x
image
beko777
„მის ვარსკვლავების“ - ფოტოგენურობის 23-ე კონკურსი წარმატებით დაგვირგვინდა
image2008 წლიდან საქართველოში კიდევ ერთი ახალი კონკურსის იდეა საპროდიუსერო კომპანია „ვარსკვლების“ მესვეურთ დაებადათ, კონკურსის - რომლის ფორმატი ბაზარზე არსებული უამრავი სხვადასხვა დასახელების ე.წ. სილამაზის კონკურსისგან რადიკალურად განსხვავებული იქნებოდა დ ასე შეიქმნა „ფოტოგენურობის კონკურსი - სტანდარტების გარეშე“ და ამ ყველაფერს მარტივი ახსნა მოუძებნეს - მონაწილეობის მსურველებს არ მოეთხოვებოდათ საყოველთაოდ დადგენილი სტანდარტების ქონა, - არც წონა, არც სიმაღლე, არც სოციალური მდგომარეობა, განათხოვრობა, გათხოვილობა, შვილიანობა, ქმრიანობა - მოკლედ არაფერი არ იყო გასათვალისწინებელი გარდა ერთი პირობისა - თავად თვლიდნენ, რომ ისინი არიან ფოტოგენურები!


მიუხედავად ამ ერთი შეხედვით მარტივ კონკურსში საკმაოდ რთული გახდა მონაწილეობის მსურველთა შერჩევა, რადგან - ორგანიზატორებმა უარი თქვეს „ფოტოშოფით“ დამუშავებული, სტუდიაში გადაღებული და პროფესიონალი ფოტოგრაფების მიერ გადაღებული ფოტოების მიღებაზე და ასე იყო 2008 წლიდან დღემდე...
2015 წლის 14 ნოემბერს „ფოტოგენურობის კონკურსის“ რიგით 23-ე დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა, სადაც კონკურსში გამარჯვებული ათი გოგონა ღებულობდა მონაწილეობას, ათი ახალგაზრდა ქალბატონი, რომლებმაც ამ წლის საშემოდგომო სეზონის ღონისძიებაში მონაწილეობა სხვა 50 გოგონასთან ერთად მიიღეს, მაგრამ საიტის მომხმარებელთა მხარდაჭერით მხოლოდ ისინი მოხვდნენ საუკეთესო ათეულში.
* * *
imageრესტორან „ათინათში“ შექმნილ მყუდრო გარემოში შეკრებილი 100-ამდე სტუმარი ფეხზე წამოდგომით და წუთიერი დუმილით შეხვდა ღონისძიების დასაწყისშივე წამყვანების მოწოდებას, საფრანგეთის ეროვნული ჰიმნის ფონზე ფეხზე წამომდგარიყვნენ და პატივი მიეგოთ წინა დღეს პარიზში განხორციელებული ტერორისტული თავდასხმების მსხვერპლთა ხსოვნისათვის.
ამჯერად პირველი კატეგორიის ჟიურის წევრები იყვნენ პოპულარული ქართველი მომღერალი პანჩო (ლევან მგალობლიშვილი), თამარ მეჭიაური, ახალგაზრდა ქართველი მომღერალი ოთიკო ანდრიაძე და ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე, კონკურსს ასევე აკონტროლებდა მეორე კატეგორიის ჟიური, რომელშიც შედიოდნენ „მის სტუდენტობა 2014“-ს ტიტულის მფლობელი ანი მკალავლიშვილი და „ფოტოგენურობის კონკურსის“ „მის-ვარსკვლავები 22“-ს გამარჯვებული მარიამ კახაბრიშვილი.


imageროგორც ავღნიშნეთ ღონისძიებას 2 წამყვანი ყავდა, კონკურსის დამაარსებელი ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე და მისი კოლეგა ხათუნა კორთხონჯია, ამ უკანასკნელს დამატებით ის ფუნქციაც ჰქონდა მორგებული, რომ - ორგანიზატორის ჟურნალისტური წაკბენებისგან მაქსიმალურად დაეცვა ათივე გოგონა, მაშინ როცა ისინი ცალ-ცალკე წარსდგნენ დამსწრე საზოგადოების, ჟიურის და ჟურნალისტების წინაშე.
ღონისძიების მსვლელობის დროს განსაკუთრებული ხიბლი ჰქონდა სახალისო კონკურსების გათამაშებას, რომლის დროსაც წამყვანები მარტივ კითხვებს სვამდნენ (ვისთვის მარტივი და ვისთვის რთული) და საჩუქრად კომპანია „ვინნი პოგრიბის“ მიერ დაწესებულ საჩუქრებს - შესანიშნავ საექსპორტო ღვინოებს გადასცემდნენ ხოლმე.
განსაკუთრებული მღელვარება ათივე გამარჯვებულისთვის ნომინაციების


imageგადანაწილების შემდეგ დაიწყო, როცა წინა წლის კონკურსის გამარჯვებულმა მარიამ კახაბრიშვილმა ხელში მთავარი პრიზი - გვირგვინი აიღო და მოემზადა იმ სახელის და გვარის მოსასმენად რომელსც ბესო ჩუბინიძე გამოაცხადებდა და რომლის გამოცხადებასაც იმდენ ხანს არ დაადგა საშველი, რომ ნერვიულობისგან და მოლოდინისგან ნერვებდაწყვეტილი ხალხი ისე მოითხოვდა გამარჯვებულის სახელის და გვარის დასახელებას, როგორც ერთ დროს - რუსთაველზე ითხოვდნენ შევარდნაძის გადადგომას...



23 ჩატარებული კონკურსის პერიოდში, ეს მესამე შემთხვევა იყო, როცა ჟიურის აბსოლუტური უმრავლესობის გადაწყვეტილებით გამარჯვებულის გვირგვინი ერთმა, ყველასთვის მისაღებმა მონაწილემ დაიდგა თავზე... ამ შემთხვევაში ეს 17 წლის უმშვენიერესი გოგონა კელი (ხათო) იზმაილოვი აღმოჩნდა (რომელსაც ასევე პარალელურად „მის-სექსუალურობის“ ნომინაციაც მიანიჭეს)

imageდანარჩენი ნომინაციები კი, გამარჯვებულთა შორის ასე გადანაწილდა

მის-იმიჯი - სოფო ჩერქეზიშვილი
მის-ინტელექტი - ეთუკა ქათამაძე
მის-სექსუალობა - კელი იზმაილოვი
მის-შარმი - ლიკა ტორონჯაძე-ახრახაძე
მის-ღიმილი - თეო ბჟალავა
მის-ელეგანტურობა - ხათო კუპრავა
მის-გრაცია - მონიკა ბერაია
მის-მომხიბვლელობა - ქრისტი ღურწკაია
მის-ფოტო - სოფია ლობჟანიძე
ჟიურის სიმპათია - მარიამ იუკურიძე


(წარმოგიდგენთ კონკურსის ექსკლუზიურ ფოტო-რეპორტაჟს)


imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage























0
986
1-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
986
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0