x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ზავი სიცოცხლესთან (დასაწყისი)


დილა არაფრით გამორჩეული იყო, ადგომის თანავე ვიგრძენი თავის საშინელი ტკივილი და ისევ საწოლზე ჩამოვჯექი, გონება დავძაბე, მაგრამ წუხანდელის აღდგენა ჩემმა მეხსიერებამ მხოლოდ კადრებად შეძლო, მახსოვს ზურამ მომაკითხა სახლში...
ზურა ჩემი ერთი კვირის წინ გაცნობილი მეგობარია, ადამიანებს ადილად არ ვუმეგობრდები, თუმცა... თუმცა გააჩნია როგორ ხასიათზე ვარ, შეიძლება დავუმეგობრდე კიდეც, მაგრამ არ ვარ ეს ურთიერთობებს დაყრდნობილი როჟა, მალე ვიცი ადამიანების მობეზრება. ზურა რომ გავიცანი ის საღამოც არ მახსოვდა, დილით გავიღვიძე და ჩემს საწოლში შიშველი კაცი და მასზედ დამხობილი მძინარე ქალი დავინახე მივხვდი რომ წუხელ მათ ჩემზე სასიამოვნო ღამე ჰქონდათ, ჩემს მოსაზრებას კი ის არგუმენტი ამყარებდა რომ იატაკზე დაგდებულ პაპაჩემის ნაქონ ლეიბზე ვიწექი და ზურგი გვარიანად მტკიოდა, ავდექი თუ არა მაშინვე ვიგრძენი საშინელი თავბრუსხვევა, წუხელ მიღებულ ალკოჰლოს და ნარკოტიკების მრავალნაირ სახეობას ჯერ კიდევ ვერ დაეღწია თავი ჩემი ორგანიზმიდან, ღრმად ამოსუნთქვა და დამთქნარება მეზარებოდა, არ მინდოდა საკუთარი პირიდან ამოფრქვეულ ნაბახუსევს დავეჩაგრე, ამიტომ ფრთხილად და ეკონომიურად ვსუნთქავდი. თვალები ძალიან მეხუჭებოდა, სხეული ჩემს ლოგინში ჩაწოლას და ღრმად ჩაძინებას მთხოვდა, ამიტომაც მივუახლოვდი უცნობებს და ლეიბზე გადაკრული ზეწრის დახმარებით იატაკზე გადავყარე, დავიკავე ჩემი კუთვნილი ადგილი და ისისიყო უნდა ჩამძიმძინებოდა, ოთახში მყოფი ერთადერთი მანდილოსანი, რომელსაც ეტყობოდა რომ ჯერ გამოფხიზლებას არ ექვემდებარებოდა, ამობობღდა საწოლზე და ზედ დამაწვა, სხვა დროს და სხვა სიტუაციაციაში ალბათ ამით ვისარგებლებდი, მაგრამ ეხლა ძალიან მეძინებოდა, ამიტომ ხელის მოქნილი მოძრაობით მოვიცილე მძინარე ქალი ჩემი სხეულიდან და იმ ფაქტით კმაყოფილმა, რომ ზურა არ მეწვა გვერდით, ღრმად ძილს მივეცი. შიმშილის შემზარავმა შემოტევამ გამაღვიძა, თვალები გავახილე თუ არა, ჩემს წინ ქალის ნახევრად შიშველი სხეული დავინახე, რამოდენიმე წამში აღვიდგინე ჩემი ჩემს საწოლში გადმოწოლის ოპერაცია და მივხვდი ვინც იყო, ალბათ ინტუიციამ უკარნახა, რომ გავიღიძე და შემოტრიალდა, ლამაზი იყო, ხვეული თმა და თაფლისფერი თვალები ჰქონდა, ნიკაპი განსაკუთრებით მომეწონა, ნიკაპი და ლავიწის ძვლები, გამხდარი იყო მაგრამ ფორმები შესანიშნავად შეენარჩუნებინა, გამიღიმა, ჩემსკენ წამოვიდა თან ლიფს იკრავდა დაიხარა ტუჩებზე მაკოცა,
– ყოჩაღი ხარ! მითხრა და ზედაც გადაიცვა, ჩემი ტელეფონის ნომერი ლოყაზე დაგაწერე, არ მეგონა თუ გაიღვიძებდი კიდევ დამირეკე. თვალი ჩამიკრა კარი გააღო და წავიდა, მივხვდი მასაც არ ახსოვდა წუხანდელი ღამე და მე ზურა ვეგონე, ან იქნებ მე არ მახსოვდა და მეც... თუმცა ეს ფიქრი მაშინვე გავაქრე გონებიდან და თვალები ისევ დავხუჭე. შიმშილს წყურვილიც მიემატა, საწოლზე წამოვჯექი, კვლავ თავბრუ დამეხვა, იატაკზე თვალებით ჩემს ტელეფონზე წავაწყდი, ავიღე და იმ იმედით, რომ ერთი სელფი მაინც იქნებოდა და მივხვდებოდი სად ვიყავი წუხელ, მაშინვე ფოტოებში შევედი. არიყო. სამაგიეროდ დამხვდა ზურას მესიჯი. " ჯოგარი ხარ!!! ეს ჩემი ნომერია, წუხელ მაგრად გავაჯაზეთ, უეჭელი დამირეკე დღესაც, მაგ გოგოს საჩუქრად გიტოვებ, იმედია მის წასვლამდე გაგეღვიძება, დამირეკე!!! ზურა"
–წადი შენი, გავიფიქრე და საჭმლის ძებნას შევუდექი.

image

3
87
1-ს მოსწონს
ავტორი:ეხნატონი
ეხნატონი
87
  
2015, 14 ნოემბერი, 17:13
გამიხარდება თუ თქვენს აზრს დააფიქსირებთ, გაგრძელებისთვის სტიმული დამჭირდება
2015, 14 ნოემბერი, 4:45
ვაა რა ნაცნობი სიუჟეტია, დაველოდები შემდეგს.
2015, 14 ნოემბერი, 4:43
გაგარძელება იქნება...
0 1 3