x
მეტი
  • 21.10.2018
  • სტატია:81840
  • ვიდეო:333850
  • სურათი:439066
როგორ დავიცვათ სიცივეში მანქანის მინები დაორთქვლისგან - 7 უმარტივესი ხერხი

image
სიცივეების დადგომასთან ერთად ავტომობილის მძღოლებს ახალი თავსატეხი უჩნდებათ დაორთქლილი მინების სახით. თუმცა ზედმეტ ტენთან ბრძოლა არც ისე ძნელია თუ იცით რამდენიმე ძალიან მარტივი ხერხი:

1. მარილი
image

ჩაყარეთ მარილი ჩაის ცარიელ ქაღალდის პაკეტებში, ან უბრალოდ ქაღალდისგან გაკეთებულ პატარა კონვერტებში. მოათავსეთ პაკეტები ფანჯრებთან ახლოს. რაც მეტი იქნება ამგვარი მარილიანი პაკეტი, მით უკეთესი იქნება ეფეტი, რადგან როგორც იცით, მარილი ტენის შემწოვი საუკეთესო საშუალებაა.

2. კარტოფილი
image

კარტოფილი გაჭერით რამდენიმე ნაჭრად, გაუსვით მიღებული ნაჭრები მინებზე, შემდეგ გაწმინდეთ სუფთა პირსახოცით. ამგვარად სახამებელი შექმნის ტენისგან დამცავ აპკს.

3. გაზეთი

image

ფანჯრების ქვეშ გაშალეთ გაზეთის ფურცლები - ისინი ტენს შეიწოვს და მინებიც გადარჩება დაორთქვლას.

4. ლიმონი
image

გაჭერით ლიმონი შუაზე, წაუსვით მინებზე სალონის მხრიდან, შემდეგ კი სუფთან პირსახოცით ან ქაღალდით კარგად გააპრიალეთ - დატენიანება აღარ მოხდება.

5. ყავა
image

ოდნავ თავმოხდილ ჩვეულებრივ პოლიეთილენის პაკეტში ან პლასტმასის ჭურჭელში მოთავსებული ყავა გარდა იმისა, რომ ზედმეტ ტენს შეიწოვს, შესანიშნავი არომატიზატორიც არის.

6. საპარსი კრემი
image

თხელ ფენად წაუსვით ფანჯრებზე საპარსი კრემი, შემდეგ კი სუფთა პირსახოცით ან ქაღალდით გაწმინდეთ. ამგვარად შეიქმნება დაორთქვლისგან დამცავი ბარიერი.

7. პამპერსი
image

ეს ზემოჩამოთვლილთაგან ყველაზე ეფექტური ხერხია! მანქანის სხვადასხვა კუთხეში მოათავსეთ რამდენიმე გახსნილი პამპერსი. ბავშვის საფენები მანქანასაც შესანიშნავად დაეხმარება...



6
15125
12-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
Mediator image
15125
  
2015, 20 ნოემბერი, 23:36
საინტერესოა
2015, 19 ნოემბერი, 13:37
მადლობთ :)
2015, 19 ნოემბერი, 10:44
რა თქმა უნდა, თანახმა ვარ. პირიქით, გმადლობთ თქვენ.
2015, 19 ნოემბერი, 9:53
ნათია გამარჯობათ; მინდა თქვენი ამ სტატიის (როგორც ავტომფლობელთათვის განკუთვნილი სასარგებლო ინფორმაციის) დადება ავტომფლობელთა ინტერესების დაცვის სააგენტოს ვებ-გვერდზე (წყაროს მითითებით: intermedia.ge).

გთხოვთ, თქვენს თანხმობას. მადლობა წინასწარ.
პატივისცემით, გიორგი
ავტომფლობელთა ინტერესების დაცვის სააგენტოს დირექტორი
T. 559001010
2015, 16 ნოემბერი, 14:14
გაიხარე. დიდი მადლობა. :)
2015, 16 ნოემბერი, 13:59
სასარგებლო სატიაა, გავაზიარე )
0 1 6