x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
როგორ აღმოჩდნენ ქართველი მუსლიმანები ISIS-ის მებრძოლთა შორის ?
image

პარიზის ტერაქტის შემდეგ მთელს მსოფილოში მთავარ თემად ტერორისტული დაჯგუფება "ISIS" იქცა, ვინ არიან მასში გაერთიანებული ადამიანები, რა მიზანი აქვთ და რატომ ხოცავენ უდანაშაულო ადამიანებს ალაჰის სახელით?

რა თქმა ეს დაჯგუფება დღეს და ხვალ არ შექმნილა და მსოფლიო ამის შესახებ ისედაც ინფორმილებული იყო. ჩდება კითხვა რა კეთდებოდა მათთან საბრძოლველად და რა ინფორმაციას ფლობდნენ ევროპის ქვეყნები "ისლამურ სახელმწიფოზე"?

ყველაზე მეტად კი ჩვენთვის საინტერესო ისაა, რამდენად გარკვეული იყო ამ საკითხში


საქართველოს ხელისუფლება?

გუშინ გავრცელებული ვიდეოს შემდეგ, სადაც ISIS-ის ქართველი წევრები საქართელოს ემუქრებიან, ცნობილი გახდა მათი ვინაობაც და გაირკვა რომ ამ პირების ქვეყნიდან გასვლაზე საქართველოს უშიშროება დიდი ხნის წინ იყო ინფორმირებული, უფრო მეტიც, ისიც ცნობილი იყო, რომ მათ ტერორისტულ დაჯგუფებასთან ჰქონდათ კავშირი.

რა ზომები იქნა მიღებული ამ ადამიანთა დასაკავებლად ან მოსაძებნად უცნობია, ცხადია, ამას ჩვენ ვერც გავიგებთ, თუმცა ერთერთი ქართველი მებრძოლის, მამუკა ანთაძის მამა მედიასთან საუბარში ამბობს, რომ მან თავად აცნობა უშიშროებას, როცა თურქეთში სამუშაოდ წაყვანილი შვილი გაეპარა.

„ბოლოს 25 აგვისტოს გადავედით ერთად, იქიდან გამეპარა. მე იმ დღესვე მოვბრუნდი უკან და ვაცნობე უშიშროებას. სპეცსამსახურებიდან დახმარებას ველოდი, მაგრამ ეტყობა თურქეთში აღარ იყო. დადებითი ინფორმაცია არაფერი მოუციათ. ასე მითხრეს უკვე ჩვენ ვეღარ დაგეხმარებით ახლაო. ჩვენი კომპეტენციიდან გასულია, ფარგლებიდან გასულიაო, “ - აცხადებს თამაზ ანთაძე.


image

ISIS-ის კიდევ ერთი ქართველი მებრძოლის ბადრი ირემაძის დედა "კურიერთან" საუბარში ამბობს, რომ მისი შვილი თურქეთში სამუშაოდ წავიდა, რის

შემდეგაც შეიტყო, რომ სირიაში გადასულა, მედია ირემაძე შვილის მიერ დატოვილ

წერილზე საუბრობს, სადაც წერდა, რომ თურქეთში სამუდამოდ მიდიოდა და

ემშვიდობებოდა.

"თვითონ ღიად ამბობდა, რომ მუსულმანურ ქვეყანაში უნდა ვიცხოვროო. არ ვიცი ვისთან ერთად წავიდა, რომ გადიოდა კარებში დამემშვიდობა და მერე ჭიშკართან მისული უკან დაბრუნდა და აღარ მომეწონა, მაგრამ მაინც იმედი მქონდა, რომ ცოტა მოშიშარია ვერ გარისკავდა. 2 წლის წინ ხასიათი შეიცვალა, რა წრეში მოხვდა არ ვიცი, მაგრამ რწმენა შეიცვალა, ჩვენ მუსულმანები კი გვქვია, მაგრამ ეგ ისეთ რწმენაში შევიდა, რომ თითქოს უნდა დაეხმაროს, “-აცხადებს, მედეა ირემაძე.


0
195
4-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
195
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0