x
image
მანჩო 777
"ვერ მოგართმევთ ჩემს სიძულვილს...არ გაგიკეთებთ იმ საჩუქარს, რომ შეგიზიზღოთ!" - ფრანგი ჟურნალისტის სულისშემძვრელი მიმართვა ტერორისტებს
შოკმა, შიშმა და ბრაზმა დაისადგურა ჩვენს გულებში პარიზის ამბების შემდეგ; ბრაზმა, რომელიც ბევრჯერ რისხვასა და სიძულვილში გადადიოდა, განსაკუთრებით კი ეს გუშინ გამოვლინდა, როდესაც საფრანგეთში მოწყობილი ტერაქტის ორგანიზატორის - საზიზღარი აბააუდის ჩაცხრილვის ამბავი გავიგეთ და ყველამ გავიხარეთ ამით...

ანტუან ლეირი ფრანგი ჟურნალისტია. მან მეუღლე დაკარგა „ბატაკლანში“. პარასკევს და შაბათს ძმასთან ერთად ნახევრად შეშლილი ეძებდა საავადმყოფოებსა და პოლიციის განყოფილებებში. კვირას, გვიან ღამით პროზექტურაში დაუძახეს გვამის ამოსაცნობად. იგლოვა, იტირა, სახლში დაბრუნდა, თავის 17 თვის ბიჭუნას ჩაეხუტა, ისევ იტირა. შემდეგ იგრძნო, რომ რაიმე უნდა დაეწერა, სხვა გამოსავალი არ ჰქონდა... სული ეწურებოდა... უნდა გამოეხატა...
გამთენიისას მის ფბ–ს კედელზე ტერაქტის მომწყობებისადმი შემდგომი მიმართვა აიტვირთა (თარგმანი თავისუფალია):


image

„ვერ მოგართმევთ ჩემს სიძულვილს. პარასკევს საღამოს ერთი არაჩვეულებრივი არსება წამართვით. სიყვარული ჩემი სიცოცხლისა, ჩემი ვაჟის დედა, მაგრამ ჩემს რისხვას ვერ მიიღებთ. არ ვიცი, ვინ ხართ და არც მაინტერესებს, რომ გავიგო ეს, ვინაიდან, სინამდვილეში, უკვე გამომკვდარი სულები ხართ. იმ ღმერთს, ვისი სახელითაც ასე განურჩევლად ხოცავთ, თავის სახედ და ხატად რომ შეექმენით, თითოეული ტყვია ჩემი მეუღლის სხეულში, მის გულში ლოცვა–კურთხევად გადაიქცეოდა.


ასე და ამდაგვარად, არ გაგიკეთებთ ამ საჩუქარს, რომ შეგიზიზღოთ. სხვაგვარად, ესაა ის, რასაც ესოდენი გახელებით ითხოვთ, მაგრამ რისხვით პასუხი სიძულვილზე, იგივე უგნურობაში გაბმა იქნებოდა, რამაც ისეთები გაგხადათ, რაც ხართ. გინდათ დავშინდე, ეჭვის თვალით დავუწყო ყურება თანამოქალაქეებს, შევწირო ჩემი თავისუფლება პირად უსაფრთხოებას?! წააგეთ მაშინ, ვერ მოგართვით – მე იგივე თამაშს გავაგრძელებ, რასაც აქამდე ვთამაშობდი.

ვნახე ჩემი მეუღლე დღეს დილით... ბოლოს და ბოლოს, ამდენი ლოდინის შემდეგ. ისეთივე ლამაზი იყო, როგორც პარასკევს საღამოს, კონცერტზე წასვლის წინ. ისეთივე ლამაზი, როგორიც პირველად ვიხილე 12 წლის წინ და გიჟივით შემიყვარდა. მართალია, გაოგნებული ვარ მისი დაკარგვით – შემიძლია გამოგიტყდეთ თქვენს ამ პატარა გამარჯვებაში, მაგრამ მერწმუნეთ, დიდხანს არ გაგრძელდება ეს. ვიცი, რომ ჩემი მეუღლე ყოველდღე მაინც ჩემს გვერდით იქნება და ოდესღაც შევხვდებით კიდეც სამუდამოდ, თავისუფალ სულთა სამოთხეში – იქ, სადაც თქვენ არასოდეს გექნებათ შესვლის ნებრათვა.


image



ორნიღა დავრჩით ამ ქვეყანაზე, მაგრამ მთელი სამყაროს ჯარებზე უფრო ძლიერნი ვართ. თქვენთვის მოსაძღვნელი მეტი დრო აღარ მაქვს, უნდა წავიდე, ვნახო მელვილი, რომელიც საცაა გაიღვიძებს. 17 თვისაა და აგრძელებს თავისი ტკბილეულის ჭამას დილაობით, როგორც ყოველდღე. შემდეგ წავალთ და ვითამაშებთ, ისევე, როგორც ყოველდღე და ეს პატარა ბიჭუნა გაიძულებთ, დაუპირისპირდეთ ფაქტს, რომ არის ბედნიერი და არის თავისუფალი. არა, ვერც მის სიძულვილს მიიღებთ.“


image

1
124
8-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
124
  
2015, 20 ნოემბერი, 17:14
ძალიან ძლიერი უნდა იყო ასეთი რამის დაწერა რომ შეძლო ყველაფერი იმის შემდეგ, რაც ამ კაცმა გადაიტანა...გაუზიარებელს ვერ დავტოვებდი.
0 1 1