x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
რა ბედი ეწია "საქართველოს ბანკიდან" მოპარულ 10 მილიონამდე ლარს

imageრამდენიმე დღეში ერთი თვე გავა მას შემდეგ, რაც „საქართველოს ბანკიდან“ თითქმის 10 მილიონი, უფრო კონკრეტულად კი 9 197 771 ლარი მოიპარეს, თუმცა, ამ ფაქტს ხმაური არ მოჰყოლია. ეს ყველაფერი 2015 წლის
24 ოქტომბერს მოხდა, როდესაც თავისუფლების მოედანზე „რუსთავი 2“-ის კონცერტი მიმდინარეობდა.
წინასწარი შეთანხმებით, საქართველოს მოქალაქეებმა პუშკინის ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ საცავიდან აღნიშნული თანხა გაიტაცეს და მიიმალნენ. თავდაპირველად ეს ამბავი ჭორად
ჩათვალეს, მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მოგვიანებით „საქართველოს ბანკის“ განცხადებით აღნიშნული ფაქტი დადასტურდა. მალევე გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მძარცველებმა საქართველოს ტერიტორია გადაკვეთეს და მათი დაჭერა უკვე შეუძლებელი იყო, მაგრამ ეს მხოლოდ მძაფრსიუჟეტიანი ფილმების მოყვარულთა ფანტაზიის ნაყოფი აღმოჩნდა, რადგან მსგავსი ქმედების ჩადენა სხვადასხვა სირთულეებთან არის დაკავშირებული, რაც უბრალო მოქალაქისათვის მარტივად გადასალახი არ არის. საბოლოოდ, გამოძიებამ დაადგინა, რომ ამჟამად ძებნაში მყოფი, 1977 წელს დაბადებული ილია გელაშვილი მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს, თბილისში, პუშკინის ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ საცავიდან 9 197 771 ლარს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა. გამოძიებით დადგინდა, რომ ნაქურდალი ფული თამარ კ-მ და მალხაზ ბ-მ წინასწარი შეთანხმების თანახმად გადამალეს. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების შედეგად, თამარ კ. და მალხაზ ბ. თბილისში დააკავეს. დაკავებულების საცხოვრებელი ბინისა და სარდაფის ჩხრეკისას მოპარული თანხის ძირითადი ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს. ილია გელაშვილის დასაკავებლად კი
ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები კვლავ მიმდინარეობს.




0
784
5-ს მოსწონს
ავტორი:პერსეპოლისი
პერსეპოლისი
784
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0