x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
§ 6. არქაული ერა. თავი II - დედამიწის ასაკი და განვითარების ისტორია. ზოგადი გეოგრაფია. დამხმარე სახელმძღვანელო აბიტურიენტებისთვის

არქაული ერა

არქაული (3, 8 – 2, 5 მლრდ. წწ.) ერის დასაწყისში, დასრულდა დედამიწის მყარი ბირთვის ფორმირების პროცესი და გაჩნდა ძლიერი მაგნიტური ველი, რომელიც დედამიწას დღემდე იცავს მზის ქარებისგან.

3, 5 მილიარდი წლის წინ, ისევ გააქტიურდა ვულკანური პროცესები, ოკიანის ფსკერი დასკდა და დედამიწის ზედაპირზე გავარვარებული ლავა ამოვიდა, რომელიც წყალთან შეხებისას, ცივდებოდა და გრანიტად იქცეოდა. ასე ჩაეყარა საფუძველი მომავალ კონტინენტებს. დაიწყო დედამიწის ქერქის ჩამოყალიბების შეუქცევადი პროცესი. ამავე პერიოდში, გაჩნდნენ სიცოცხლის უმარტივესი ფორმები, ციანობაქტერიაების სახით.

არქაული ერა

ციანობაქტერიების გაჩენასთან ერთად, დაიწყო ფოტოსინთეზის პროცესი. იმ პერიოდში, დედამიწის ატმოსფეროში, დიდი რაოდენობით სხვადასხვა სახის ქიმიური ელემენტი იყო. ეს ელემენტები, დროთა განმავლობაში, წყალში ხვდებოდნენ. პირველი ოკეანე ქიმიური ელემენტების “ბულიონს'' წარმოადგენდა, რომლის ნაწილი, ზღვის მოქცევის დროს, ხმელეთზე ხვდებოდა. წყლის აორთქლების და ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების შემდეგ, ამ ელემენტებისგან რიბონუკლეინის მჟავა მიიღებოდა, რომელიც ყველა ცოცხალი ორგანიზმის შემადგენელი ნაწილია, დნმ-თან და ცილებთან ერთად.

არქაული ერის ბოლოს, 2, 1 მილიარდი წლის წინ, ძირითადად დასრულდა დედამიწის ქერქის კონტინენტალური ნაწილის ფორმირება.

არქაული ერა

2
366
11-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
366
  
2018, 3 მარტი, 0:40
ლალი ძალიან ყოჩაღ :)) კატარქაულიც მაგარი იყო და ესეც
2015, 18 ნოემბერი, 8:47
მაგარი სტატიაა!
0 1 2