x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134466
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508529
„მე მუსლიმის ოჯახში ვიზრდებოდი, ისინი ტერორისტები არ არიან!"

image13 ნოემბერს საფრანგეთში განხორციელებულმა ტერაქტების სერიამ მუსულმანური სარწმუნოების წარმომადგენლების მიმართ განსაკუთრებული აგრესია გამოიწვია. ბევრისთვის სიტყვა "მუსულმანი" ზოგადად ტერორიზმის სინონიმადაც იქცა, რაც, ცხადია სამწუხარო ტენდენციაა. საფრანგეთსი მეჩეთების დაწვაც კი დაიწყეს... ადამიანებისგან, რომლებმაც ტერორისტული აქტების შედეგად სრულიად უდანაშაულო ახლობლები დაკარგეს ამგვარი სიძულვილი იმ რელიგიისადმი, რომლის სახელსაც ტერორისტები არიან ამოფარებული, სრულიად გასაგებია. მაგრამ მეორე მხრივ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ისლამის ბევრი წარმომადგენელი, უფრო სწორად ჭეშმარიტი მუსულმანები ემიჯნებიან ამ შემაძრწუნებელ ქმედებებს. ჟურნალისტი რამილია ალიევა ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნებული ემოციური პოსტით საფრანგეთში მომხდარ ტერაქტებს ეხმაურება და ზემოაღნიშნულ საკითხზე საუბრობს:


„მე მუსლიმის ოჯახში ვიზრდებოდი, ვიცი ისლამი და ვიცი ისლამის ტრადიციები. მე უამრავი ნათესავი და მეგობარი მყავს მუსლიმი და ისინი ტერორისტები არ არიან! მე ვერასოდეს მთელი კაცობრიობის მტერი რომელიღაც ტერორისტული ავადმყოფური დაჯგუფების გამო ვერ და არ ვიტყვი ჩემს მუსლიმ მეგობარზე რომ მუსლიმები ტერორისტები არიან! ახლა წამიერად მაინც არ იფიქროთ რომ ალიევაა და ამიტომ იცავს ისლამს. სინამდვილეში ბევრ ქართველზე უფრო ქართველი ვარ და ბევრისგან განსხვავებით ეს ქვეყანა მიყვარს! ცხოვრებაში არ მითქვამს რომ ასეთ ქვეყანაში როგორ უნდა იცხოვრო?! ან წავალ სადმე ევროპაში და უფრო კარგ ცხოვრებას ვნახავ! ჩემთვის ყველაზე კარგი ცხოვრება აქ საქართველოშია და იცით ვერავის მივცემ უფლებას ჩემი ქვეყანა ნაკუწებად აქციოს. ამ ქვეყანაში ყოველთვის მუსლიმები, მართმადიდებლები, კათოლიკეები და სხვა რელიგიის წარმომადგენლები ცხოვრობდნენ ერთად! უამრავი მეგობარი მყავს აქ - ფეისბუქზე, რომლებიც საქართველოს მოქალაქე ქართველი მუსლიმები, ქისტები, აზერბაიჯანელები არიან. უამრავი მეგობარი და ნათესავი მყავს რომელიც მართმადიდებელია... რა გჭირთ?! ვიღაცა თავში ტვინის მაგივრად კიტრის მქონე ტერორისტის გამო რატომ ერთმანეთს შეურაწყოფას აყენებთ?! რატომ?! ქვეყანა გვაქვს ასაშენებელი და ეს ქვეყანა ყველა მოქალაქემ ერთად უნდა ავაშენოთ. რა მნიშვნრლობა აქვს იმას რომ მე აზერბაიჯაბელი ვარ და შენ ქართველი. მე და შენ ერთი ქვეყნის - საქართველოს პასპორტი გვაქვს და ორივეს გვიყვარს ჩვენი ქვეყანა. იმ ადამიანებს აი 2 წიგნი რომ წაუკითხავთ და ვერ ანსხვავებენ რომ ტერორიზმს რელიგია არ აქვს, მინდა ვუთხრა თვალეები გაახილეთ... ნახეთ საქართველოში მცხოვრები მუსლიმები, მათ ოჯახებში მიდით... მერე მითხარით ისინი ტერორისები არიან?! მწყინს რომ ამ ქვეყანაზე არ ფიქრობთ....“, -წერს ალიევა.

2
623
6-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
623
  
2015, 16 ნოემბერი, 19:01
ყოჩაღ! ეგრეა, ნუ სევიძულებტ ეეტმანეტს , გვიყვარდეს ერტმენტი
2015, 16 ნოემბერი, 18:25
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2