x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134361
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
თურქეთის მოქმედებამ ევროპულ ქვეყნებში შეშფოთება გამოიწვია - Deutsche Welle

შტაინმაიერი24 ნოემბერს თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდებას დასავლეთში არაერთმნიშვნელოვანი გამოხმაურება მოჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-მა და ნატო-მ გაამართლეს თურქეთის მოქმედება და მხარეებს დიალოგისა და სიტუაციის განმუხტვისკენ მოუწოდეს, ევროპის ბევრ ქვეყანაში უკმაყოფილებას არ მალავენ მომხდართან დაკავშირებით. კეთდება განცხადებები, რომლებშიც ევროპის პოლიტიკური ძალები ღიად ან ფარულად აკრიტიკებენ თურქეთის საქციელს.


გერმანული ავტორიტეტული სანიფორმაციო სააგნეტო Deutsche Welle წერს, რომ ევროპული ქვეყნები, რომლებსაც დიდი იმედები ჰქონდათ რუსეთთან თანამშრომლობით სირიული კრიზისის მოგვარებისა და ტერორისტული დაჯგუფების "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლის მიმართულებით, რუსულ სამხედრო თვითმფრინავთან მომხდარის გამო ძალიან შეშფოთებულნი არიან. მაგალითად, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ სირიის საკითხის მოგვარების მიზნით ვენაში გამართულმა მოლაპარაკებებმა ევროპაში დიდი იმედები და ოპტიმიზმი წამოჭრა, მაგრამ თურქული სამხედრო-საჰაერო ძალების მიერ რუსული თვითმფრინავის ჩამოგდებამ შეიძლება სერიოზული დარტყმა მიაყენოს ამ ძალისხმევას. ანალოგიური განცხადება გააკეთა ასევე ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა ბოჰუსლავ სობოდკამ.


უფრო მკაცრი კრიტიკით გამოვიდა გერმანიის ვიცე-კანცლერი ზიგმარ გაბრიელი, რომელმაც თურქეთს არაპროგნოზირებადი მოთამაშე უწოდა. ჩეხეთის
თავისი პრო-რუსული მიდგომით ცნობილი პრეზიდენტის მილოშ ზემანის თქმით კი, მომხდარი ინციდენტი "ისლამური სახელმწიფოსთან" თურქეთის არაოფიციალური თანამშრომლობის შესახებ ეჭვს ბადებს. თურქეთს "ისლამური სახელმწიფოს" მხარდაჭერაში ადანაშაულებს ასევე გერმანიის მემარცხენე პარტია - “ლინკე” (Die Linke). ბუნდესტაგში მემარცხენეების ფრაქციის ვიცე-თავმჯდომარის სარა ვაგენკნეხტის მიხედვით, თურქეთმა თავისი მოქმედებით მსოფლიო მშვიდობა საფრთხის ქვეშ დააყენა.

0
292
შეფასება არ არის
ავტორი:რომან აზადოვი
რომან აზადოვი
292
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0