x
image
K.P.
"ჩასვრამდე სასაცილოები ხართ!"-თემო საჯაია ქართველ მომღერლებზე

image
მომღერალი თემო საჯაია ფართო საზოგადოებამ რეალთი შოუ "ვარსკვლავების აკადემიიდან" გაიცნო. მას შემდეგ პოპულარობას არ კარგავს და ერთ-ერთ წარმაებულ მომღერლადაც მიიჩნევა. თემოს კონკურსებში მონაწილეობა დიდად არ უყვარს, თუმცა რამდენიმე მათგანში მინც იღებს მონაწილეობას. მაგალითად პროექტს ''ერთი ერთში'' მონაწილეობას იმიტომ დათანხმდა, რომ უნდოდა, პროფესიონალებთან ერთად ემუშავა.

მომღერალი განსაკუთრებულ სკანდალებში არ ეხვევა, თუმცა საკუთარი მოსაზრებების გამოთქმისაც არ ერიდება. ამჯერად ის ქართველ მომღერლებს აკრიტიკებს, მათ ვისაც ქართულად სიმღერა უტყდება . "აი, ის ქართველი მომღერლები და ჯგუფები, ვინც ფიქრობთ, რომ ქართულ ენაზე სიმღერა ტეხავს და იმისათვის, რომ "სვეცკები" იყოთ ინგლისურად უნდა მღეროდეთ…!!! აააააიიიი, ჩასვრამდე სასაცილოები ხართ!!!"-წერს თემო ფეისბუქის პირად გვერდზე. საზოგადოება ამ კომენტარს არ გაუღიზიანებია და მეტიც, ბევრი თემოს აზრს იზიარებს.image

თემო შეყვარებულია. მისი მეორე ნახევარი ნინა სამადაშვილი, საქართველოს საბალეტო დასის სოლისტია. დასასვენებლად იყვნენ, როდესაც ერთმანეთი გაცვნეს. შემდეგი შეხვედრა კი უკვე თბილისში, 3 თვის შემდეგ მოხდა. წყვილი ერთმანეთს კარგად უგებს, ორივენი ხელოვნების სფეროში არიან ჩართულნი და ერთმანეთს გულშემატკივრობენ. "როდესაც შენი ქვეყანა გიყვარს და გაქვს ამბიცია, რომ პატრიოტი ხარ, ცუდია, რომ შენს ქვეყანაში ვერაფერს აკეთებ. ამას წინათ ვფიქრობდი, რა არის საქართველოს ყველაზე დიდი მტერი. მერე მივხვდი, რომ უპასუხისმგებლობაა ჩვენი ყველაზე დიდი მტერი"-ამტკიცებს თემო. მომღერალი აქტიურად ზრუნავს საკუთრ კარიერასა და თვითგანვითრებაზე. ვუსურვოთ მას წარმატებები და ბედნიერი მომავალი... image

0
1232
3-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
1232
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0