x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134344
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
გლდანის პატიმრის დღიური 29-30 ივნისი

imageგათენდა, ისევ ჩხრეკაა, ნეტავ რას ეძებენ ამ კამერებში, სირბილით გავედით აბანოში,

ჩაიხადეთ და ჩაიცუცქეთ, დაიძახა ოფიცერმა,

დავემორჩილეთ, სხვა რა გზაა. ახლა ნასკები გაიხადეთ და ამოატრიალეთ, მოისმა ახალი ბრძანება. გაჯ...თ კამერაში. შევედით და დავიწყეთ დალაგება. კამერა ბრძოლის ველს ჰგავს.

ხვალ არადა ზეგ კიდევ მომაკითხავს ადვოკატი. მეტყვის რა არის სიახლე. წუხელ სიზმარში ვნახე სოფოს მანქანაში ვისხედით მე შოთიკო და სოფო და თელავის ქუჩებში დავდიოდით. მანქანა თითქოს ნაავარიალი და მოფახფახებული, იყო. ვიცი ჩემებთან ხშირად იქნებიან და ქეთინოს არ მიატოვებენ, ჩვენ ხომ ასე ვიცით. ყოველთვის ერთად ვართ, მითუმეტეს გაჭირვებაში. საკანში პოლიტიკური პოლემიკა გაიმართა, ზოგი ბურჯანაძეს ადანაშაულებს, 26 მაისს მომხდარში, ზოგი სააკაშვილს. თუმცა ყველა თანხმდება, რომ ერთიანობას ოქრუაშვილ- კიწმარიშვილ - გაჩეჩილაძის განხეთქილებამ, შეუშალა ხელი. მე ჩუმად ვარ მხოლოდ ვისმენ მათ მოსაზრებებს მაინტერესებს რას ფიქრობენ ადამიანები. მე ერთ რამეს მივხვდი. ხალხი მხოლოდ ბრმა იარაღად გამოიყენეს ამ შემთხვევაში. 2007 წლიდან ყველა დიდ შეკრებაზე და მანიფესტაციაზე ვარ ნამყოფი. ჩვენ რამოდენიმეჯერ გვქონდა გამარჯვების შანსი, გამარჯვებისა ოცდამეერთე საუკუნის ფაშიზმზე, გამარჯვებისა, თვით ლუციფერის მოადგილეზე, გამარჯვებისა ცრემლად და მოსიარულე ბანერად ქცეულ 5-ოსან ბიჭზე, რომელსაც საშემოდგომო საკუთარმა ხალხმა გამოაყოლა 2008-წელს. თუმცა ლიდერები მსხვერპლს და სისხლს მოერიდნენ. ან იქნებ გარიგდნენ მართლა? ოფიცერმა რამდენიმეჯერ შემოიხედა, არაფერი უთქვამს. დღეს მშვიდი დღეა და ეს სიმშვიდე მაშინებს, რაღაც საშინელისთვის ვემზადები. რადიოში მნიშვნელოვანი არაფერია. წიგნის კითხვა დავასრულე, ლოცვები წავიკითხე, თითქოს სულიერად დავმშვიდდი, შუქი ჩაქრა და დავწექით. არც კი მჯერა ისეთი წყნარი დღე იყო. რაც აქ ვარ მგონი მსგავსი არც მახსოვს. ფსიქოლოგიურად დავისვენე, ალბათ ორთქლის გამოშვების საშუალება მოგვცა ადმინისტრაციამ, რომ სტრესისგან ერთდროულად ამდენი პატიმარი არ გადავიდეს ჭკუიდან. შუქის ჩაქრობამდე ერთი საათია დარჩენილი დერეფანში ღრიალით შემოვიდნენ ადამიანები. ყველა კამერაში შედიან, ყელას ურტყავენ.

ჩვენი კარები იღება.


შემოვიდნენ.

რომელი ხართ აბა ქურდი დაიძახა
ერთმა, ჩვენ ერთმანეთს შევყურებთ. მამუკასთან მივიდნენ.


შენ ბიჭო?

არა.

აბა რომელი?


რა მნიშვნელობააქვს ყველა ერთი ყ..ა
- გაისმა სხვა ხმა.

ხოდა ამათი დედა მოვტყან!!!!



წყლით სავსე კოკა-კოლას ბოთლმა გაიზუზუნა, მამუკას მოხვდა თავში და ინერციით დაჯდა.



ახლა რამაზს შემოარტყეს ყურებში
გაშლილი ხელები.



რამაზმა დაიზმუვლა სიმწრისგან.
გეტკინა ბიჭო? რეჟიმის დამცინავი ხმა გაისმა. ამაზე მაშინ უნდა გეფიქრა რომ
იჩხერდი. ერთი ჩემს წინ გაჩერდა. რაზე ხარ აქ. გაყალბებაზე მეთქი და მთელი ძალით
შემომარტყა სახეში. ყველას გაარტყეს. გავიდნენ
და შემდეგ კამერაში დაიწყეს სისხლის სმა. შედით შპონკის ქვეშ თქვენი დედები
მოვტ....ნ. ისმის ნაცნობი ხმა, რომელიც ბიჭებს თქმით რეჟიმის უფროსი ჭაკუაა. შუქი
ათის მაგივრად თერთმეტზე ჩაქრა და ორ საათიანი სასაკლაოც დასრულდა. არ ვიცი ეძინა
თუ არა ვინმეს იმღამეს კამერაში, მაგრამ მე დილამდე ვფიქრობდი, როგორ მენახა კიდევ
უფრო მეტი საშინელება რაც აქ ხდებოდა.


გამთენიისას ჩამძინებია. რომ
გავიღვიძე საჭმელს იღებდნენ ბიჭები. ავდექი პირი დავიბანე და ვისაუზმე. წიგნებს
დავუჯექი, დღის განმავლობაში კიდევ ორი სადამსჯელო ოპერაცია ჩატარდა. სავარაუდოდ
ჩვენს ზემოთ სართულზე. სოციალი მოვიდა, რამაზს წერილი მოუტანა. ამ ბოლო დროს სულ
უფრო და უფრო მინდება ვწერო.

imageოცნებით მოვცდები


ფიქრები მაწვალებს


ვერაფრით ვივიწყებ


საოცარ მაგ თვალებს,


ტანში გამაჟრჟოლებს


როცა დაგინახავ


ღვთაება შენდარი


არსად არ მინახავს,


ყაყაჩოს გადარებ


ყანაში ამოსულს,


მოდი მომეფერე


საოცრად მარტოსულს,


ვიქცეთ ერთ სხეულად


ინი და იანი


და შევქმნათ მესამე


სხვა ადამიანი.


ერთი კალმის მოსმით, უცაბედად დამეწერინა. ისევ შაში, ისევ რადიო, ისევ წიგნი და საუბარი, საუბარი ყველაფერზე ქალებით დაწყებული, პოლიტიკით დამთავრებული. სახლზე და ჩემს ქალაქზე ფიქრი ისევ არ მშორდება. ზაფხულია, ახლა თუშეთის სეზონია და მე მის ყოველ გახსენებაზე მაკანკალებს. რომელიღაცამ აბსლუგა ახსენა. ყველაზე ცუდი ნაროდია აქო. მამუკამ თქვა. ახლა აბსლუგაში ნორმალურებიც არიან, ზოგს პატრონი, ჰყავს და ისე აკეთებენ. იმიტომ რომ თავისუფლად იარონ გარეთ. მაგათ რომ იციან აქ რა ხდება ვინ იცის იმდენი, ვინაა ხმის ამომღები, ცოცხლად შეჭამენ. მაგრამ პატარა სროკი უნდა ჰქონდეს რომ გაიყვანონ. თქვა მამუკამ. შუქი ჩაქრა, საბედნიეროდ ღამემ მშვიდობიანად ჩაიარა.

0
435
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ერეკლე ცოცანიძე
ერეკლე ცოცანიძე
435
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0