x
image
K.P.
"სულ მალე დადგება თქვენი თავების დაჭრის დროც"-ISIS-ის მუქარა ქართველ ხალხს და ცნობადების პასუხი
image
სულ ცოტა ხნის წინ სოციალური ქსელები ვიდეოჩანაწერმა დაიპყრო, რომელშიც ISIS-ის წარმომადგენლები ქართველ ხალხს მიმართავაენ. ვიდეოში სულ ოთხი პიროვნება ჩანს, აქედან ორი ქართველია და მსობლიურ ენაზე მეტყველებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დანარჩენი ორი პიროვნებაც საქართველოს მოქალაქეა.

მიმართვაში ერთ-ერთი პირი აცხადებს: "მინდა მივმართო საქართველოს ურწმუნოებს, რომლებიც ებრძვიან დიდი ხნის მანძილზე ისლამს, დიდი მონაწილეობა აქვთ მიღებული ისლამის საწინააღმდეგოდ. ეს იქნება ერაყში, ეს იქნება ავღანეთში, აუცილებლად თქვენი ყველა ნამოქმედარი უფრო შემაწუხებელი იქნება შემდგომში თქვენთვის. ყველა თქვენი ნამოქმედარისთვის განისჯებით, ღმერთის კანონით, ისე კი არა თქვენ რომ სჯით, ღმერთის კანონით...

შეგახსენებთ, რომ გონს მოეგოთ და შეეშვათ მუსლიმანების დევნას, აუცილებლად თქვენი ყველა ნამოქმედარისთვის პასუხს აგებთ, ყველა თქვენი მოქმედება, რომელსაც ისლამის წინააღმდეგ გამოიყენებთ, პასუხგაუცემელი არ დარჩება, ყველა ადამიანი აგებს პასუხს, დადგება სულ მალე ღმერთის წყალობით თქვენი თავების დაჭრის დროც, თქვენ თვლით, რომ ძალიან შორს ვართ საქართველოდან და ხალიფატი საქართველოში ვერ მოაღწევს, თუმცა მინდა შეგახსენოთ ის პერიოდი, როდესაც იყო საქართველოში ხალიფატი, იმ დროის ქართველები გაცილებით ვაჟკაცი ხალხი იყვნენ, ვიდრე დღეს საქართველოს მაცხოვრებელი ისლამის მტრები, რომელიც დღეს მართავს სახელმწიფოს და ებრძვის ისლამს და მუსლიმანებს, ძალიან მალე მოვალთ, ძალიან მალე, რომელიც თქვენთვის წარმოუდგენელი იქნება, ღმერთის კანონით განგსჯით და დაგსჯით!"

საზოგადოება დაზაფრული და დაშინებულია. მომხდარს ეხმაურებიან ცნობად სახეები. image


ნიკა გვარამია: "ტერორიზმის, როგორც დანაშაულის მიზანი, ტერაქტების მოწყობა კი არაა, მოსახლეობის მასობრივი დაშინება და ამ გზით მისი მართვაა. ტერაქტები მხოლოდ ამ მიზნის მიღწევის მთავარი ხერხია. ტერაქტების შემდეგ, შიშის გავრცელების მთავარი მეთოდი არის მუქარის შემცველი მიმართვების ფართოდ ტირაჟირება და მოსახლეობის დაზაფვრა. ნუ გახდებით თქვენდა უნებურად ტერორიზმის თანამონაწილე! ნუ შეუწყობთ ხელს ტერორისტებს მიზნის მიღწევაში! ნუ გაავრცელებთ მუქარის შემცველ მიმართვას! ნუ დაზაფრავთ მოსახლეობას!"image

ნანუკა ჟორჟოლიანი:"წავშალე ტერორისტების მიერ გავრცელებული ახალი ვიდეო. რამდენიმე მიზეზის გამო.

1. მსგავსი მიმართვების პროპაგანდა თესავს პანიკას, ეს კი მათ ინტერესშია მხოლოდ.

2. არსებობს ლეგიტიმური ეჭვი, რომ რუსების ინტერესში შედის შიშის დათესვა.

3. ვიდეოების გავრცელებით, ვთამაშობთ ტერორისტების თამაშის წესებით.

გირჩევთ გაითვალისწინოთ ეს ყველაფერი და ვიდეო არ გაავცელოთ. კარგია თუ შევთანხმდებით ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, რომ შემთხვევით ტერორისტების "თანამონაწილეები" არ გავხდეთ მათ გეგმებში."

0
1110
3-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
1110
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0