x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134413
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
"საბავშვო ევროვიზიაზე" საქართველოს წარუმატებელ გამოსვლას თამრიკო ჭოხონელიძე გამოეხმაურა- იქნება კარგად დავფიქრდეთ რატომ "არ გვიმართლებს"?!

image
მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე "საბავშვო ევროვიზიაზე" წარუმატებელ გამოსვლას სოციალური ქსელის "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ეხმიანება:

"გუშინ ვუყურე საბავშვო ევროვიზიის კონკურსს... იქ, სადაც საქართველო უნდა წარმოჩინდეს... მე ყოველთვის დიდი გულშემატკივრობით ვერთვები და ვისმენ... მიუხედავად იმისა, რომ უკვე მერამდენე კონკურსია ჩვენი ქვეყნისთვის ერთი-ორი, "მოძმე" ქვეყნის გარდა (ზრდილობისთვის გადმოგდებულ რამდენიმე დაბალ ქულას თუ არ ჩავთვლით), ხმები ვერავინ გაიმეტა... მე მაინც დიდი იმედით ვზივარ ხოლმე ტელევიზორთან... მაგრამ რა?! ამჯერადაც "არ გაგვიმართლა"(?!)... იქნება კარგად დავფიქრდეთ რატომ "არ გვიმართლებს"?! სხვათა შორის, მე მივმართავ არა იმ ცალკეულ ადამიანებს, ვისაც ასე ოსტატურად აქვს ხელში ჩაგდებული ეს საქმე (არ ვიცი როგორ ვთქვა, მოკლედ ევროვიზიის კონკურსზე ვინ გაუშვას და ვინ არა), არამედ ქვეყნის მესვეურთ, რადგან აქ სწორედ ქვეყნის ინტერესი და მისი პრესტიჟია მნიშვნელოვანი და არა ცალკეული ადამიანების( თუნდაც შეძლებული მშობლების და ა.შ.)
"ჭიის გახარება"! ვიცი წამოვა თავის მართლების ტალღა, ეს არაობიექტური, პოლიტიკური კონკურსია და ა.შ. შეიძლება, მაგრამ არც იმის მიჩქმალვაა საჭირო, რომ მაინც ხარისხი თავისას ამბობს! გუშინ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ამაში! კარგი იყო ის ბავშვი მალტადან თავისი ვოკალით, შესრულებით, თავად სიმღერით, (კომპოზიტორს ვგულისხმობ) არანჟირებით, ყველაფრით და იმიტომაც გაიმარჯვა! მერწმუნეთ, ასეთ დროს ხალხს არ აინტერესებს პოლიტიკა, რაც მოსწონს იმას აძლევს ხმას! ვინმეს არ ეგონოს რამე მავიწყდებოდეს, მახსოვს მარიამ რომელაშვილიც, "ბზიკებიც", მაგრამ მაინც მინდა ვთქვა: -დაე, დაერქვას ამას პოლიტიკური, დაე, ნუ მოგვცემენ ხმებს. ჩვენ ხომ უნდა ვიდგეთ იმ სიმაღლეზე, რომ სიმღერის ქვეყნიდან ჩასულმა კონკურსანტებმა ღირსეულად, ხარისხიანად აჩვენონ თავი! დროა ცოტა გამოფხიზლდნენ ქვეყნის ღირსებით დაინტერესებული ოფიციალური პირები და ასეთი კონკურსებისთვის უფრო კომპეტენტურად შეირჩნენ კონკურსანტები! ეს არ უნდა იყოს ერთი "ფაბრიკის" გამოშვება! ღვთის წყალობით საქართველოში ბევრი ნიჭიერი ბავშვია! ამიტომ გამოფხიზლდით(!!!) და შემდეგი კონკურსისთვის უფრო კომპეტენტური, უფრო მასშტაბური მოსმენა მოაწყვეთ მთელი საქართველოს მასშტაბით (რადგან ნიჭიერი ბავშვები მარტო თბილისში არ არიან!) და ნახავთ თურმე რა რესურსი გაგვაჩნია! კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ამით ყველა უნდა ვიყოთ დაინტერესებული! ეს ჩვენი ქვეყნის ინტერესია პირველ რიგში!!!"

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის საბავშვო ევროვიზიაზე საქართველო კვარტეტმა "The Virus"-მა წარადგინა, სიმღერით "გაბედე" და მე-10 პოზიცია დაიკავა.image

0
784
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
784
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0