x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134531
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
ფოტოები ქეთა თოფურიას ბრენდის, KETIone-ის კოლექციიდან

image


რუსეთში მოღვაწე ქართველმა მომღერალმა, ქეთა თოფურიამ დაახლოებით წელიწად ნახევრის წინ მოსკოვში საკუთარი ბრენდ შოპი გახსნა, თუმცა მუსიკასთან ერთად ცოტა ხნით პაუზის აღება მოდური სფეროდანაც მოუწია, რადგან ორსულობის პერიოდში მომღერალი ქმართან ერთან საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდა. სწორედ ამიტომ, მომღერალმა და აწ უკვე დიზაინერმა, საზოგადოებას საკუარი სადებიუტო კოლექცია, ოფიციალური ბრენდი – “KETIone” მოსკოვში, “მანეჟში” გამართულ მერსედეს ბენცის მოდის კვირეულზე მხოლოდ ახლა წარუდგინა. ჩვენებას მისი მეუღლე, კოლეგები და მეგობრები ესწრებოდნენ. თავად ქეთამ კი ჩვენებამდე რამდენიმე დღით ადრე საკუთარ ხაზზე შემდეგი კომენტარი გააკეთა: “მოდის კვირეულში ვმონაწილეობ და ეს ყველაფერი ჩემი მეგობრების დამსახურებაა. თავდაპირველად, როდესაც მარკა KETIone ჩავიფიქრე, ჩვენებების მოწყობას არც ვგეგმავდი, რადგან არ მაქვს პრეტენზია, რომ პროფესიონალი დიზაინერი ვარ. მაგრამ მეგობრებმა გადამაფიქრებინეს. კოლექციის შთაგონების წყარო ლოს-ანჯელესი გახდა, ამიტომ ის უფრო ფერადია, ვიდრე წინა. ის სწორედ იმ სტილს გადმოსცემს, რომელიც მიყვარს და რომელსაც თავადაც ვხმარობ”.

ქეთას სამოსი დიდ მოწონებას იმსახურებს. განსაკუთრებით კი იმიტომ, რომ რუსულ შოუბიზში ქეთა ერთ-ერთ ყველაზე გემოვნებიან მუსიკოსად ითვლება. მისი მომხმარებელი მოსკოვში უკვე მრავლადაა. განსაკუთრებით რუსეთის ელიტარულ საზოგადოებაში.

გთავაზობთ ქეთა თოფურიას კოლექციას, რომლის შეფასებაც თქვენთვის მომინდია.imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage




0
385
4-ს მოსწონს
ავტორი:პერსეპოლისი
პერსეპოლისი
385
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0