x
image
natia.a
როგორ გავაშროთ წყალში ჩავარდნილი ტელეფონი - მარტივი ინსტრუქცია
image
ცხოვრებაში ყველაფერი ხდება და არაფრისგან ვართ დაზღვეულნი. რატომ უნდა ჩავარდს ტელეფონი წყალში? არადა რამდენს ჰქონია ასეთი, ერთი შეხედვით უაზრო, მაგრამ ხშირი შემთხვევა, რასაც საყვარელი აპარატის საბოლოო განადგურება მოჰქოლია. ზოგს ტელეფონი ხელსაბან ნიჟარაში უვარდება, ზოგს - ვანაში, ზოგს გარეცხვის დროს ტანსაცმლის ჯიბიდან ამოღება ავიწყდება, ზოგი კი შემთხვევით ჩაიში ან ყავაშიც კი აგდებს.


მაგრამ წყალში ჩავარდნა ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს აპარატის გაფუჭებას, ყოველთვის არის შესაძლებობა ტელეფონის "გაცოცხლება" სცადოთ. ამისათვის რამდენიმე მარტივი მოქმედების შესრულება იქნება საჭირო. ქვემოთ მოვიყვანთ დეტალურ ინსტრუქციას, როგორ უნდა მოვიქცეთ თუ ტელეფონი წყალში ჩაგვივარდა:


1. ამოიღეთ ტელეფონი წყლიდან რაც შეიძლება სწრაფად.

image


2. არ დააჭიროთ კლავიშებს, რადგან ამ გზით ტენი უფრო სწრაფად შეაღწევს მიკროსქემაში.


3. გახსენით ტელეფონი, ამოიღეთ აკუმულატორი, სიმ-ბარათი. რაც უფრო მეტი დეტალის მოხსნას შეძლებთ, მით უკეთესი, ოღონდ ისე, რომ არ დაზიანდეს.

image


4. მშრალი პირსახოცით ან სალფეტკით გაამშრალეთ სველი ნაწილები.

image

5. გასაშრობად შეგიძლიათ გამოიყენოთ მტვერსასრუტი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ ფენი!

image

6. ჩადეთ ტელეფონი ბრინჯით სავსე ჯამში. მშრალი ბრინჯი აპარატიდან ტენს იწოვს.

image

7. თუ ეკრანზე მაინც ჩანს წყლის წვეთები, შეგვიძლია სპირტი გამოვიყენოთ. ამისათვის დისპლეის კომპონენტები ერთმანეთს ოდნავ მოვაშოროთ და რამდენიმე წვეთი სპირტი ჩავასხათ. სპირტის ამ შემთხვევაში ორი უნიკალური თვისება აქვს: სწრაფად ორთქლდება და არ ატარებს დენს.

image

თუ ყველა ამ მითითებას შეასრულებთ, იმის შანსი, რომ ტელეფპნი ძველებურად იმუშავებს, საკმაოდ დიდია. თუ ორი დღე-ღამის მანძილზე ტელეფონი არ "გაცოცხლდა", შეგიძლიათ წაიღოთ ხელოსანთან.

0
840
7-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
840
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0