x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
თურქმენული დასახლებების დაბომბვამ სირიაში რუსეთ-თურქეთის დაპირისპირება კიდევ უფრო გაამწვავა

ერდოღანი და პუტინირუსეთსა და თურქეთს შორის სირიასთან დაკავშირებით ახალი დაძაბულობის მიზეზი გახდა რუსული ავიაციის მიერ თურქმენული დასახლებების დაბომბვა. უკვე რამდენიმე დღეა სისხლიანი ბრძოლები მიმდინარეობს სირიის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე თურქმენებით დასახლებულ რეგიონებში. მიუხედავად თურქმენი მეომრებისა და სხვა ოპოზიციური შეიარაღებული დაჯგუფებების ძლიერი წინააღმდეგობისა, სირიის სამთავრობო ჯარებმა რუსული ავიაციის დახმარებით რამდენიმე თურქმენული სოფლის აღება მოახერხეს. თურქული საინფორმაციო სააგენტოს NTV-ს ინფორმაციით, თურქეთის საზღვართან უკვე 40 ათასი თურქმენი დევნილია თავმოყრილი.


როგორც მოსალოდნელი იყო, რუსეთის ავიაციის მიერ თურქმენული სოფლების დაბომბვას თურქეთის მკაცრი პროტესტი მოჰყვა. 20 ნოემბერს თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოძახებული იყო რუსეთის ელჩი, რომელსაც "მშვიდობიანი თურქმენი მოსახლეობის" წინააღმდეგ რუსული ავიაციის მოქმედებებთან დაკავშირებით ოფიციალური საჩივარი წარუდგინეს და საჰაერო ოპერაციების დაუყოვნებლივ შეწყვეტა მოთხოვეს. 22 ნოემბერს კი პრემიერ-მინისტრი აჰმეთ დავუთოღლუს მეთაურობით თურქეთის უშიშროეის საბჭოს სხდომა გაიმართა. ასევე ცნობილი გახდა, რომ თურქეთს თურქმენული დასახლებების დაბომბვის საკითხის, გაერო-ს უშიშროების საბჭოში განხილვა სურს.

სირიის თურქმენებით დასახლებულ რეგიონებს თურქეთისათვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს და უშუალოდ დაკავშირებულია თურქეთის უსაფრთხობის საკითხებთან. საექსპერტო-ანალიტიკურ წრეებში არსებული ერთ-ერთი მოსაზრების მიხედვით, თურქეთს კარგად ესმის, რომ რეგიონში მიმდინარე მოვლენები დამოუკიდებელი ქურთული სახელმწოს შექმნის მიმართულებით ვითარდება. თურქეთი ამ ტენდენციის არა მარტო პირდაპირი ჩარევით, არამედ ასევე სირიის დასავლეთში, ლათაკიაში თურქმენული სახელმწიფო წარმონაქმნის შექმნის საშუალებით აღკვეთას ცდილობს. როგორც ჩრდილოეთ კვიპროსის შემთხვევაში ხდება, ეს ახალი თურქულენოვანი სახელმწიფო ერთეულიც დაექვემდებარება თურქეთის კონტროლს და ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთში თურქეთის გავლენის გაზრდის შესაძლებლობას შექმნის. ძირითადი სამიზნე მაინც ქურთები არიან და თურქეთი ქურთული ავტონომიის შექმნის წინააღმდეგ “თურქმენულ ბანქოს” აათამაშებს.


შეგახსენებთ, თურქული მედიის მიერ უფრო ადრე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, თურქეთის სადაზვერვო ორგანიზაციის (MIT) ძალისხმევით სირიაში ჩამოყალიბდა ე.წ. "თურქმენული ჯარი", რომელიც 5000 ჯარისკაციდან შედგება. სავარაუდოდ, სწორედ ასეთი თურქმენული ჯარის არსებობა უქმნს დიდ პრობლემებს სირიის სამთავრობო ძალებს და სამხედრო ოპერაციებში რუსული ავიაციის მონაწილეობას განაპირობებს.


როგორც თურქული მედია იტყობინება, ოფიციალური ანაკარა თურქმენების წინააღმდეგ რუსული ავიაციის მიერ განხორციელებილი ოპერაციებისა და ამ მოვლენებთან დაკავშირებით საპასუხო მოქმედებების საკითხს ვაშინგტონსა და ლონდონთან განიხილავს.

0
612
შეფასება არ არის
ავტორი:რომან აზადოვი
რომან აზადოვი
612
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0