x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
§ 10. კაინოზოური ერა. თავი II - დედამიწის ასაკი და განვითარების ისტორია. ზოგადი გეოგრაფია. დამხმარე სახელმძღვანელო აბიტურიენტებისთვის

კაინოზოური ერა

კაინოზოური ერა (65 მლნ. წ. – დღემდე) ახალი ეტაპი არის დედამიწის ისტორიაში. უკანასკნელი 65 მილიონი წლის მანძილზე, განვითარდა გეოლოგიური პროცესების ახალი ციკლი, შეიცვალა და გართულდა დედამიწის ქერქის სტრუქტურა, შეიქმნა ახალი ფიზიკურ-გეოგრაფიული გარემო, ჩამოყალიბდა ახალი ორგანული სამყარო, რომელშიც წამყვანი როლი ძუძუმწოვრებს მიენიჭათ. გაჩნდა ადამიანი.

კაინოზოური ერა იყოფა სამ პერიოდად. ესენია:

I. პალეოგენი (65 – 25 მილ. წწ.);

II. ნეოგენი (25 – 2 მლნ. წწ.)

III. ანთროპოგენი (2 მლნ-წლიდან – დღემდე);

კაინოზოური ერაპალეოგენი. ამ პერიოდის დასაწყისში, ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, ბერინგის სრუტის

მიდამოებში, ერთმანეთთან შეერთებული, ორი მატერიკი იყო, ხოლო სამხრეთ ნახევარსფეროში – რამდენიმე, ყოფილი გონდვანას ნაწილები: აფრიკა, ინდოსტანი, სამხ. ამერიკა და ავსტრალია, რომელიც ანტარქტიდას პალეოგენის II ნახევარში გამოეყო. ჩამოთვლილ მატერიკებს შორის, უკვე არსებობდა თანამედროვე ოკეანეები, ხოლო ჩრდილო და სამხრეთ მატერიკებს შორის იყო თეტისის ზღვა.

პალეოგენური პერიოდის დასაწყისში ჰავა თბილი იყო, შემდეგ აცივდა და ტემპერატურა 27 -დან 7 გრადუსამდე დაეცაა. სამხ. პოლუსის მიდამოები ყინულმა დაფარა. 38 მლნ. წლის წინ, პირველი აისბერგები გაჩნდა და ყინულში მოხდა ოკეანის წყლის გარკვეული რაოდენობის აკუმულირება. ამის გამო, შემცირდა მსოფლიო ოკეანის დონე და თეტისის ადგილზე, ხმელთაშუა, შავი და კასპიის ზღვები გაჩნდა.

რამდენიმე წლიანი ზამთრის შემდეგკაინოზოური ერა, მზემ ისევ გამოანათა და დედამიწაზე ძუძუმწოვრების და ფრინველების ბატონობის ხანა დადგა. დინოზავრების გაქრობის შემდეგ, მათ სწრაფად დაიწყეს ზომაში ზრდა. კაინოზოური ერის ბოლოს, 10 სმ-ის სიგრძის ცხოველები, 10 მილ. წლის შემდეგ, სპილოს ხელები გახდნენ. მაგრამ, მათზე სწრაფად, ფრინველები განვითარდნენ, რომლებმაც ტირანოზავრების ადგილი დაიკავეს. იმ პერიოდში, ყველაზე სახიფათო მტაცებლები, სწორედ, ფრინველები: დიატრიმანები და მასტორნისები იყვნენ. მათი სიმაღლე 2-3 მეტრს აღწევდა და 100 კგ-მდე იწონიდნენ.

ამავე პერიოდის მტაცებლებს შორის, აღსანიშნავია ნიანგებიც, რომლებიც დინოზავრებისგან განსხვავებით, მეტეორიტსაც გადაურჩნენ და მისგან მომდინარე პრობლემებსაც გაართვეს თავი. ასე, რომ, ნიანგები, ტარაკანებთან ერთად, ყველაზე ხანგრძლივი დროის მანძილზე ცხოვრობენ დედამიწაზე.

კაინოზოური ერამოგვიანებით, გიგანტურ ზომებს ძუძუმწოვრებიც მიაღწიეს. მათ შორის, აღსანიშნავია ინდრიკოტერი, რომლის სიმაღლე 8 მეტრს აღწევდა და 20 ტონამდე იწონიდა.

გიგანტური ცხოველების გარდა, გამრავლდნენ შედარებით პატარა ზომის მტაცებლები, ჩლიქოსნები, მღრნელები და ლემურები.

50 მილიონი წლის წინ, იმის გამო, რომ ჰაერის ტემპერატურამ დაიწია, ძუძუმწოვრებლების ერთი ნაწილი, წყალში გადავიდა საცხოვრებლად. ამით
კაინოზოური ერაწყლის ძუძუმწოვრების (ვეშაპების, სელაპების, დელფინების....) განვითარებას დაედო საფუძველი.

ზღვის მტაცებელი რეპტილიები ზვიგენებმა ჩაანაცვლეს.

40 მლნ. წლის წინ. ავსტრალია გამოეყო ანტარქტიდას და მისმა ფლორამ და ფაუნამ დამოუკიდებლად გააგრძელა განვითარება.

ამავე პერიოდში, იზოლირებული იყო სამხრეთი ამერიკაც. ის ჩრდილოეთ ამერიკას 8 მლნ. წლის წინ შეუერთდა.
იზოლირებულ კონტინენტებზე, ძირითადად, ჩანთოსანი ცხოველები ბინადრობდნენ, ხოლო ავსტრალიაში და ახალ ზელანდიაზე, გიგანტური ფრინველებიც იყვნენ, რომელთა სიმაღლე 3, 5 მეტრს აღწევდა. იმ დროს, ამ კონტინენტებზე, მობინადრე ფრინველებიდან, ერთადერთი დიდი ფრინველი, რომელსაც ფრენა შეეძლო, დღევანდელი კონდორის წინაპარი იყო. მისი გაშლილი ფრდების სიგრძე 9 მეტრს აღწევდა.კაინოზოური ერა

პალეოგენი იყო მწერების აყვავების ხანაც.

27 მილინი წლის წინ, გაჩნდნენ პრიმატები, ხოლო 25 მილიონი წლის წინ, ფაქტიურად, დასრულდა ფაუნის თანამედროვე ჯგუფების ჩამოყალიბების პროცესი.

ნეოგენი. ამ პერიოდში გრძელდებოდა კონტინენტების დრეიფი და მათი შეჯახებების ადგილებზე ყალიბდებოდა

მთათა სისტემები. ასე მაგ., აფრიკის ევრაზიასთან შეჯახების შედეგად, შეიქმნა ალპები, ხოლო ინდოსტანის ევრაზიასთან შეჯახების შედეგად – ჰიმალაი. ამავე პერიოდში მოხდა ანდების მთათასისტემის ფორმირება.

8 მილიონი წლის წინ, გაერთინდა ჩრდილო და სამხრეთ ამერიკის კონტინენტები, ხოლო ავსტრალია იზოლირებული დარჩა დანარჩენი სამყაროსგან.

ნეოგენის ბოლოს, დედამიწამ თითქმის ამჟამინდელი სახე მიიღო. გამოიკვეთა თანამედროვე კლიმატის ზოგიერთი მახასიათებელი. კლიმატის ცვლილებამ, ცვლილებები შეიტანა ბიოსფეროშიც. შემცირდა ტყის და გაიზარდა სტეპის ფართობი, რამაც თავის მხრივ, შეცვალა ცხოველთა სამყარო. გაქრნენ დიდი ზომის ცხოველები, რომლებიც, ძირითადად, ხის რბილი ფოთლებით იკვებებოდნენ. ფოთლებთან შედარებით, ბალახი უფრო მაგარი და რთული გადასამუშავებელი იყო, რისთვისაც მზად არ იყო ამ ცხოველების კბილები და მომნელებელი სისტემა. გიგანტური ცხოველების გაქრობამ, დიდი ზომის მტაცებლების გაქრობა გამოიწვია და მათი ადგილი დღევანდელი ცხოველების წინაპრებმა დაიკავეს. გაჩნდნენ პატარა ზომის მტაცებლები, ხორთუმიანები და სხვადასხვა სახის პრიმატები.
 კაინოზოური ერაანთროპოგენი. ეს პერიოდი, დაახლოებით, 2 მლნ. წლის წინ დაიწყო და დღემდე გრძელდება. ის დედამიწაზე გამყინვარების პერიოდის დაწყებას ემთხვევა.

გამყინვარების პერიოდი არის ტემპერატურების მკვეთრი ცვლილებების პერიოდების ერთობლიობა. ყოველი გამყინვარების შემდეგ, გამყინვარებათაშორისი, თბილი, პერიოდი დგება. უკანასკნელი 800 000 წლის მანძილზე, 8 სხვადასხვა დონის გამყინვარება იყო. გამყინვარების უკანასკნელი ფაზა 80 000 წლის წინ დაიწყო და 10 000 წლის წინ დასრულდა. ჩვენ, ამჟამად, გამყინვარებათაშორის პერიოდში ვცხოვრობთ, რომელიც 2 000 წლის შემდეგ დასრულდება, რადგან თბილი პერიოდი 12 ათას წელზე მეტ ხანს არასოდეს ყოფილა.

გამყინვარების დროს, პოლუსების ყინულოვანი საფარი ფართოვდებოდა და ზომიერ სარტყელში მოთავსებულ ტერიტორიებს ფარავდა. ზღვის დონე 100-120 მეტრით უკან იხევდა, კონტინენტების სანაპიროები იყინებოდა და სრუტეებით გაყოფილი ორი კონტინენტი ერთიანდებოდა.

კაინოზოური ერაგამყინვარების დაწყებასთან ერთად, ცხოველების დიდი ნაწილი დაიღუპა. ნაწილი სამხრეთში, შედარებით თბილ რეგიონებში გადავიდა, ხოლო ნაწილი - სიცივეს შეეგუა და სქელი ბეწვის საფარი გამოიმუშავა. ასე გაჩნდნენ მამონტები, ბეწვიანი მარტორქები და პოლარული ცხოველები (დათვი, ირემი, მგელი და ა. შ.). გამყინვარების დასრულების შემდეგ, იწყებოდა ცხოველების მიგრაცია: სიცივის მოყვარული ცხოველები პოლუსებისკე მიდიოდნენ, ხოლო სითბოს მოყვარულები – განსახლების არეალებს აფართოვებდნენ.

 კაინოზოური ერაგამყინვარების პერიოდს უკავშირებენ ანთროპოლაგები ადამიანის მსგავსი მაიმუნებისგან ადამიანის ევოლუციას.
 კაინოზოური ერახანგრძლივი დროის მანძილზე, მეცნიერებს ავსტრალოპითეკი მიაჩნდათ ჩვენს წინაპრად. მაგრამ, ბოლო დროს, ეთიოპიაში, აღმოჩელილმა ადამიანის ყბის ნაწილებმა, რომლებიც 3, 5 - 3, 3 მილიონი წლით არის დათარიიღებული, ყველაფერი თავდაყირა დააყენა. აღმოჩნდა, რომ ავსტრალოპითეკთან ერთად, გვერდი-გვერდ ცხოვრობდნენ ადამიანები, რომლებსაც ჩვენნაირი კბილები ჰქონდათ.
 კაინოზოური ერაამ აღმოჩენის შემდეგ, უკვე ძნელია იმის გარკვევა, ადამიანის მსგავსი მაიმუნის ევოლუციით გაჩნდა დღევანდელი ადამიანი, თუ ადამიანის გენის მუტაციის შედეგად გაჩნდნენ ადამიანის მსგავსი მაიმუნები (შიმპანზე, გორილა, გიბონი, ორანგუტანგი).
ანთროპოლოგების მტკიცებით, ჩვენ და მათ, ერთი საერთო წინაპარი გვყავს.

კაინოზოური ერა


§ 1. მზის სისტემა. თავი I - სამყარო და დედამიწა.
http://intermedia.ge/სტატია/66851-მზის-სისტემა-თავი-I-სამყარო-და-დედამიწა-ზოგადი-გეოგრაფია-დამხმარე-სახე/108/

§ 2. მზე და მზის სისტემის ასაკი. თავი I - სამყარო და დედამიწა.
http://intermedia.ge/სტატია/66946-§-2-მზე-და-მზის-სისტემის-ასაკი-თავი-I-სამყარო-და-დედამიწა-ზოგადი-გეოგრ/108/

§ 3. მზის მოძრაობა და მისი ადგილი გალაქტიკაში. თავი I - სამყარო და დედამიწა.
http://intermedia.ge/სტატია/67220-§-3-მზის-მოძრაობა-და-მისი-ადგილი-გალაქტიკაში-თავი-I-სამყარო-და-დედამიწ/108/

§ 4. გეოლოგიური დრო და გეოქრონოლოგიური ცხრილი. თავი II - დედამიწის ასაკი და განვითარების ისტორია.
http://intermedia.ge/სტატია/67485-§-4-გეოლოგიური-დრო-და-გეოქრონოლოგიური-ცხრილი-თავი-II-დედამიწის-ასაკი-დ/88/

§ 5. კატარქაული ერა. თავი II - დედამიწის ასაკი და განვითარების ისტორია.
http://intermedia.ge/სტატია/68018-§-5-კატარქაული-ერა-თავი-II-დედამიწის-ასაკი-და-განვითარების-ისტორია-ზოგ/88/

§ 6. არქაული ერა. თავი II - დედამიწის ასაკი და განვითარების ისტორია.
http://intermedia.ge/სტატია/68019-§-6-არქაული-ერა-თავი-II-დედამიწის-ასაკი-და-განვითარების-ისტორია-ზოგადი/88/

§ 7. პროტეროზოური ერა. თავი II - დედამიწის ასაკი და განვითარების ისტორია.
http://intermedia.ge/სტატია/68028-§-7-პროტეროზოური-ერა-თავი-II-დედამიწის-ასაკი-და-განვითარების-ისტორია-ზ/88/

§ 8. პალეოზოური ერა. თავი II - დედამიწის ასაკი და განვითარების ისტორია.
http://intermedia.ge/სტატია/68026-§-8-პალეოზოური-ერა-თავი-II-დედამიწის-ასაკი-და-განვითარების-ისტორია-ზოგ/88/

§ 9. მეზოზოური ერა. თავი II - დედამიწის ასაკი და განვითარების ისტორია.

http://intermedia.ge/სტატია/68043-§-9-მეზოზოური-ერა-თავი-II-დედამიწის-ასაკი-და-განვითარების-ისტორია-ზოგა/88/




1
468
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
468
  
2018, 3 მარტი, 3:10
და მე რა მაინტერესებს იცით? ყოველივე ამის მერე რა ნამუსით იძახიან კრეაციონისტები და ბიბლიისტები სამყარო 6000 წლისააო? :დდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდ
0 1 1