x
ჩინეთიდან 125 მილიარდის არალეგალურად გატანის ბრალდებით ასეულობით ადამიანი დააკავეს

imageპოლიციამ რამდენიმე ასეული ადამიანი დააკავა, რომლებიც ჩინეთიდან 125 მილიარდი დოლარის არალეგალურად გატანაში არიან ეჭვმიტანილი.
როგორც Financial Times-ი წერს, პოლიციამ 2015 წლის აპრილიდან მოყოლებული ფულის გათეთრებისა და ქვეყნიდან გატანის 170 შემთხვევა გამოავლინა.
როგორც ჩინური პრესა წერს, ამ ფაქტმა სერიოზული პრობლემები შეუქმნა ადგილობრივ ფინანსურ ბაზარს და კაპიტალს.
კაპიტალის ყველაზე მსხვილი გადინება, დაახლოებით 410 მილიარდი იუანის, ჰონკონგში დაფიქსირდა. ჩინეთის ეროვნულმა ბანკმა ჩინეთის ეროვნული ვალუტის, იუანის გასამყარებლად მასშტაბური ინტერვენცია განახორციელა. იუანის კურსის დევალვაციის შემდეგ ჩინეთის ხელისუფლებამ იატაკქვეშა ბანკირების წინააღმდეგ აქტიური კომპანია წამოიწყო.

2
630
4-ს მოსწონს
ავტორი:უჩა
უჩა
630
  
2015, 24 ნოემბერი, 20:31
მე ნახევარზეც თანახმა ვარ :)))))))
2015, 22 ნოემბერი, 17:52
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2