x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ტრანსგენდერმა პარტნიორ მამაკაცს შვილი გაუჩინა- "კიდევ ერთი" ორსული მამაკაცი ისტორიაში
ზოგადად სქესში მოიაზრება "მდედრი" და "მამრი", თუმცა სქესი ადამიანის ბიოლოგიური ფიზიოლოგიურ-ანატომიური მახასიათებლების ერთობლიობაა, გენდერი კი სოციალური სქესია, რომელიც გამოხატავს საზოგადოების მიერ დადგენილ ქცევით, ფუნქციურ თუ მენტალურ განსხვავებულობას ქალსა და მამაკაცს შორის. როგორც წესი, ადამიანი თავს აღიქვამს თავისი ბიოლოგიური სქესის შესაბამისად, მაგრამ არის შემთხვევები, როცა ეს ასე არ ხდება და ადამიანის მიერ საკუთარი სქესის თვითაღქმა კონფლიქტშია ბიოლოგიურ სქესთან. მაგალითად, არის შემთხვევები, როცა ბიოლოგიურად კაცი თავს აღიქვამს ქალად (ტრანსგენდერი ქალი), ან პირიქით, როცა ქალი თავს აღიქვამს კაცად (ტრანსგენდერი კაცი) და არის შემთხვევები, როცა ადამიანი თავს არც ერთ სქესთან არ აიგივებს (ანდროგინი).


როგორც წესი, გენდერული იდენტობის ფორმირება საკმაოდ ადრეულ ასაკში ხდება და მოზრდილობაში მყარდება. სექსუალობა არ არის მარტივი მოცემულობა და მასზე ბევრი რამ ახდენს გავლენას - ბიოლოგია, ფსიქოლოგია, ინდივიდუალური ცხოვრებისეული გამოცდილება თუ კონკრეტული სოციო-კულტურული გარემო.


ყველამ კარგად იცით, რომ 17 მაისი მსოფლიოში ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ამ დღის შემოღება უკავშირდება ჰომოსექსუალიზმისა და სხვა ტიპის, არატრადიციულად წოდებულ, ორიენტაციათა დაავადებების სიიდან ამოღებას. იყო დრო, როდესაც ჰომოსექსუალი თუ არატრადიციული სქესის ადამიანი ავადმყოფთან ასოცირდებოდა, თუმცა უფლებადამცველ ორგანიზაციათა დაუღალავი შრომის შედეგად ეს მიდგომა შეიცვალა. მრავალი ქვეყნის კანონებში კი წლებია ისინი საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად მიიჩნევიან და "მათ შორის" კავშირი სრულიად მიღებულია ასევე არსებული კანონის შესაბამისად.


ამ შესავლის შემდეგ კი მინდა მოგითხროთ ერთი ისტორია, სადაც აღწერილია მამაკაცის ცხოვრება, რომელმაც პარტნიორ მამაკაცს შვილი-გოგონა გაუჩინა.



ფილადელფიაში კაცის ჰორმონებით დაბადებული ქალი- Cady Coleman-ი ათი წლის მანძილზე ცდილობდა სქესის შეცვლას. რამოდენიმე ოპერაციის შემდეგ ის ვიზუალურად დაემსგავსა მამაკაცს და ძალიან მალე გახდებოდა "სრულფასოვანი" მამაკაცი, რომ არა ერთი მოულოდნელი შემთხვევა. როდესაც ამოუღეს სარძევე ჯირკვლები, იმ პერიოდში მან შეწყვიტა ჰორმონალური პრეპარატების მიღება, რასაც თან დაერთო მუცლის ტონუსი და ტკივილები ზურგის არეში.


image


"არასოდეს ვიფიქრებდი, რომ დავორსულდებოდი, რადგან მამაკაცის ჰორმონებს ვატარებ, სიმპტომებიდან გამომდინარე ხუმრობითაც კი ვამბობდი ტესტი ჩავიტარო ორსულობისთქო, თუმცა ექიმთან რომ მივედი, 21 კვირის ორსული აღმოვჩნდი მართლაც. ეს სრულიად მოულოდნელი იყო ჩემთვისაც და ჩემი პარტნიორისთვისაც. ბავშვის დაბადებამდე დავარეგისტრირეთ ჩვენი ურთიერთობა ქორწინების სახლში, 2013 წელს ვიმშობიარე, დღეს კი ჩვენი პატარა თითქმის ორი წლისაა. რაღა დაგიმალოთ და, თითქმის წელიწადი მტანჯავდა მშობიარობის გამოცდილების შემდგომი დეპრესია, ამიტომ დღე-ღამის მანძილზე უწევდა ჩემს პარტნიორს მარტოს ემუშავა ოჯახის რჩენის მიზნით. ეხლა ყველაფერი დალაგდა, იდეალურად ვართ და ჩვენი გოგონას გარეშე ვერ წარმოგვიდგენია ცხოვრება, ამჟამად 29 წლის ვარ, თუმცა ვიყოლიოთ მეტი შვილი, სურვილი არ გვაქვს"- განაცხადა კოლემანმა New York Daily News-ის ჟურნალისტთან ინტერვიუს დროს.


imageimageimageimageimageimageimage



კოლემანი არც პირველი და არც უკანასკნელი ტრანსგენდერი არაა ვინც შვილი გააჩინა. ასევე 2013 წელს, ქალაქ ბერლინში ტრანსგენდერმა მოავლინა ქვეყანას "კიდევ ერთი" ჯანმრთელი ბავშვი; ამერიკელმა Thomas Beatie-მაც 2008 წელს იმშობიარა და ასევე ცნობილია კიდევ ორი წყვილი ტრანსგენდერისა, რომელთაც სრულიად ჯანმრთელი შვილები გააჩინეს.

image



ესეც Thomas Beatie:


imageimage

6
1324
15-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1324
  
2015, 24 ნოემბერი, 19:06
კოშმარია
2015, 21 ნოემბერი, 12:28
რა თქმა უნდა გაგიგებ, ამაზრზენია...
2015, 20 ნოემბერი, 19:53
დიდი პატივისცემის მიუხედავად ამ დეგრადირებულ ადამიანს ვერ მოვიწონებ მაკა, ვიცი გამიგებ.
2015, 20 ნოემბერი, 16:03
ბუეე...დიდი ბოდიში ინტერმედიელებო,მაგრამ გულის ამრევია ყოველივე
2015, 18 ნოემბერი, 17:24
ღმერთო ჩემო, რა მარაზმია :(
2015, 18 ნოემბერი, 14:17
:(
0 1 6