x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
საქართველო-რეალური ზღაპარი
ჩვენი სამშობლო უნიკალური, ენითაუწერელი ბუნებით გამოირჩევა.მისი დიადი მთები და სამოთხის სადარი ლანდშაპტები, ბევრი მწერლისა თუ პოეტის მუზა გამხდარა.

ერთ-ერთი ულამაზესი და საოცარი ადგილი არის ბატეთის ტბა .imageტბა მდებარეობს ქარელის მუნიციპალიტეტში .თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, imageბატეთისწყლის ხეობაში.ზღვის დონიდან 1313მ-ზე.

მეწყერი რომელმაც ტბა წარმოშვა სამხრეთიდანაა ჩამოწოლილი.

ვრცელი ნაპირი არ გააჩნია და ტბის ნაწილი დაჭაობებულია.imageპირდაპირ ტბაშია ამოსული შვიტები, ამიტომ ბანაობა ამ ტბაში აკრძალულია.


image












ტბის წყალი გამჭირვალე და მტკნარია.თევზები არ ბინადრობენ, მაგრამ მრავლადაა წითელ წიგნში შეტანილი მცირეაზიური ტრიტონი

( რომელიც “საშიში“ მხოლოდ სახელითაა)და კალმახი.imageimageimage







ირგვლივ წიწვოვან-წიფლოვანი ტყეა გარშემოკრული:imageimageimageimageულამაზესია ბატეთი შემოდგომით.ათასფრად აფერადებული ტყით და მომწვანო სარკისებრი ზედაპირით.imageimageimageimageimageდეკემბრიდან მარტამდე კი გაყინულია და ასე გამოიყურება.

წითელ წიგნში დღემდე ძეგლის სტატუსი აქვს ბატეთის ტბას და მის მიმდებარე ტერიტორიას.

კიდევ ერთი მეტ-ნაკლებად ცნობილი და მოლაშქრეთათვის ნამდვილი სამოთხე გახლავთ ტობავარჩხილი ანუ მეგრულად- ვერცხლის ტბა .image imageეს კარაული ტბა მდებარეობს ეგრისის ქედის სამხრეთ კალთაზე.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ჩხოროწყუში image

მოედინება არაფრით გამორჩეული მდინარე ხობისწყალი.imageმაგრამ თუ დაგაინტერესებს მდინარის სათავე და იკითხავ გზას, მოხვდები ნისლით, ჩანქერით, ტყით, უფსკრულით და ჟანგბადით გაჯერებულ ზღაპრულ ხეობაში.imageimageimageimageimageimageimageimageმიაღწევ ცაშკიბულს, სამეგრელოს ყველაზე მაღალ და დიდებულ მწვერვალს. imageimageვერცხლის ტბა საზრდოობს თოვლით, წვიმის და მიწისქვეშა წყლით.

წყლის დონე მთელი ზამთარი დაბალია. საშუალო სიღრმე 15, 8–მეტრია.

ზაფხულში, ივლისში იმატებს და სიღრმე 35 -მეტრს აღწევს.

მტკნარი წყლის გამო თევზი არ ბინადრობს.

imageimageimageimageimageimageimageimageimageუძველესი ლეგენდის თანახმად, ვინც ტბის მშვიდ გარემოს დაარღვევს ან ტბაში იბანავებს, შავი ღრუბლების რისხვა, ჭექა-ქუხილი და კოკისპირული წვიმა დაატყდება თავს .

კიდევ ერთი ლეგენდებით და სილამაზით გაჯერებული ადგილი არის აბუდელაურის ფერადი ტბები.მყინვარული წარმოშობის (მორენული) ტბები მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში.დუშეთის მუნიციპალიტეტში.კავკასიონის სამხრეთ კალთაზე.მდინარე როშკისწყლის მარჯვენა შენაკადის აბუდელაურის სათავეში.

ზღვის დონიდან 2812მეტრზე.

ტბები თოვლის, მყინვარის და წვიმის წყლებით საზრდოობენ.

წყალი მტკნარია და თევზები არ ბინადრობენ .
ტბების სანახავად რთული, მაგრამ ულამაზესი გზის გავლა მოგიწევთ.

საავტომობილო გზა სოფელ როშკასთან წყდება .imageimageამ სოფელს სხვაგვარად დევების სამჭედლოს უწოდებენ .

ლეგენდის თანახმად აქ მიმობნეული უზარმაზარი კლდის ნატეხები დევებს სამჭედლოდან ანასხლეტი ლოდებია.imageსოფლიდან გზას ფეხით აგრძელებთ.image გრძელი გზის შემდეგ პირველი ლურჯი ტბა შეგხვდებათ.imageimageimageimageimageimageimageimageლეგენდის თანახმად ამ მიდამოებში მცხოვრებ უკანასკნელ დევს იახსარი გამოედევნა.

imageიახსარი -წარმართული ღვთაება იყო, იგი ითვლებოდა ავსულებთან (ალქაჯებთან, დევებთან, სულებთან, უწმინდურ ძალებთან) დაუნდობელ მებრძოლად.ასევე არაბუნებრივი სიკვდილით გარდაცვლილთა სულების გამომხსნელად.

მისმა მოქნეულმა ლახტმა კლდე შუაზე გააპო.imageცალთვალა დევმა იახსარს სწორედ ამ ლურჯ ტბაში შეასწრო, imageღვთაება უკან მიჰყვა.დაუნდობელი ბრძოლა დევის განგმირვით დასრულდა, მაგრამ მისმა უწმინდურმა სისხლმა ტბის ზედაპირი შეკრა და იახსარმა ამოსვლა ვეღარ შეძლო.მისი გასაჭირი იქვე მოსახლე ბლოელმა შეიტყო.მოიყვანა ოთხყურა და ოთხრქიანი ცხვარი, დაკლა და ტბაში მისი სისხლი შეურია.

გაიწმინდა ტბა და იახსარმა ამოსვლა შეძლო.

ამბობენ ღვთაებამ მოჯადოვებული ტბა მტრედის სახით დატოვაო.

მადლიერმა იახსარმა ბლოელს სამი სურვილის ასრულება აღუთქვა.ბლოელმა დაავადებული ოჯახის განკურნება სთხოვა.

იახსარი გაფრინდა.ლიქოკის თავზე, კარატის წვერზე დაბრძანდა.

დღემდეა შემორჩენილი მისი სახელობის ნიშა:imageimageimageლურჯი ტბასთან ახლოა მწვანე ტბა.ამ ტბასთან ჩერდებიან ყველაზე ხშირად დაღლილი მოლაშქრეები.imageimageღამისთევის მსურველებს უმჯობესია შეშა ჰქონდეთ თან, რადგან ტბასთან არ მოიპოვება.ღამე კი გაუსაძლისად ცივა.imageimageimage
ამ ტბებიდან საშუალო დონის მოლაშქრისთვის საათ-ნახევრიანი ფეხით გასაგრძელებელი გზაა.

სიარულს თოვლი, ქვა-ღორღი და დეკის ბუჩქები აძნელებს, მაგრამ დაღლად ნამდვილად ღირს ხეობის თეთრი დედოფლის ხილვა !

აბუდელაურის თეთრი ტბა :imageimageimageimageimageimageimage


















































9
355
7-ს მოსწონს
ავტორი:ვ.ი.ქ.ტ.ო.რ.ი.ა
ვ.ი.ქ.ტ.ო.რ.ი.ა
355
  
2015, 29 ნოემბერი, 16:11
მადლობა :* მეც დიდი იმედი მაქვს ძალიან მინდა
2015, 29 ნოემბერი, 14:36
ვიკა ყოჩაღ! ძალიან კარგი სტატიაა! :) გამახსენე ჩემი ლაშქრობები! :) ტობას მონახულება დაგვრჩა და იმედია ერთად წავალთ :! :) ფოტოკოლაჟიც ფანტასტიურია :)
2015, 29 ნოემბერი, 14:26
ყოჩაღ ვიკა! ძალიან კარგი სტატიაა :)
2015, 29 ნოემბერი, 11:53
მადლობა მაკ გაიხარე :*
2015, 28 ნოემბერი, 23:57
ძალიან საინტერესოა ვიკ, ამიტომ არ შემეძლო მეორედ არ გადამეკითხა და გაუზიარებელი დამეტოვა :*
2015, 28 ნოემბერი, 23:16
ყოჩაღ
2015, 28 ნოემბერი, 20:52
დიდი მადლობა
2015, 28 ნოემბერი, 20:42
ძალიან მაგარი სტატიაა, ფოტოკოლაჟმა აღმაფრთოვანა
0 1 9