x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
ქალბატონი, რომელმაც 190 კილოგრამი დაიკლო, გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა
imageჯერ კიდევ 6 წლის წინ, ბრიტანელი ელისონ უილსონი ისეთი მსუქანი იყო, რომ საპირფარეშოში დამოუკიდებლად ვერ მიდიოდა. უფრო მეტიც, 33 წლის ქალი 267 კილოგრამს იწონიდა და საკუთარი ფეხების დანახვა არ შეეძლო.დღეს ორი ქალიშვილის დედა სულ რაღაც 76 კილოგრამს იწონის.რაც ყველაზე მთავარია მან თავისი დიდი ხნის ოცნება აისრულა.საზღვარგარეთ გაფრინდა და თვითმფრინავის მხოლოდ ერთადგილიანი ბილეთი აიღო.

„8 წლის წინ, საზღვარგარეთ ჩემი პირველი გამგზავრება სრული კოშმარი იყო. მაშინ ორი ადგილი შევუკვეთე. ახსნა–განმარტების მიცემა მოგვიხდა, რატომ ავიღეთ ოთხმა ადამიანმა ხუთი ადგილი.“– ყვება ის.

ელისონის წონაში დაკლება სპონტანურად არ მომხდარა. 2004 წელს ქალი ასთმის შეტევით, რაც ჭარბმა წონამ გამოიწვია, საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთი წლის შემდეგ, ექიმებმა ბრიტანელს განუცხადეს, რომ, ძალიან მალე, მისი სიმსუქნე სიკვდილის მიზეზი გახდებოდა.

მაშინ გადაწყვიტა დიეტა დაეცვა რაშიც მისი მეუღლე ყოფილი ფიტნეს მწვრთნელი დაეხმარა. თუმცა, ეს არ იყო საკმარისი, და 2006 წელს ელისონმა კუჭის შუნტირების გადაწყვეტილება მიიღო, ოპერაცია მანჩესტერის საავადმყოფოში ჩატარდა.


მას შემდეგ რაც მან სწრაფად კლება დაიწყო და 190 კილოგრამი მოიკლო იგი გინესის რეკორდების წიგნში შევიდა.

„ერთხელ მეგობარმა დამირეკა და მითხრა, ჩემი მეუღლე სხვა ქალთან დაინახა. ვერ დაიჯერა, როდესაც ვუთხარი, რომ ეს მე ვიყავი“ – იცინის უილსონი.

ელისონის წელის გარშემოწერილობა 2, 7 მეტრიდან 76 სანტიმეტრამდე შემცირდა, ოჯახის ხარჯები სურსათზე კი კვირაში 200 ევროდან, თვეში 160 ევრომდე.

„ადრე საცურაო კოსტიუმის ჩაცმა მრცხვენოდა. ახლა კი საერთოდ არ მაწუხებს ის, თუ როგორ გამოვიყურები!“ – ამბობს 39 წლის ქალი.

3
3429
7-ს მოსწონს
ავტორი:bekanare
bekanare
3429
  
2012, 26 ნოემბერი, 14:13
მაგარია
2012, 31 აგვისტო, 3:05
ოოო Fაქ :D
2012, 28 მაისი, 21:12
ერთი 5 კილო ჩემთვის მოეცა :ს შეჯიბრამდე :D
0 1 3