x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134050
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
გლდანის პატიმრის დღიური 28 ივნისი

image


ასამართლომდე სულ რაღაც ერთი კვირა დარჩა, ერთი კვირის მერე პირველად დავტოვებ ამ კედლებს, არასოდეს მომისვენია ერთი თვე კი არა ერთი საათის განმავლობაში ერთ ადგილას რომ ვყოფილიყავი, რამდენი ერთი გამოვიდა. არაფერს ველოდები პირველი სხდომიდან. უბრალოდ გაიხსნება და ეგაა.ან რარა აქვთ საძიებელ საკვლევი რა, მომცენ რასაც მიპირებენ ან გამიკეთონ საპროცესო, ლოდინი ყველაზე საშინელი რამეა უსაშინლესი და უსასტიკესი. ელოდები ელოდები და არ იცი რა ხდება. ამ დილით კვლავ ოჯახზე ფიქრი ამეკვიატა. კვლავ ახლოვლები და მეგობრები გამახსენდა. გამახსენდა გოგი რომელმაც ფაქტიურად გამზარდა მამას სიკვდილის მერე, ყველაფერი კაცური მასწავლა რაც უნდა მესწავლა გარდატეხის ასაკში. გვერდში მედგა მართლა საკუთარი მამასავით და ახლაც გვერდში მიდგას დარწმუნებული ვარ რითიც შეუძლია. დღეს კარანტინს დაშლიან და ახალი თანასაკნელი გვეყოლება კაკოს მაგივრად. საერთოდ როცა კამერაში ახალი შემოდის ყველა ეჭვის თვალით უყურებს, ვინ არის და რა არის, შეიძლება ადმინისტრაციამ სპეციალურად შემოუშვას. თუმცა შემოუშვან რა რა უნდა ნახონ. დღეს კობამ მითხრა ვხედავ ლოცულობ და იქ თაროზე ერთი ჯვარია, თუ გინდა ატარეო, თავად დაუწნავთ ძაფისგან. ეს აკრძალულია და არ ვიცი ვინ გაბედა. ნასკი იშლება და იმისგან წნავენ. მე სიამოვნებით გავიკეთე. სახარებას ვკითხულობ ხშირად. ვნანობ ამდენ ადამიანს რომ ვენდობოდი. დრო და დრო თავს წამოყოფს ვანო ნინოშვილი . ეს ნაბოზარი აგენტი. მაკანკალებს მის გახსენებაზე. არ ვიცი რას ვიზავ სადმე რომ გადამეყაროს. რა უნდოდა, პური მიჭმევია, ღვინო დამილევინებია, სახლში შემიშვია. სადამდე მიდის ადამიანთა უკუღმართობა. მე იმის მეშინია ვინმე ჩემიანმა არაფერი უთხრას. ის ხომ ნებისმიერს გაწირავს. გეხვეწებით ყველას აქედან და იქნებ მოვიდეს ჩემი ფიქრი თქვენამდე. ახლოს არ გაეკაროთ, არ მინდა, იმ ადამიანებიდან ვინმე ვინც ძალიან მიყვარს, აქ მოხვდეს. მითუმეტეს ჩემი გულისთვის. ამას თავს არასოდეს ვაპატიებ. იმედია ეყოფათ გონიერება და სწორად გაანალიზებენ ნინოშვილ - გოგოჭურის პიროვნებებს. პარასკევია, კიდევ ერთი სამუშაო კვირა მიილია. წუხელ სიზმარში ოფისი ვნახე, ოფისი სადაც ვმუშაობდი, მაგრამ გარემონტებული და გალამაზებული. ბანერებით და დიდი სათათბირო მაგიდით უკანა ოთახში, როგორც მინდოდა რომ მომეწყო. ხალხი ირეოდა საქმიანი ფუსფუსი იდგა.

მაღაზია მოვიდა. ჩვეულებისამებრ ერთი ახალი საპონი, საპარსი, ახალი ტრუსი და ერთი წყვილი ახალი ნასკი დავდეთ იმ თაროზე რომელსაც სავარაუდოდ დღეს ახალი პატრონი ეყოლება, სიგარეტიც რვაზე გავყავით.

მოსაღამოვდა, შუქები ჩაქრა. არ დავწოლილვართ კარანტინი ამოჰყავთ. ყვირლით, გინებით სულში ჩაფურთხებით, როგორც ყოველთვის. კარი გაიღო და მაღალი გამხდარი მოხუცი შემოვიდა, გარეთ დარჩა კიდევ ვინმე? გამიელვა თავში. ოფიცერი შემოჰყვა.

- წყნარი ბიჭები არიან და აბა შენ იცი, ისე შენ რაღა გესწავლება, ბებერი ნაბოზარი ხარ. -

ეს ოფიცერი სულ რაღაც 25-26 წლისაა, შემოსული კი რომელიც დიტოდ გაგვეცნო, ალბათ სამოცდაათს მიტანებული იქნება. მეტადონის პროგრამიდან ამომწიესო მოხუცმა. მომხმარებელია. აქ არის ასეთი კამერები თურმე სადაც მეტადონის პროგრამაში ჩართული პატიმრები ჰყავთ.

0
445
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ერეკლე ცოცანიძე
ერეკლე ცოცანიძე
445
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0