x
image
მანჩო 777
როცა სელფი ყოველგვარ საზღვრებს სცილდება
ჯერ კიდევ ცოტაოდენი ხნის წინ სელფი საინტერესო, თუმცა ბევრისათვის გაუგებარ და აბსურდულ მოდურ ტრენდად ითვლებოდა, დღეს კი, გვსურს ეს ჩვენ თუ არა, ის თითოეული ჩვენგანის ცხოვრების ნაწილი გახდა. სოციალურ ქსელებში გავრცელდა ფოტომოყვარულების მიერ გადაღებული უამრავი სურათი, სადაც ფონად სააბაზანო ოთახი, ტუალეტი და ლიფტია გამოყენებული. სწორედ ამ ადგილებს ანიჭებენ უპირატესობას ფოტოგრაფიის ამ ჟანრის მოყვარულები. თუმცა გვხვდებიან ინდივიდები, რომლებიც ლაიქების და კომენტარების დევნაში ყოველგვარ საზღვარს სცილდებიან, იღებენ რა სელფის სავსებით შეუფერებელ, უადგილო ადგილას.

სწორედ ასეთი სოციალური ქსელის მარგალიტებია თავმოყრილი ჩვენს დღევანდელ ალბომში.



image


1. სელფი ცეცხლმოდებული მანქანის ფონზე



image


2. კრიტიკული მდგომარეობა თვითმფრინავით ფრენის დროს


image

3. სელფი საოპერაციოში


image


4. სელფი ავარიის შემდეგ


image


5. ფოტოგრაფირების კიდეც ერთი მოყვარული ავარიის შემდეგ


image


6. ბედნიერი და უზრუნველი ღიმილი ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში


image


7. ცეცხლმოდებული მანქანები განსაკუთრებით დიდი პოპულარობით სარგებლობს სელფომანებში


image

8. ბედნიერი სელფი მომხდარი ავარიის ფონზე


image


9. სელფი დაშავებული ველოსიპედისტის გვერდით


image



10. სელფი ნათესავის დაკრძალვის შემდეგ


image


11. და ყველაზე შემზარავი-სელფი მიცვალებულთან


image


12. სელფი მამაკაცების ტუალეტში


image


13. სელფი ქალების ტუალეტში


image


14. აი, ეს კი უკვე ჟანრის "კლასიკაა''


image


p.s. ამ სურათების ხილვის შემდეგ მხოლოდ ერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება: სელფი - ეს უკვე ტრენდი კი არა, პარანოიაა.

9
732
9-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
732
  
2015, 18 ნოემბერი, 22:59
უაზრო მოდააა:(
2015, 18 ნოემბერი, 21:51
სულ გამოსელფდა ეს ხალხი
2015, 18 ნოემბერი, 20:48
ახლა გავაცნობიერე, რომ მეც არასოდეს არ გადამიღია :)
2015, 18 ნოემბერი, 18:30
აბა, აბააა :))))
2015, 18 ნოემბერი, 18:29
:D დაბერდი ხო. ნწ ნწ ნწ
2015, 18 ნოემბერი, 18:27
:D :D მე ალბათ აღარ შემეფერება :))
2015, 18 ნოემბერი, 18:22
:D :D :D ყოჩაღ, მაკუნა! ^–^ მე ვეპარები ხანდახან :D
2015, 18 ნოემბერი, 18:19
რა ბედნიერი ვარ ერთი სელფიც რომ არ გადამიღია ცხოვრებაში :))
2015, 18 ნოემბერი, 18:19
მე გავგიჟდი ნათესავის დაკრძალვის შემდეგ გადაღებულ სელფზე. როგორი ბედნიერია :/
0 1 9