x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
რითი განსხვავდება ადამიანი მაიმუნისგან

image


მაიმუნსა და ადამიანს შორის გენეტიკური მსგავსება დაახლოებით 98% შეადგენს. თუმცა, გარეგნული მსგავსებაც საკმაოდ თვალსაჩინოა. მაიმუნებს განსხვავებულად ესმით, ხედავენ და ფიზიკურად უფრო სწრაფად ვითარდებიან.


1. აგებულება


image
ბევრი მახასიათებელი, რომელიც განასხვავებს ადამიანს მაიმუნისგან თვალშისაცემია. მაგალითად, გამართულად სიარული. მიუხედავად იმისა, რომ გორილებს უკანა ფეხებით შეუძლიათ გადაადგილება, ეს საკმაოდ არაბუნებრივ პროცესს წარმოადგენს მათთვის. ადამიანის გადაადგილებას ვერტიკალურ მდგომარეობაში უზრუნველყოფს მოქნილი წელი, თაღოვანი ტერფი და გრძელი სწორი ფეხები, რაც არ გააჩნიათ მაიმუნებს.

მაგრამ ადამიანსა და მაიმუნს ისეთი თვისებები ახასიათებთ, რომლის შესახებაც მხოლოდ ზოოლოგებმა იციან. მაგალითად, სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ზოგიერთი ნიშანი ადამიანს ზღვის ძუძუმწოვრებთან უფრო ახლოს აყენებს, ვიდრე პრიმატებთან –ეს არის სქელი ცხიმოვანი ფენა და კანი, რომელიც მტკიცედ ეკვრის კუნთებს.

არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავება ადამიანისა და მაიმუნის ხმოვან შესაძლებლობებში. ჩვენი ხორხი პირთან შედარებით გაცილებით ქვემოთაა მოთავსებული, ვიდრე სხვა ნებისმიერი სახეობის პრიმატის. ეს ადამიანს უზრუნველყოფს განსაკუთრებული უნარით, რომ იმეტყველოს.

2. ტვინი


image
ადამიანის ტვინის მოცულობა 3-ჯერ უფრო დიდია მაიმუნის ტვინზე, რაც გვაძლევს გონებრივი შესაძლებლობების განვითარების საშუალებას. მაიმუნს ტვინში არა აქვს მეტყველების ცენტრი და ასოციაციის ზონები, ის რაც ადამიანს გააჩნია. ამის წყალობით გაგვიჩნდა არა მხოლოდ პირველი სასიგნალო სისტემა (პირობითი და უპირობო რეფლექსები), არამედ მეორეც, რომელიც პასუხისმგებელია მეტყველების ფორმებზე კომუნიკაციის დროს.


თუმცა, ამას წინათ ბრიტანელმა მეცნიერებმა ადამიანის ტვინში გაცილებით თვალსაჩინო დეტალი აღმოაჩინეს, ის რაც არ გააჩნია პრიმატს – თავის ტვინის ქერქის წინა ფრონტალური ნაწილში ე. წ. შუბლის გვერდითი პოლუსი, რომელიც პასუხისმგებელია სტრატეგიულ დაგეგმარებაზე, დავალებების დიფერენციაციაზე და გადაწყვეტილების მიღებაზე.

3. სმენა


image
ადამიანის სმენა გამოირჩევა განსაკუთრებული მგრძნობელობით ხმოვანი სიხშირის აღქმისას – ზოგადად შეიძლება შეიგრძნონ 20-დან 20 000-მდე სიხშირის მქონე ციკლი წამში (ან ჰერცი), თუმცა ეს დიაპაზონი მცირდება ადამიანის ასაკთან ერთად. მაგრამ ზოგიერთი სახეობის მაიმუნს სიხშირის გარჩევის უნარი აღემატება ადამიანისას. მაგალითად, ფილიპინელ გრძელტერფა მაიმუნებს შეუძლიათ გაიგონონ ხმები 90 000 ჰერცი სიხშირის.

მაიმუნებსაც შეუძლიათ აღიქვან სხვადასხვა სიმაღლის მთელი რიგი განმეორებადი ბგერები, მაგრამ თუ ამ ბგერებს რამდენიმე ტონით მაღლა ან დაბლა დავწევთ, მაშინ ცხოველებისთვის მელოდიური სურათი გაუგებარი დარჩება. ადამიანისთვის კი არავითარ სირთულეს არ წარმოადგენს ამოიცნოს ბგერების ერთნაირი თანამიმდევრობა სხვადასხვა ტონალობაში.

4. ბავშვობა


image
ახალდაბადებული ბავშვები უსუსურები და მშობლებზე სრულიად დამოკიდებულები არიან, მაშინ როდესაც მაიმუნის შვილებს ჩამოკიდების და ერთი ადგილიდან მეორეზე გადაადგილების უნარი გააჩნიათ. მაიმუნისაგან განსხვავებით ადამიანს გაცილებით მეტი დრო სჭირდება ფიზიკური განვითარებისთვის. მაგალითად, დედალი გორილა სქესობრივ სიმწიფეს 8 წლის ასაკში აღწევს, იმის გათვალისწინებით, რომ ფეხმძიმობის პერიოდი პრაქტიკულად ისეთივე ხანგრძლივობისაა, როგორც ქალის.

ახალდაბადებულ ბავშვებს უფრო სუსტად აქვთ განვითარებული ინსტინქტები, ვიდრე მაიმუნის შვილებს. ცხოვრებისეული ჩვევების უმეტესობას ადამიანი სწავლის პროცესში ეუფლება. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ადამიანი ყალიბდება თავის მსგავსებთან ურთიერთობის პროცესში, მაშინ როდესაც პატარა მაიმუნი ჩნდება უკვე არსებობისთვის წინასწარ განსაზღვრული ინსტიქტებით.

5. სექსუალურობა


image
თანდაყოლილი ინსტიქტების წყალობით მამრ მაიმუნს შეუძლია ამოიცნოს როდის აქვს მმდედრ მაიმუნს ოვულაცია. ადამიანს ამგვარი უნარი არ გააჩნია. თუმცა არსებობს უფრო არსებითი განსხვავება ადამიანსა და მაიმუნს შორის: ეს როდესაც ადამიანს უჩნდება მენოპაუზა. ცხოველთა სამყაროში გამონაკლისს შავი დელფინი წარმოადგენს.


ადამიანი და მაიმუნი განსხვავდებიან ასევე სქესობრივი ორგანოების აგებულებით. ქალიშვილობის აპკი არცერთ ადამიანის მსგავს მაიმუნს არ გააჩნია. არსებობს ასევე ერთი დამახასიათებელი განსაკუთრებულობა, რომელიც ეხება სექსუალურ ქცევას. სქესობრივი აქტი "პირის პირ, " რომელიც ადამიანებში ჩვეულებრივ მოვლენას წარმოადგენს, მაიმუნებისთვის მიუღებელია.


2
833
9-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
833
  
2016, 18 იანვარი, 13:45
მერე და ვინ გითხრათ რომ ადამიანი მაიმუნისაგან წარმოიქმნა?! მაიმუნისაგან კი არ წარმოიქმნა ადამიანს და მაიმუნს საერთო წინაპარი ყავდათო იმას ამბობენ,მაიმუნები ევოლუციის სხვა გზით წავიდნენ და ადამიანები სხავ გზითო. ან შავი და თეთრი კანი რა შუაშია აქ?! შავკანიანი ადამიანები არ არიან?! რაც შეეხება სიმაღლეს ეგ ჯიში იყო ეგეთი, გიგინტოპითეტზე ინფორმაცია ნახე.
2015, 27 ნოემბერი, 7:18
აბსოლიტურად ყველაფრით განსხვავდება!.. ღირსებით, სიყვარულის გრძნობით მოყვასისადმი, სინდისით, ზნეობით, გონიერებით ა.შ.
თუ ადამიანი მაიმუნისაგან წარმოიქმნა (შემთხვევით) ეგვიპტის პირამიდას მაიმუნები აგებდნენ? განა მაიმუნი 3-4 5-6 მეტრი სიმაღლის იზრდება? განა ძვლების არტეფაქტებით არ მტკიცდებაა, რომელიც დამალეს და დღემდე არ აჩენენ რომ ძველად ზოგი ადამიანი 8 მეტრი სიმაღლისაც იყო!
განა მაიმუნი თეთრია? განა შავისაგან თეთრი მიიღებაა? ჩემთვის კატეგორიულად დაგმობილია , შეურაცხყოფა როცა მაიმუნის წინაპრათ მაღიარებენ და არა ადამ-ევასი...
0 1 2