x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134479
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508532
ირინა სარიშვილი თურქეთის მოქმედებებით აღშფოთებულებს და შეშინებულებს მიმართავს-"ომზე ბევრად უფრო საშიში ხელოვნური მშვიდობაა!"

image
ქართველი პოლიტიკოსი და ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ყოფილი ლიდერი ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" მიმართვას ავრცელებს მათთვის, ვინც თურქეთის მოქმედებებით აღშფოთებულნი და შეშინებულნი არიან.


"თურქეთის მოქმედებებით აღშფოთებულებს და შეშინებულებს, ერთი რამე მინდა ვუთხრა:
არავის უხარია ომი! ომი ცუდია!
მაგრამ ომზე ბევრად უფრო საშიშია ხელოვნური მშვიდობა!
რუსეთის ბომბდამშენი თვითმფრინავი რამოდენიმეჯერ გააფრთხილეს, არ დაერღვია საზღვარი და რუსეთმა ეს არაფრად ჩააგდო!
აქამდე გასდიოდა და ეხლა არ გაუვიდა!
მშვიდობის მტრედებო: თქვენ მართლა ფიქრობთ, რომ ამაზე თურქეთს რეაგირება არ უნდა მოეხდინა?!
ან ეგებ რეაგირების სხვა ფორმა იცით რამე – ჰაერში, როცა უცხო ქვეყნის ბომბდამშენი თვითმფრინავი შენს საზღვარს არღვევს?!
ეს ერთი! და მეორეც – არა ნაკლებ მნიშვნელოვანი – თურქეთის მოქმედებით საბოლოოდ დადასტურდა ის, რომ მანამდეც და ბოლო პერიოდშიც მსოფლიოში განვითარებული მოვლენები, მათ შორის, საფრანგეთში ორგანიზებული ტერაქტი პოლიტიკური და არა რელიგიური ომია და არანაირი კავშირი სარწმუნოებასთან არა აქვს– ეს არის ბრძოლა სიბნელეს და ცივილიზაციას შორის.
ომი ცუდია, მაგრამ ხელოვნური მშვიდობა სიბნელის სასარგებლოდ უარესია!
სულით მონები ამას ვერ გაიგებენ!"
image
image

0
1062
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
1062
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0