x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134390
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
ბიზნესის გზამკვლევი
ნებისმიერი სახის ბიზნესის დასაწყებად, საქართველოში საჭიროა გარკვეული ბიუროკრატიული პროცედურების გავლა.ამ სტატიით მე შევეცდები ზოგადად და ძალიან მარტივად აგიხსნათ ბიზნესის რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურები და მოკლედ დავარქმევ ბიზნესის გზამკვლევს.

იმისათვის, რომ დაარეგისტრიროთ ბიზნესი, მნიშვნელოვანია განსაზღვროთ მეწარმე-სუბიექტის ფორმა, რომელიც სხვადასხვაგვარია და ერთმანეთისგან განსხვავდება თავისი შინაარსით, ვალდებულებებითა და პასუხისმგებლობებით.

მეწარმე სუბიექტის რეგისტრაცია სავალდებულოა და მას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო;რეგისტრაციის შემდეგ სავალდებულოა ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომლის მიღება შესაძლებელია სააგენტოს ვებ-გვერდიდანაც.

არსებობს მეწარმე სუბიექტების სხვადასხვა ფორმა.ყველაზე გავრცელებულია ი/მ და შპს


ინდივიდუალური საწარმო არის ერთი პირის (ან ოჯახის) მფლობელობაში არსებული საწარმო.ასეთ საწარმოში შესაძლებელია სხვა პირებიც იყვნენ დასაქმებულები.

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს) იურიდიული პირია. მისი წევრები
საზოგადოების მიერ აღებულ ვალდებულებებზე პასუხს აგებენ მხოლოდ საზოგადოების
კაპიტალში თავიანთი შენატანის ფარგლებში, ხოლო თავად საზოგადოება მესამე პირების წინაშე პასუხს აგებს მთელი თავისი ქონებით. შპს ეს არის ერთი ან რამდენიმე პირის მიერ დაფუძნებული კომერციული ორგანიზაცია, რომელსაც აქვს საწესდებო კაპიტალი. მცირე სასტარტო კაპიტალითაც შესაძლებელია ბიზნეს-საქმიანობის დაწყება


ი/მ შემთხვევაში ნაკლოვანებად ჩაითვლება რომ:მფლობელს სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიზნეს-ვალებზე, ბიზნესში ყველა დეტალს თავად მართავს, რაც არ არის
მარტივი და შესაძლოა წარმოიშვას პრობლემები, მოითხოვს დიდ დროსა და ენერგიას, მეწარმემუდმივად კონცენტრირებულია ბიზნესზე.რაც შეეხება შპს -ს ამ შემთხვევაში ფორმირებისა და ფუნქციონირების ხარჯები უფრო მეტია, ვიდრე „ინდმეწარმის” შემთხვევაში, წილის გასხვისება (გაყიდვა) უფრო რთული და ხარჯიანია.

საწარმოს რეგისტრაციისას უნდა მივმართოთ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და წარვადგინოთ შესაბამისი დოკუმენტები.როგორიცაა ი/მეწარმის შემთხვევაში განცხადება, პირადობის მოწმობა და ინფორმაცია საწარმოს შესახებ.შპს -ს, სს-ს ანდა კომანდიტური საზოგადოების შემთხვევაში საჭიროა საწარმოს წესდება, განცხადება და წევრების პირადობის მოწმობა.წესდების ნიმუში შესაძლებელია მოვიძიოთ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ვებ გვერდზე . საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში შესაძლებელია ასევე საწარმოს ანგარიშის გახსნა სხვადასხვა კომერციულ ბანკში.ასევე შეგვიძლია ვისარგებლოთ დაჩქარებული მომსახურების წესით და 1 სამუშაო დღეში დავარეგისტრიროთ ჩვენი ბიზნესი.

ამონაწერის მიღების შემდეგ აუცილებელია საწარმომ გაიაროს გადასახადის გადამხდელად რეგისტრაცია.რეგისტრაციისთვის უნდა მივმართოთ სსიპ შემოსავლების სამსახურის ნებისმიერ სერვის ცენტრს.სერვის ცენტრში უნდა წარვადგინოთ განცხადება და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.რეგისტრაციის შემდეგ გადმოგეცემათ მომხმარებელი პაროლი რითაც ისარგებელთ შემდეგ შემოსავლების სამსახურის ვებ გვერდზე სისტემაში შესასვლელად.

შემოსავლების სამსახურის ნებისმერ სერვის ცენტრში შეგიძლიათ მიიღოთ ე.წ მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსი.მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე
პირებზე ვრცელდება სპეციალური - შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმები. მიკრო
ბიზნესი არ იბეგრება საშემოსავლო გადასახადით, ხოლო მცირე ბიზნესი სარგებლობს დაბეგვრის შეღავათიანი რეჟიმით.

რა არის მიკრო ბიზნესი -მიკრო ბიზნესის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს
ფიზიკურ პირს, რომელიც დამოუკიდებლად ეწევაეკონომიკურ საქმიანობას და მის მიერ მისაღები ჯამური ერთობლივი შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 30 000 ლარს.

რა არის მცირე ბიზნესი -მცირე ბიზნესის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს მეწარმე
ფიზიკურ პირს, რომლის მიერ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული ერთობლივი შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 100 000 ლარს.

ამავე დროს უნდა გავითვალისწინოთ რომ სტატუსისთვის აკრძალული საქმინაობის განხორციელებისას ავტომატურად წყდება სტატუსი.

მიკრო/მცირე ბიზნესი სტატუსის მქონე პირები საანგარიშგებო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე წარადგენენ საშემოსავლო გადასახადის გამარტივებულ დეკლარაციას.

image





0
232
2-ს მოსწონს
ავტორი:ხატია87
ხატია87
232
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0