x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
აღმოსავლური ჰარამხანა

აღმოსავლური ჰარამხანა


ბევრისთვის ჰარამხანა უბედურ ქალთა მონობასთან ასოცირდება, რომლებიც ჩაკეტილები იყვნენ სასახლის მაღალ კედლებში და იძულებულები იყვნენ სულთანი ყველანაირად ესიამოვნებინათ. მაგრამ საქმე ასე არ იყო. სინამდვილეში, ისტორიული ქრონიკები სულ სხვა რამეს მოწმობენ. რა თქმა უნდა იქ არსებობდა გარკვეული იერარქია, მზაკვრობა და ინტრიგები. მაგრამ, მიუხედავად ამისა, იყო პერიოდი, როდესაც გასათხოვარი გოგონები ჰარამხანაში მოხვედრაზე ოცნებობდნენ.

აღმოსავლური ჰარამხანა
როგორ დაუჯერებლადაც არ უნდა ჟღერდეს, თავდაპირველად, ჰარამხანაში ხარჭებად აღმოსავლეთის თავადების ქალიშვილები იყვნენ. თავადები თავადვე ყიდიდნენ შვილებს, იმ იმედით, რომ ოდესღაც, ისინი სულღნის ცოლები გახდებოდნენ. ქალიშვილის გაყიდვის შემდეგ, ისინი ხელს აწერდნენ საბუთს, რომლითაც უარს ამბობდნენ საკუთარ ქალიშვილზე. ჰარამხანაში მოხვედრის შემდეგ, გოგონას ასწავლიდნენ: ეტიკეტს, ცეკვას, მუსიკას, ყველაფერს რაც სისმოვნებას მიანიჭებდა მამაკაცს. როდესაც გოგონები გაიზრდებოდნენ, მას უფროს ვეზირს აჩვენებდნენ. ყველაზე საუკეთესოები ხვდებოდნენ სულთნის მოსასვენებელში.


აღმოსავლური ჰარამხანა
ჰარამხანაში მყოფ გოგონებს აძლევდნენ ხელფასს და საჩუქრებს დღესასწაულებზე. წესის მიხედვით, თუ გოგონა ცხრა წლის მანძილზე, არცერთხელ არ მოხვდებოდა სულთანთან, მისთვის თავისუფლება უნდა მიეცათ და ღირსეული ქმარიც უნდა შეერჩიათ.

აღმოსავლური ჰარამხანა
თუ სულთანი გოგონას აირჩევდა, მასთან ღამის გასატარებლად, საჩუქარს უგზავნიდა. გოგონა სურნელოვან აბაზანას იღებდა, მას აცმევდნენ სპეციალურ სამოსს და სულთანთან გზავნიდნენ. თუ სულთანს გოგონა მოეწონებოდა, ის ფავორიტი ხდებოდა და ჰარამხანის ქვედა პალატიდან, ზედა პალატაში გადადიოდა.


აღმოსავლური ჰარამხანა
იმ შემთხვევაში, თუ ფავორიტი გოგონა დაფეხმძიმდებოდა, ის უკვე «ბედნიერთა» (იკბალების) ჯგუფში გადადიოდა და მას ცალკე ოთახი ეძლეოდა. გარდა ამისა, მას ყოველდღიურად 15 სხვადასხვა კერძით უმასპინძლდებოდნენ.


აღმოსავლური ჰარამხანა
თუ ფავორიტი გოგონა სულთნის ცოლი (კადინი) გახდებოდა, მას სულთნის სახელით ახალ ქსოვილებს, სამკაულებს და ქორწინების საბუთი ეგზავნებოდა.


აღმოსავლური ჰარამხანა
კანონის მიხედვით, სულთანს ოთხიდან რვამდე ცოლის ყოლის უფლება ჰქონდა. ამის გამო, ჰარამხანაში სულთანთან სტუმრობის სპეციალური გრაფიკი იყო დაწესებული: ღამე პარასკევიდან შაბათამდე, მასთან ერთ-ერთი ცოლი უნდა მისულიყო. თუ რომელიმე ცოლი ზედიზედ 3 პარასკევის მანძილზე ვერცერთხელ ვერ მოხვდებოდა ქმართან, მას შეეძლო სასამართლოში ეჩივლა.

სულთნის ცოლების და ხარჭების სახეების ნახვის უფლება არავის ჰქონდა, გარდა საჭურისებისა, რომლებიც ჰარამხანაშიც მუშაობდნენ და მას გარედანაც იცავდნენ.


0
1589
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1589
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0