასაკი-თავი-I-სამყარო-და-დედამიწა-ზოგადი-გეოგრ/108/

§ 3. მზის მოძრაობა და მისი ადგილი გალაქტიკაში. თავი I - სამყარო და დედამიწა.
http://intermedia.ge/სტატია/67220-§-3-მზის-მოძრაობა-და-მისი-ადგილი-გალაქტიკაში-თავი-I-სამყარო-და-დედამიწ/108/

§ 4. გეოლოგიური დრო და გეოქრონოლოგიური ცხრილი. თავი II - დედამიწის ასაკი და განვითარების ისტორია.
http://intermedia.ge/სტატია/67485-§-4-გეოლოგიური-დრო-და-გეოქრონოლოგიური-ცხრილი-თავი-II-დედამიწის-ასაკი-დ/88/

§ 5. კატარქაული ერა. თავი II - დედამიწის ასაკი და განვითარების ისტორია.
http://intermedia.ge/სტატია/68018-§-5-კატარქაული-ერა-თავი-II-დედამიწის-ასაკი-და-განვითარების-ისტორია-ზოგ/88/

§ 6. არქაული ერა. თავი II - დედამიწის ასაკი და განვითარების ისტორია.
http://intermedia.ge/სტატია/68019-§-6-არქაული-ერა-თავი-II-დედამიწის-ასაკი-და-განვითარების-ისტორია-ზოგადი/88/

§ 7. პროტეროზოური ერა. თავი II - დედამიწის ასაკი და განვითარების ისტორია.
http://intermedia.ge/სტატია/68028-§-7-პროტეროზოური-ერა-თავი-II-დედამიწის-ასაკი-და-განვითარების-ისტორია-ზ/88/

§ 8. პალეოზოური ერა. თავი II - დედამიწის ასაკი და განვითარების ისტორია.
http://intermedia.ge/სტატია/68026-§-8-პალეოზოური-ერა-თავი-II-დედამიწის-ასაკი-და-განვითარების-ისტორია-ზოგ/88/

§ 9. მეზოზოური ერა. თავი II - დედამიწის ასაკი და განვითარების ისტორია.
http://intermedia.ge/სტატია/68043-§-9-მეზოზოური-ერა-თავი-II-დედამიწის-ასაკი-და-განვითარების-ისტორია-ზოგა/88/

§ 10. კაინოზოური ერა. თავი II - დედამიწის ასაკი და განვითარების ისტორია.
http://intermedia.ge/სტატია/68253-§-10-კაინოზოური-ერა-თავი-II-დედამიწის-ასაკი-და-განვითარების-ისტორია-ზო/88/

§11. დედამიწის განვითარების ისტორია 24 საათში. თავი II - დედამიწის ასაკი და განვითარების ისტორია. ზოგადი გეოგრაფია. დამხმარე სახელმძღვანელო აბიტურიენტებისთვის
http://intermedia.ge/სტატია/68289-§11-დედამიწის-განვითარების-ისტორია-24-საათში-თავი-II-დედამიწის-ასაკი-დ/88/


§12. დედამიწის ფორმა და ზომა. თავი III - პლანეტა დედამიწა. ზოგადი გეოგრაფია. დამხმარე სახელმძღვანელო აბიტურიენტებისთვის

http://intermedia.ge/სტატია/68426-§12-დედამიწის-ფორმა-და-ზომა-თავი-III-პლანეტა-დედამიწა-ზოგადი-გეოგრაფია/88/

0
1859
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1859
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0