x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ცნობილი მამაკაცები მზრუნველი მამების ამპლუაში

image
ფოტოები, რომლებზეც მამები თავიანთ პატარა შვილებთან ერთად არიან აღბეჭდილნი, განსაკუთრებულ ემოციებს იწვევს, მით უმეტეს, თუ ეს მამები ყველასათვის კარგად ცნობილი ადამიანები არიან. ეკრანიდან და სცენიდან მათ ყველა იცნობს, მაგრამ მზრუნველი მამების ამპლუაში უფრო ბუნებრივები და საინტერესონი არიან.

1. ჯასტინ ტიმბერლეიკი ვაჟიშვილთან, საილასთან ერთად.
image

"ეს ყველაზე გიჟური, საოცარი, შესანიშნავი, დაუჯერებელი რამაა, რაც კი ოდესმე შემმთხვევია, " - ამბობს ჯასტინ ტიმბერლეიკი საკუთარ პირმშოზე.

2. დევიდ ბეკჰემი ქალიშვილთან, ჰარპერთან ერთად.
image

ცნობილი ფეხბურთელი და სარეკლამო კამპანიების ვარსკვლავი, დევიდ ბეკჰემი ყოველთვის სამაგალითო მამა იყო. დევიდის სამი ვაჟი - ბრუკლინი, რომეო და კრუზი უკვე დიდები არიან, ჰარპერი კი მშობლებისთვის დიდი ხნის ნანატრი გოგოა. "ჩემი ნება რომ იყოს ჩავკეტავდი მას ყველაზე მაღალ კოშკში და ყველა მოსულ უფლისწულს განსაკუთრებული მონდომებით დავკითხავდი" - ამბობს ბეკჰემი.

3. ორლანდო ბლუმი ვაჟიშვილთან, ფლინთან ერთად.
image

მიუხედავად მირანდა კერისთან განქორწინებისა, ორლანდო ბლუმმა მასთან მეგობრული ურთიერთOბა შეინარჩუნა და დიდ დროს ატარებს ვაჟიშვილთან.

4. ჟერარ პიკე ვაჟიშვილებთან, მილანთან და საშასთან ერთად.
image

"ბარსელონას" მცველს მშვენიერმა შაკირამ უკვე ორი ვაჟი აჩუქა.

5. ბრედ პიტი ქალიშვილთან, შაილოსთან ერთად.
image

მრავალშვილიანი მამა (მას და ანჯელინა ჯოლის 6 შვილი ჰყავთ) ყოველთვის ცდილობს დიდი დრო გაატაროს შვილებთან: წაიყვანოს სკოლაში, მოუმზადოს საუზმე, იმოგზაუროს მათთან ერთად. მსახიობმა არაერთხელ განაცხადა, რომ შვილებს მის ცხვრებაში მთავარი ადგილი უჭირავთ.

6. მეთიუ მაკონაჰი ვაჟიშვილთან, ლევისთან ერთად.

image

მიუხედავად გადატვირთული გრაფიკისა და მსუბუქი მელოდრამებიდან დრამაზე და "ოსკარზე" უეცარი ნახტომისა, მეთიუ მაკონაჰი არასოდეს აკლებს ყურადღებას ოჯახს: ცოლს - კამილასა და სამ შვილს. თავად დაჰყავს პატარები საბავშვო ბაღში, ისვენებს მათთან ერთად ოკეანის ნაპირას და ასეირნებს.

7. ჯიმ კერი ქალიშვილთან, ჯეინთან ერთად.
image

ცნობილი კომიკოსი, ჯიმ კერი ყოველთვის ცდილობს სამაგალითო მამა იყოს თავისი ერთადერთი ქალიშვილისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ჯეინის დედასთან ურთიერთობა ვერ აეწყო. მოცემული ფოტო გადაღებულია 1991 წელს. დღეს კი, უკვე გაზრდილი ჯეინი მამას ხშირად ახლავს პრემიერებზე.

8. ბრიუს უილისი ქალიშვილთან, მეიბელ რეისთან ერთად.
image

ასაკი "კერკეტი კაკლისთვის" დაბრკოლება სულაც არ არის: მისი მეხუთე, ნაბოლარა გოგონა ქვეყანას მოევლინა როცა მამა 59 წლის იყო. სამი უფროსი გოგო უილისს დემი მურისგან ჰყავს, ორი უმცროსი ქალიშვილი კი მოდელ, ემა ჰემინგთან ქორწინებაში შეეძინა.

9. კრის ჰემსვორტი ქალიშვილთან, ინდია როუზთან ერთად.
image

Marvel Studios-ს ვარსკვლავი, კრის ჰემსვორტი სახლში თბილ და მზრუნველ მამად იქცევა. "მთავარი, რასაც შვილების გაჩენის შემდეგ მოვხვდი, არის ის, თუ როგორი შეიძლება იყოს ნამდვილი სიყვარული", - ამბობს მსახიობი.

10. კემ ჟიგანდე ქალიშვილთან, ევერლი რეისთან ერთად.
image

ამერიკელმა მსახიობმა კემ ჟიგანდე, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ცნობილ საგაში "ბინდი", საკმაოდ მყარი ოჯახური კერა შექმნა და დიდ დროს უთმობს შვილებს.



0
357
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
357
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0