x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134391
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508463
ზავი სიცოცხლესთან (დასაწყისი)

imageზანგი

2–3 საათი ვეგდე ასე გაბრუებული, კვლავ შიმშილის გრძნობამ გამომაფხიზლა, წვალებით ავდექი, წყლით სავსე ლიტრიანი ბოთლი მოვიყუდე, რაც დავლიე დავლიე, დანარჩენი ზედ გადავისხი, ვიცოდი საჭმელი არაფერი მქონდა, ამიტომ ძებნა არ დამიწყია, გასასვლელი ტანსაცმელი ჩავიცვი და გამოვედი, საღამო იყო უკვე, საათი დამრჩა და შევბრუნდი, საათის გარეშე ვერ ვიტან სიარულს, გავიკეთე მაჯაზე და დავხედე, უკვე შვიდი ხდებოდა, ბარი რვაზე იღება დრო მაქვს, ჯიბეები მოვიქექე ორი ლარი ვიპოვე, სიგარეტის კოლოფს ჩავხედე 4 ღერი მქონდა დარჩენილი, ჯერ საკინდიტროში მივედი და ერთი ცალი ბულკი ვიყიდე, მერე იქვე მერი დეიდას მივუკაკუნე ფანჯარაზე, მერი დეიდა ძველი ჩათლახია, აი ისეთი სიბერეში ვარდისფერ პომადას ჭარბად რომ ისვამენ, თვალებს მწვანედ იფერადებენ და თითებს ხასხასა წითელი მანიკურით რომ იღებამენ, ხო ვულგალური შესახედაობის ქერა თმა დამავიწყდა. ცოტახანს არ მაგონებდა, ხუთჯერ თუ ექვსჯერ მივუკაკუნე, გამოაღო ფანჯარა. რკინის ლარიანი გავუწოდე, ამის წითელი ელემი მომეცი, მან ათი ღერი ჩამითვალა ხელში დაფანჯარა მიხურა, შიგნით ვიღაც თავისნაირი ბოზი ეჯდა ელექტრო ღუმელთან თბებოდნენ და ყავას სვამდნენ, ნეტა რა აზრი აქვთ ეხლა ამათ სიცოხლეს? ამათ გულში ჩამახედა ერთი, და ამათ ტვინში, ახლაც ნერვები მომეშალა, სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფვა არ მიყვარს.
კედლებზე სხვადასხვა კანდიდატების პოსტერები იყო გაკრული, არჩევნები ახლოვდებოდა, ეს ჩემი საყვარელი პერიოდია, ამ დროს ზანგი ბევრ საქმეს მაძლევს და ქეშიც ყრია ბლომად, ახლა სწორედ ზანგის ბარში მივდივარ, ზანგი აჭარელი ტიპია, ნამდვილი სახელი რა ჰქვია თავადაც აღარ ახსოვს, სიმაღლით ორ მეტრზე მეტია, ძაააან შავი, გეგონება ჟანგი უსვევს სახეზეო, ის "ზემოთ" იცნობს ვიღაცეებს, უფრო სწორად ზემოთ იცნობენ ზანგს, ისეთი ტიპია ყველას სჭირდება, რამოდენიმე უბანში თავისი ბარი აქვს და ორი თუ სამი სტრიპტიზ კლუბიც, ხალხიც ბლომად ვყევართ, მეც მისი ხროვის ერთი მგელი ვარ, მაგრად მაფასებს, ალბათ იმიტომ რომ მიუხედვად ჩემი მიდრეკილებისა კაიფის მიმართ, წამალზე არასოდეს ვმჯდარვარ და შესაბამისად ნაკლები შანსია ვინმეს მივყიდო სული, ზანგი აქეთ არასოდეს გვირეკავს როცა საქმეა, იცის ჩვენც გვჭირდება მისი დახმარება და მივალთ აუცილებლად, თუ არ გამოვჩნდით ერთი კვირა ან მეტი მაშინ შემცვლელს მოგვიძებნიან, დღეს მესამე დღეა არ მივსულვარ, ალბათ მიკითხეს, ხოდა მნახავენ კიდეც. ბარის კარებთან შემაჩერა ვიღაც წვერიანმა გორილამ – ჯერ ღია არ არის.
–ვიცი, ჩემთვის ღიაა, შევეპასუხე მე.
– ვინ ხარ რო? შემომიბღვირა, კარიდან ბესო გამოვიდა. ბესო ზანგის "პაძელნიკია"
– ვა როგორ ხარ? შედი, შედი მითხრა და გორილას ჩემს მხარზე დადებული თათი ჩამოაწევინა, ტელეფონი მიიდო ყურზე და მოშორებით განაგრძო სააუბარი. კართან ახლოს მაგიდასთან ნოე და გიგია ისხდნენ, რომ დამინახეს გაუხარდათ,
–სად ხარ ბიჭო? სად დაიკარგე ამ გაგანია არჩევნებისას?
– რავიცი გაგუდული ვიყავი ბოლო დღეები, გარეთ ახალია? გორილაზე ვკითხე
– რავი მაგის დედაც მოვ.....ან, ზანგმა მოათრია, იძახის მჭედლიშვილის კაცია და ბოზად ჩაგვისვაო, ამან კიდე კარებში დააყენა, შიგნით სიტუაციას ვერ დაალივერებსო, კაროჩე ყლ..ბაა რაა, ნეტა რამე სამსახური მშოვნინა.
– შენ რას შვრები ნოე??? შევუტრიალდი და პასუხს დაველოდე.
– რას ვშვრები კი არა ეს ზანგი ძაან ჩათლახობს, გახოსვს შარშან რომ გაგვგზავნა თარგამაძის ბიჭები არიან და დედა უტირეთო? ბიჭო თურმე, ეს ნაბოზარი თარგამაძესთანაც შეკრული ყოფილა და ის ბიჭები მაშინ რომ "დავყარეთ" ამის ხალხი არიან, ეს ბოზი ერთმანეთს გვახოცინებს და ამით ფულს შოულობს.
მე არაფერი ვუპასუხე, დავინახე ზანგი როგორ გამოვიდა თავისი ოთახიდან.
– სასმელების თარო მოაწესრიგე, შეუღრინა ბარმენს რომელიც ჭიქების გაპრიალებით იყო დაკავებული, – და მაცივარი შეავსე, კიდევ შეუღრინა ეტყობოდა ცუდ ხასიათზე იყო, პირდაპირ ჩვენი მაგიდისკენ წამოვიდა. ვააა დიდება შენს გამოჩენას, მითხრა გამიღიმა და ხელი ჩამომართვა, ბევრი დრო არ მაქვს, ნოეს და გიგიას უკვე ველაპარაკე, შენც გეტყვი ას ლარს იხდიან კაცზე იციან რომ სამნი ხართ, უნდა გახვიდეთ და იმ სირის პოსტერები ჩამოხიოთ, ჭანტურიაზე ვიძახი, აგერ წერია უბნები, დაივლით ამ უბნებს და სადაც კი მაგის პოსტერს ნახავს ყველას ტრაკში ამოისვამთ, ამას რომ მორჩებით შეიძლება კიდევ დასჭირდეთ რაღაცის გაკეთება, ცოტა ძვირიანი იქნება ის საქმე, ამ ხუთ უბანში კი პლაკატების ახევაზე კაცს ას ლარს მოგცემთ მეტი რავქნა ტოო?ამასაც ძლივს ვუქაჩავ აღარ იძლევიან, იძახიან სუფთად მოგება გვინდაო, ამათი დედა შევეცი მე, ხომ არ დავაძალებ არა? ხოდა მიხედეთ რაა საქმეს, გავვარდი მე. დღეს ღამე იჩალიჩეთ, ხვალ დილას შემოივლიან უბნებს და იმ სირის სახე აღარსად უნდა იყოს. აბა თქვენ იცით.
ადგა, ნოეს მხარზე ხელი დაარტყა და ბარიდან გავიდა, მერე ისევ შემოყო თავი, ბარმენს გასძახა, ბიჭებს დაალევინე ბარის ანგარიშზე, შემოგვხედა – აბა დავაი თქვენი იმედი მაქვს. თქვა და საბოლოოდ გავიდა ბარიდან.
შენი დედაც მოვ...ან და შენი ტოც, ჩაიბურდღუნა ნოემ...



გაგრძელება იქნება...

0
41
1-ს მოსწონს
ავტორი:ეხნატონი
ეხნატონი
41
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0