x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134363
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
Mandragora Scream იტალიური ბენდი

imageეს ჯგუფი ჩამოყალიბდა 1997 წელს, იტალიაში, რაც ითავა მომღერალმა Morgan Lacroix-მა. მან 1999 წელს დემო (საცდელი) ალბომი გამოუშვა 4 სიმღერით. 2000 წელს მას შეუერთდა, მომღერალი, გიტარისტი და კომპოზიტორი ტერი ჰორნი. ამ მაღალმხატვრული კავშირის შედეგი იყო სადებიუტო ალბომი "Fairy Tales from Hell's Caves" (ანუ "ზღაპრები ჯოჯოხეთის მღვიმეებიდან"). გერმანელი კრიტიკოსები მას დადებითად აფასებდნენ, აცხადებდნენ რომ მათ ძალიან მელოდიური სტილი ჰქონდათ. მათზე ორი რეცენზია დაიწერა, პირველი - " Sonic Seducer"-ში სადაც მათ მუსიკას "გოთიკ როკად" მოიხსენიებდნენ, ხოლო მეორე "მეტალ ჰამერში", სადაც მუსიკა მოხსენიებული იყო, როგორც "გოთიკ მეტალი. 2002 წელს, ჯგუფმა
თავიანთი მეორე ალბომი " A Whisper of Dew", გამოუშვა, რომლის დისტრიბუციაც Nuclear Blast-მა ითავა. კიდევ ერთხელ, ალბომი მიდრეკილი იყო კვლავაც მისტიციზმისკენ, ვამპირული ისტორიებისადმი, ის წინასწარ, ბენდისათვის მიზანმიმართულად დაწერილი იყო ხულიო ენჯელ მერინოს მიერ, როელიც საშინელებათა (გოთიკ) ჟანრის ლიტერატურული მწერალი და ესპანეთის უნივერსიტეტის ლექტორი გახლდათ.
"Madhouse" არის მესამე სრულმეტრაჟიანი ალბომი, გამოცემული 2006 წელს, Lunatic Asylum Records-ის მიერ.
2007 წლის იანვარში მათ გამოუშვეს CD/DVD კომპაქტ დისკები, რომლებზეც აღბეჭდილი იყო 2 კლიპი, ძემოაღნიშნული ალბომის სიმღერებიდან, ასევე 2 გადაკეთებული და ერთი ახალი სიმღერა.
2008 წლის აპრილში ეს ალბომი თავიდან გამოუშვეს, უკვე კლიპებით და თან დაურთეს ერთი ბონუს ვიდეო "ჟანა დ'არკი ", და ერთი აკუსტიკური ახალი სიმღერა.
ალბომები:
Fairy Tales from Hell's Caves (2001)
A Whisper of Dew (2003)
Madhouse (2006)
Volturna (2009)
Luciferland (2012)

ახლა კი მოუსმინეთ მათ რამდენიმე არაჩვეულებრივ სიმღერას და თქვენც ჩემსავით შეიყვარებთ მათ!


2
16
3-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
16
  
2016, 18 ნოემბერი, 17:12
უდაოდ
2016, 18 ნოემბერი, 16:13
კაი ბენდია///
0 1 2