x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
რუსული ტერორიზმის ტაქტიკა. ავიაკატასტროფა ეგვიპტეში

რუსული ტერორიზმის ტაქტიკაიმაში, რომ პარიზში მომხდარმა ტერორისტულმა აქტებმა, რუსეთი მომგებიან მდგომარეობაში ჩააყენეს, ეჭვი უკვე აღარავის ეპარება.

მაგრამ, როგორ ცინიკურადაც არ უნდა ჟღერდეს, ასეთივე სარგებელი რუსეთმა, საკუთარი თვითმფრინავის აფეთქების შემდეგაც ნახა. ტერაქტის შემდეგ, პუტინისთვის ამჟამინდელი მდგომარეობა, იმის ვარაუდის საშუალებას იძლევა, რომ პუტინი თავად თუ არ მონაწილეობდა ტერაქტების ორგანიზებაში, უკიდურეს შემთხვევაში, მისთვის მოსალოდნელი ტრაგედიის შესახებ, წინასწარ იყო ცნობილი. დღეს რუსეთის პრეზიდენტი, დასავლეთის წინაშე, საერთო მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში, "გულწრფელი თანამშრომლობის სურვილის" დემონსტრირებას ახდენს. თავიდან, პარიზის ტერაქტებამდე, რუსეთი არ აღიარებდა თვითფრინავში მომხდარი აფეთქების მიზეზის ტერაქტის ვერსიას, რომლის შესახებაც ხმამაღლა აცხადებდნემ ამერიკელები და ბრიტანელები. მაგრამ როგორც კი ცნობილი გახდა, რომ ხალხს პარიზში ჯიხადისტები ხოცავდნენ "ისლამური სახელმწიფოდან", ფედერაციის უსაფრთხოების სამსახურმა მაშინვე გადააბრუნა “ფირფიტა" და განაცხადა, რომ რუსეთის თვითმფრინავიც ისლამისტებმა ააფეთქეს და ამ ფონზე, რუსეთის ხელისუფლებამ, მათ წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართვის სურვილი გამოთქვა.

დღეს, თვითმფრინავის აფეთქების საქმეში, ახალი დეტალები გაჩნდა, რომლიც გაზეთმა "კომერსანტმა" გამოაქვეყნა. აღმოჩნდა, რომ ნაღმი, რომელიც თვითმფრინავში აფეთქდა, ძალიან ჰგავდა იმ ნაღმებს, რომლებსაც 1999 წელს, რუსეთის ქალაქებში, საცხოვრებელი სახლების აფეთქების დროს იყენებდნენ. მაშინ რუსეთში მომხდარ ტერაქტებს 307 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ტერაქტების ორგანიზება ჩეჩნებს დააბრალეს და ჩეჩნეთის წინააღმდეგ ომი დაიწყეს, ხოლო პუტინი პრემიერი-მინისტრის კაბინეტიდან, პრეზიდენტის ოფისში გადაბარგდა.

ყოველივე ამის შემდეგ, საფუძველსმოკლებული არ არის დღეს არსებული ვერსიის, ალტერნატიული ვერსია, იმის შესახებ, რომ თვითმფრინავში აფეთქება რუსეთის ფედერაციის უშიშროების სამსახურის მიერ არის მოწყობილი. ამ ვერსიას ისიც ამყარებს, რომ დღემდე არ არსებობს პასუხი კითხვაზე, თუ როგორ მოხვდა ნაღმი თვითმფრინავის ბორტზე? ფსბ ამტკიცებს, რომ ასაფეტქებელი მექანიზმი თვითფრინავის სკამზე იყო დამონტაჟებული, უკანა რიგში. ხელის ბარგით ნაღმს ვერ შეიტანდნენ, რადგან მას აუცილებლად დააფიქსირებდნენ რეგისტრაციის გავლის დროს. ამის გაკეთება მხოლოდ რუსეთში შეიძლებოდა, ვიდრე თვითმფრინავი ეგვიპტეში გაფრინდებოდა.

რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ვარაუდი და ვერსიებია, მაგრამ პუტინის რუსეთის შემთხვევაში, შეიძლება საშინელ რეალობად იქცეს.

2
289
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
289
  
2015, 20 ნოემბერი, 18:51
მართალია, ჩეჩნეთის ომით პუტინმა რეიტინგი გაიკეთა. მანამდე კი ყველაფერი გააკეთა რომ ეს ომი დაწყებულიყო. ის ომამდე, ფსბ-ს დირექტორი იყო და მისი ყოფილი თანამშრომელი, ფსბ-ს ექს-ოფიცერი ალ. ლიტვინენკო (2006 წელს მოწამლეს და ამის გამო გარდაიცვალა) სწორედ მას ადანაშაულებდა რუსეთში მომხდარი ტერაქტების მოწყობაში.
2015, 20 ნოემბერი, 17:32
მსახიობები :/
0 1 2