x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134512
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
პაატა ბურჭულაძე პოლიტიკაში ?
image

ბოლო დროს საკმაოდ აქტიურად საუბრობენ პაატა ბურჭულაძის პოლიტიკაში წასვლასთანდაკავშირებით, თუმცა თავად მას ამის შესახებ არანაირი განცხადება არ გაუკეთებია.

ერთ- ერთ ქართულ საიტზე მის შესახებ საკმაოდ მწვავე და ცოტა არ იყოს

დაუსაბუთებელი და კრიტიკით გაჯერებული სტატია წავიკითხე,


სადაც ავტორი ეჭვს გამოსთქვამდა, მის

კავშირზე სხვადასხვა პოლიტიკურ სუბიექტებთან. სტატიის ავტორი მას რუს ბანად მოიხსენიებს და დასძენს, რომ ბურჭულაძე ქველმოქმედებით დაგროვილი ფულის ჩადებას

პოლიტიკაში აპირებს, ავტორი მას პატარკაციშვილსა და ივანიშვილს ადარებს და

თვლის რომ ბურჭულაძის ქველმოქედება სხვა არაფერია თუ არა ამომრჩევლის ნდობის მოპოვების

მიზნით მოქმედება.

რამდენიმე ნაწყვეტი აღნიშნული სტატიიდან :

"პაატა ბურჭულაძის განცხადებით, მას შეხვედრა ჰქონდა ყოფილ პრემიერ ივანიშვილთან და თავისუფალი დემოკრატების ლიდერ ალასანიასთან.
ის ფაქტი რომ ოპერის მომღერალი კონსულტაციებს მართავს პოლიტიკოსთან და რუს ოლიგარქთან, უკვე მეტყველებს იმაზე, თუ რა სამომავლო ამბიციები და გეგმები აქვს ბურჭულაძეს, რომელმაც სავარაუდოდ, „ქველმოქმედებით შეგროვებული კაპიტალის“ პოლიტიკაში დაბანდება დაგეგმა.
თუმცა, საკითხავია, ვინ შეიძლება იდგეს ბურჭულაძის უკან, რომელსაც ტანში სიხარულის ჟრუანტელი უვლის, როცა რუს ბანად მოიხსენიებენ?"

სტატიაში მოყვანილი მოსაზრებები არგუმენტირებულად არაა დასაბუთებული,

მის ავტორს კი ეს ინფორმაცია საიდან აქვს გაურკვეველია, სიმართლე გითხრათ, ვერც

მე დავიწყებ მტკიცებას პრორუსულია თუ არა ბურჭულაძე, მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მის ქმედებებში ვერავითარ პრორუსულს ვერ ვხედავ.

სტატიის ავტორი თავის პოლიტიკურ პროგნოზებსაც აკეთებს, მისი აზრით თუ

ამომრჩეველი უარს იტყვის "ოლიგარქის ოცნებაზე", მაშინ ხელისუფლებაში მკვეთრად

დასავლური ძალები მოვლენ, მათ შორის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა".

"როგორც ჩანს, ახლა, რუსი ბანი მზადაა, ნდობის რესურსი, რომელიც ამომრჩეველთა შორის დააგროვა, უნამუსოდ გაფლანგოს და პოლიტიკაში გამოიყენოს, რაც ორჯერ უკვე ვნახეთ: პატარკაციშვილისა და ივანიშვილის შემთხვევაში."

წერს ავტორი.

0
113
2-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
113
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0