x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134467
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508529
ზავი სიცოცხლესთან (სადაწყისი)

სამზარულოში გავედი, ძველი პური და ძეხვის ნახევარი შევჭამე. ჩაცმა მეზარებოდა, მაგრამ შემცივდა და კომპიუტერთან დაჯდომამდე ჩავიცვი. ფეისბუქზე საშინელი ამბავია, ყველას ეიფელის კოშკის სხვადასხვანაირი ფოტო უყენია პროფილის ფოტოდ და საფრანგეთი აკერია პირზე, ვიღაცეები დაუხოციათ ტერორისტებს საკონცერტო დარბაზში, მე ეგეთი რაღაცეები მაგრად მკიდია, მაგრამ ეს ჩვეულებრივი ხალხი მეცოდება ბობოლა ნაბიჭვრების იდეებს რომ ეწირებიან, ერთი ეგ ვიცი აინშტაინა რომ დაგვიბარა - მე არ ვიცი რა იარაღი იქნება გამოყენებული მესამე მსოფლიო ომში, თუმცა ვიცი რომ მეოთხეში აუცილებლად იქნება ქვები და კომბლებიო, მაგას თავიდანვე ეტყობოდა რომ შეეძლო შორს გახედვა, ხოდა ეხლა ყველაფერი იქიითკენ მიდის, ეს რუსეთი და ამერიკაც არ აყენებენ ტრაკს, მუსულმანური ქვეყნებ, კიდევ თავიაანთი დამახინჯებული რწმენის აფიშირებას ძალადობით აკეთებენ. ეხლა ნერვები მომეშალა ჩემს თავზე, სულ მეშლება ნერვები, როცა ესეთ მასობრივ თემებს ვუღრმავდები, რა მინდა ერთი ჩემი თავი მაბარია და ამისთვის ვერ მიმიხედია "ყველამ თავისი მკვდარი იტიროს". კურსორი შეტყობინებების გრაფასთან მივიტანე, სამი მესიჯი მელოდა, პირველი ჯგუფი იყო სადაც ჩემი მოგვარეები ემესიჯებოდნენ ერთმანეთს და გვარის კურთხევაზე თათბირობდნენ, თავიდან ეს იდეა ჩემი წამოჭრილი იყო, მაგრამ ეხლა ერთხელაც კი არ დავინტერესებულვარ რას იწერებოდნე, ჩემი გვარის ღირსეული შვილნი. დანარჩენი ორი მესიჯი გოგონების იყო, ერთი მწერდა რომ სექსის ხელოვნებაში ძალიან დახელოვნებული იყო, მაგრამ რამდენჯერაც შევთავაზე იმდენჯერ უარი მითხრა, ზუსტად ვიცი, რომ თავის დაფასების რეჟიმი ჰქონდა ჩართული, არადა ისეთ რაღაცეებს მწერს, ზუსტად ვიცი წერისას მასტურბირებს, ან სულ ცოტა იოფლება, არ ვიცი ეს ჩვენი ნამდვილი პრობლემაა, არადა საფრანგეთის პრობლემებს განვიხილავთ. მეორე გოგო არ ვიცი ვინ არის მწერს რატომ დამამატე წუხელო, არადა ღმერთმანი ზუსტად 5 დღეა ისეთ კაიფში ვარ, კომპიუტერის ჩართვას ვერ მოვახერხებდი. არ მივწერე მაგრამ დავათვარიელე, კაი გოგო იყო, გამომწვევად ეცვა და სახესაც არაუშავრდა, მაშინვე გონებაში დავლექე, რომ როგორც კარგ ხასიათზე ვიქნებოდი მაშინვე მივწერდი. კედელს გადავხედე, ვიღაც მოდას აყოლილ ხალხს რამოდენიმე თავის ლექსზე მოვენიშნე, დღეს წერა მოდაა.საქართველოში პოპულარობის მოპოვების გზა, განსაკუთრებით ერთ ახალგაზრდაზე ვღადაობ, მიხეილი ქვია, როგორც ჩემი მეგობარი იტყოდა, კბილის ჯაგრისის ტოლი ინტელექტუალური დიაპაზონი აქვს, მე არ ვეთანხმები, დიდი კბილის ჯაგრისებიც მინახავს.
კომპიუტერი, მალე მომწყინდა, მაგიდის უჯრაში, დაახლოვებით ერთი თვის წინან გახვეულ მარიხუანას დავუწყე ძებნა, ვერ მივაგენი, მერე გამახსენდა რომ წიგნების თაროზე, "ვეფხის ტყაოსანსა" და ალბერ კამიუს "დაცემას" შორის შევინახე, ავიღე და სულმოუთქმელად "ავაფეთქე". ნეტა შოთა რუსთაველი თუ ეწეოდა მარიხუანას? ან იქნებ, გამოუსწორებელი ნარკომანი იყო, სულაც შეიძლება ლოთი, ვინ იცის სიყვარულით გატეხილი გული მხოლოდ წერაში გარდასახა? არა არა სიყვარული რას აღარ გააკეთებინებს ადამიანს, ვგრძნობ ნელ-ნელა როგორ მიჭირს აზროვნება, მეღიმება იმაზე ფიქრით თუ რა სახეები ექნებოდათ ქართველ ფსევდოპატრიოტებს, სუფრთაყვანისმცემლებს, ეოთა რუსთაველი მარიხუანით, ან ოპიუმის ნაყენით გაბრუებული, რომ ენახათ წერის პროცესში... კარგი მოსაწევია.


გაგრძელება იქნება!!!

image

0
135
1-ს მოსწონს
ავტორი:ეხნატონი
ეხნატონი
135