x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508587
თვითმფრინავები და რაკეტები სათამაშოები არ არიან - ირანის პრეზიდენტი ადანაშაულებს თურქეთს

ჰასან რუჰანი25 ნოემბერს მინისტრთა კაბინეტის სხდომზე ირანის პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ მკაცრად დაძრახა თურქეთი რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდებისა და "დაეშთან" (“ისლამური სახელმწიფო”) თანამშრომლობის გამო. ამის შესახებ ირანული საინფორმაციო სააგენტო MEHR-ი იტყობინება.


"ჩვენს მიერ მიღებული სადაზვერვო მონაცემები აჩვენებს, რომ რუსული თვითმფრინავი სირიის საჰაერო ტერიტორიაზე იყო, როცა ის ჩამოაგდეს. დავუშვათ ის თურქეთის საზღვარს მიუახლოვდა, რაკეტები სათამაშო არაა, ასევე თვითმფრინავები, რომელიც ვიღაცას შეუძლია უბრალოდ სურვილისამებრ დაარტყას. რეგიონში ასეთი ქაოსი, როცა საჰაერო სივრცეში ყველა აკეთებს იმას, რაც სურს, ძალიან საშიშია", - განაცხადა რუჰანიმ.


ირანის პრეზიდენტმა დასავლეთს ტერორიზმის წინააღმდეგ უფრო სერიოზული ბრძოლისკენ მოუწოდა. მისი თქმით, აუცილებელია იმის გარკვევა, თუ ტერორისტები ვიზე ჰყიდიან ნავთობს, თუმცა ცნობილია, თუ რა მიმართულებით მოძრაობენ ნავთობის გადამზიდველი სატვირთო მანქანები. "საერთაშორისო ორგანიზაციები და სტრუქტურები რატომ არ ეწინააღმდეგებიან ამას და როგორ ხდება, რომ ქვეყნები, რომლებიც აცხადებენ, რომ ტერორიზმს ებრძვიან, იმავე ტერორისტებისგან დაბალ ფასად ყიდულობენ ნავთობს", - სვამს კითხვას რუჰანი.

0
866
1-ს მოსწონს
ავტორი:რომან აზადოვი
რომან აზადოვი
866
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0