x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
როცა ვამბობდი დევნილებად შენიღბული ტერორისტების შესვლას ევროპამ ხელი უნდა შეუშალოს მეთქი ბევრს სასაცილოდ არ ეყო.

image სირიაში, ერაყსა თუ ავღანეთში მოქმედმა ტერორისტულმა ორგანიზაციებმა ტაქტიკა შეცვალეს და ევროპაში "დესანტი გადასხეს".
"ისლამური ხალიფატის" მესვეურებმა დევნილებად შენიღბული ტერორისტები (საუბარი ბუნებრივია თითოეულ დევნილს არ ეხება) მასიურად შეუსიეს ევროპას, ევროპამაც დემოკრატიის პრინციპებს არ უღალატა და ევროპისათვის პოტენციურ ადამიანებს თავშესაფარი მისცა რაც სამწუხაროდ საფრანგეთს ბუმერანგივით დაუბრუნდა ტერაქტების სახით.
მე ვთვლიდი და ვთვლი, რომ ევროპას თავშესაფარი უნდა მიეცა ქალებისათვის, ბავშვებისათვის და ასაკოვანი ან ავადმყოფი ადამიანებისათვის და არამცდაარამც არ უნდა მიეღო ბრძოლისუნარიანი მამაკაცები ასეთი რაოდენობით.
მე სტატიის სახით საფრანგეთში მომხდარ ტერაქტებამდე დიდი ხნით ადრე შემოგთავაზეთ კომპეტენტური წყაროების მიერ გასაჯაროებული ფოტოსურათები, სადაც ევროპაში გადაბარგებული და კარგად მოკალათებული, ტერორისტული ორგანიზაციების საველე მეთაურები და მებრძოლები არიან ამოცნობილი.
ამ სტატიის სურათზეც ერთერთი მათგანია აღბეჭდილი, ევროპაში "დესანტირებული" ტერორისტული ორგანიზაციის საველე მეთაურს სურათი არც მეტი და არც ნაკლები ევროპის ერთერთი ქვეყნის პოლიციელთან აქვს გადაღებული.
ტერაქტების საფრთხე ყოველ დღე იზრდება, იმედია ქართული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და კონტრდაზვერვა სათანადო ყურადღებას უთმობს აღნიშნული რეგიონებიდან შემოსულ ადამიანებს.
სტატია არ ემსახურება პანიკის გავრცელებას, არამედ თითოეულ საქართველოს მოქალაქეს მოვუწოდებ მეტი სიფრთხილით და ყურადღებით მოეკიდონ საეჭვო ადამიანებს და მათ მიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედების დანახვისთანავე დაუკავშირდნენ სამართალდამცველებს, რათა დროულად მოხდეს რეაგირება.

5
703
15-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
703
  
2015, 22 ნოემბერი, 20:05
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2015, 21 ნოემბერი, 11:22
სწორი მოსაზრებაა მართალია არ უნდა შეეშვათ ყველა.
2015, 21 ნოემბერი, 0:26
შეცდომაა გაპარული და მკითხველს ბოდიშს ვუხდი, უნდა იყოს-ევროპისათვის პოტენციურად საშიშ ადამიანებს
2015, 20 ნოემბერი, 23:57
მადლობა
2015, 20 ნოემბერი, 23:48
გავაზიარე
0 1 5