x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
დიდი სკანდალი სანდრა რულოვსის გარშემო! "ლედი არაფრიდან" და ბოდიში სალომე ზურაბიშვილისგან
image
ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელი წერილი გავრცელდა, რომლიც მიხედვითაც საქართველოს ყოფილი პირველი ლედი, სანდრა რულოვსი ქართველებს არასახარბიელოდ მოიხსენიებს: "ქართველი ერისადმი ჩემი სრული გაუცხოება დაიწყო, თუნდაც არა მაშინ, როცა ამ ერმა საერთოდ დაკარგა სახე და ყველაზე დიდ კრიმინალურ ერთობად ჩამოყალიბდა დედამიწაზე, თავისი ორი განუყრელი ფრთით, დამნაშავეებით და მათ თაყვანისცემლებად (სხვა მხარე არ არსებობდა) არც მაშინ, როცა საკუთარი ქვეყნის პირველი პრეზიდენტი, რომელსაც დაბადებიდანვე სამშობლოს სიყვარულზე აბოდებდა, მათივე ჩუმი თანხმობით ცოფიანი ძაღლივით ჩაკლეს სამეგრელოს უსიერ ტყეში.

არც მაშინ, როცა უსაშველო უფრსკულში ჩაძირული და გასაქრობად განწირული ქვეყნის სასწაულებრივად ამომთრევი და სწორ გზაზე დამყენებელი, საკუთარი ქვეყნის უპირველესი მტრის მონით შეცვალა და ორ კაპიკზე გაყიდა სამშობლოს მომავალი, საკუთარ შვილებიანად ...

არც მაშინ, როცა ამავე ადამიანს, მათივე ქვეყნის გადარჩენა არ აპატია და მთელ მსოფლიოში დაუწყო დევნა და სახელის გატეხვა, შეპირებით, რომ აუცილებლად გასრესდა...

არა, მაშინ არა..


მაშინ მიუღებლობა იყო ყოველივე ამის ...

ხოლო გაუცხოება და შეგრძნება იმის, რომ შეუძლებელია ამ ერს ვეკუთვნოდე, მოვიდა იმის შემდეგ, როცა ამ ერმა იკადრა ის, რაც წარმოუდგენელიც კი არის იკადროს ვინმემ ...

ადგა და სრულიად უსირცხვილოდ და უაპელაციოდ, ქვეყნის პირველ ლედის, სხვა ტომის შვილს, ადამიანს, რომელმაც მათზე მეტადაც კი შეიყვარა მათივე ქვეყანა, ისწავლა ქართული და მეგრული ...

ამის დასამტკიცებლად ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღო(სარწმუნეობა შეიცვალა) ...

ადამიანი, რომელიც მათ კიბოიან და სხვა მძიმე ავადმყოფობით დაავადებულ თანამემამულეებს, თავისი ცხოვრების ყოველ მესამე დღეს, საკუთარი ხელებით, დასვრილ თეთრეულს უცვლიდა და შარდით სავსე ქოთანს დაატარებდა, ადამიანს, რომელსაც ერთი შავი ლაქაც კი არ ჰქონია ცხოვრებაში, თითქოს ციდან ჩამოფრენილი ანგელოზი ყოფილიყო, თავისი ბილწი მიზნების სისრულეში მოსაყვანად, დააბრალა ყველაზე ამაზრზენი რამ, რასაც სატანასაც კი არ აბრალებენ ხოლმე - ადამიანის ორგანოებით ვაჭრობა.

თანაც, პატიმრების ორგანოებით ვაჭრობა.

დააბრალა, აიტაცა და ახლაც ყველა საშუალებით მთელ მსოფლიოში გაჰყვირის ამის შესახებ.

საქმე ის კი არ არის, ამას ვინმე დაიჯერებს, საშინელება ისაა, ერმა ეს რომ იკადრა და საკუთარ თავს რომ აკადრა.

თითქმის მთელმა ერმა!

არ მინდა ამათ ვეკუთვნოდე ...

არ მინდა ...

ფურთხის კი არა, ყოველივე ამის შემდეგ, არსებობის ღირსი თუ ხარ, შენ -- საქართველო?!"

როგორც გაირკვა აღნიშნული წერილის ავტორი სანდრა რულოვსი სულაც არ ყოფილა და ეს ყველაფერი მის გვერდზე მისმა ერთ-ერთმა გულშემატკივარმა, ვინმა ნუგზარ სერგიამ გაავრცელა.

"ქვეყნის ყოფილი "პირველი ლედი” (თუმცა ეს სახელი ნაკლებად მხიბლავს “დედ-უფალი” ან "პირველი მანდილოსანი", ან კიდევ სხვა რამ “ჩვენი” უფრო საინტერესო იქნებოდა, მაგრამ ამ შემთხვევაში, კიდევ კარგი, სხვა არ დავარქვით რა) როცა აცხადებს თავის მასპინძელ ქვეყანაზე:

"ამ ერმა საერთოდ დაკარგა სახე და ყველაზე დიდ კრიმინალურ ერთობად ჩამოყალიბდა დედამიწაზე” ... როცა გვისაყვედურებს რომ მან ეს ქვეყანა გაითავისა და არაფრად თვლის იმას, რომ ამ მრავალსაუკონოვან ქვეყანამ ასევე მიიღო ეს ჰოლანდიის სოფლის ქალი, ეს შეიძლება პირად წყენას დააბრალო, თუმცა მიუღებელია ჩვეულებრივ ცივილიზებულ ქევყანათა შორის ურთიერთობებისთვის.....

მაგრამ როცა გვაყვედრის იმასაც, რომ რწმენა შეიცვალა ... იმდენიც არ ესმის, რომ მისი და ჩვენი რწმენა ერთი და იგივე ქრისტიანობაა და რომ საერთოდ ორჯერ მონათვლა ერთი ღმერთის წინაშე დიდი ცოდვაა, ეს უკვე მის უვიცობაზე მეტყველებს....
მაგრამ ყველაზე ამაზრზენი ის არის, როცა საერთოდ “ერს” აბრალებს მასზე ცილისწამებას ამ ორგანოებით ვაჭრობის ბრალდებების გამო.... ნამდვილად არ მიმაჩნია, რომ ასეთი ბრალდება შეიძლებოდეს მტკიცებულების გარეშე, მაგრამ მაინტერესებს მის “პირველლედობის დროს” რამდენი ადამიანი სრულიად უდანაშაულო და ცრუ ბრალდებებით ციხეში ჩასმული და განადგურებული ან მოკლული და რომელზე გამოთქვა “ლედიმ" რამე წუხილი ან თუნდაც ინტერესი.... მაგალითად ირინა ენუქიძეს მიმართ თუნდაც !!!!!
ქალბატონო პირველედიო, იმდენი უნდა იცოდეთ რომ ამ ქვეყნად არცერთი ერი, არც გერმანელები ებრაელების გაწყვეტაზე, არც ამერიკელები ინდოელების მოსპობაზე, არც რუსები თუნდაც საქართველოს ეკლესიების მოხატულობის ქირით წაშლაზე, არც ... არც ... არცერთ შემთხვევაში ერი არ ატარებს ასეთ პასუხისმგებლობას.... თუ რამე კონკრეტული პირები, როგორც მაგალითად თქვენი მეუღლეა (ან კიდევ პირადად თქვენ, რამეთუ არ გამოვრიცხავ თქვენც იყოთ ჩარეული მაგალითად გაუმართავი ყვითელი ავტობუსების შემოყვანის სქემაში ან კიდევ საქართველოს ბაზარზე ჰოლანდიური ყვავილებით შევსებასა და ქართული ყვავილის გაქრობის საქმეებში) ... და მისი გარემოცვა ... მაგრამ ერის კოლექტიური პასუხისმგებლობა არ არსებობს ... ღვთის შვილმაც კი, ჯვარზე რომ აცვეს არ დააკისრა ებრაელთა ერს ასეთი უმძიმესი პასუხისმგებლობა ... ვინ ხართ თქვენ, რომ ამის უფლებას იღებთ თვქენ თავზე ... თან იმ ქვეყნის მიმართ რომელმაც გაგხადათ “ლედი” არაფრიდან... ზრდილობა ზრდილობა და აღზრდა ... სხვა ვერაფერს ვერც გეტყვით ...
და სამეგრელოს და ზვიადის ხსენება არ გიშველით .... რამეთუ არა მგონია რომ თავის ერის გამლანძღველს ან ერთს გუშინ ან მეორეს დღეს პატივი ეცა...."-ასე გამოეხმაურა სალომე ზირაბიშვილი მომხდარს.

როგორც კი გაირკვა, რომ აღნიშნული წერილი სანდრას არ ეკუთვნოდა, სალომე ზურაბიშვილმა ბოდიშის მოხდა გადაწყვიტა: "ბოდიშს ვიხდი ყველასთან შეცდომაში შეყვანისთვის : ეს არ ყოფილა თვით სანდრას ნაწერი არამედ მისი თაყვანისცემლების, კერძოდ ნუგზარ სერგიასი შემდეგი პროფილით ... ბოიდშს ვიხდი სანდრასთან რომ მას დავაბრალე ... მაგრამ რაც წერია იმის მაჩვნებელია კი თუ რაოდენ უყვართ ქვეყანა და ერი ... ამ თაყვამისცემლებს რომ ამ სიტყვებს მას უგონებენ და ამითი ამაყობენ .. შეგიძლიათ შეხვიდეთ მის გვერდზე და ნახოთ როგორ მოსწონთ ეს ტექსტი.... პატრიოტიზმი!!!! ასე რომ რაც მეორე ნაწილში მიწერია რომ არაცერთე ერს სალანძღავი სიტყვებით ასე არ იხსენებენ რჩება ძალაში და გადადის ნაცმოძრაობის მომხრეებზე ..."

მომხდარს გამოეხმაურა გოგი გვახარია: "სანდრას კარგის მეტი არაფერი გაუკეთებია ამ ქვეყნისთვის. საშინელი უსამართლობაა ეს ყველაფერი."


"საანდრას პრობლემა არ არის, ვის უყვარს და ვის მოსწონს, და როგორ წერილებს უწერენ. კარგი იქნება თუ შეცდომაში არ შეიყვანთ თქვენი პოსტით ადამიანებს. ამ კომენტარს კი რაც დაწერეთ, არავინ ან ძალიან ცოტა წაიკითხავს"-ეხმაურაბა მომხდარს ტაბულას ჟურნალისტი.

3
3227
3-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
3227
  
2015, 15 ნოემბერი, 2:38
ვისაც რა უნდა ის წეროს და დამალოს ვინაობა მაგრამ პაქტები მეტყველებენ ვინ ვინ იყო და ვინად დარჩნენ.ახლა ტუ გინდ კერხერით რეცხეთ ნამუსი ზუსტად ვიცით ქართველმა ხალხმა როგორ ვუყვარდით ყოფილ პრეზიდენტსა და მის ცოლს და როგორ ადამიანურ პირობებში ვყავდით.ღამით არ ეძინათ ჩვენზე ფიქრით:)))
2015, 14 ნოემბერი, 11:16
ქალბატონო სალომე, ძალიან კარგია, რომ ბოდიში მოიხადეთ, თუმცა უკეთესი იქნებოდა, აქამდე საქმე არ მიგეყვანათ - გამოცდილი ადამიანი უნდა მიმხვდარიყავით, რომ ასეთ რამეს სანდრა არ დაწერდა!

მაგრამ საერთოდ, ზოგიერთი შენიშვნა თქვენს მიმართაც გვაქვს:

1. საიდან დაასკვენით, რომ "საერთოდ ორჯერ მონათვლა ერთი ღმერთის წინაშე დიდი ცოდვაა, ეს უკვე მის უვიცობაზე მეტყველებს....".
რა გამოდის - ღმერთის წინაშე დიდ ცოდვას სჩადის ჩვენი ეკლესია?!! ეკლესია, რომელიც თავის წიაღში ღებულობს ამის მსურველ სანდრას და არცთუ ცოტა სხვა, მისებრ ადამიანებს , რომ აღარაფერი ვთქვათ წმიდა შუშანიკსა და წმიდა აბოზე!!!

2. მერე, გეკადრებათ, ზოგადად, ადამიანების "რანჟირება" სოფლელობის ("ეს ჰოლანდიის სოფლის ქალი") და ქალაქელობის , თუნდაც პარიზელობის, მიხედვით, მით უფრო , როცა მშვენივრად მოგეხსენებათ, რომ ეს იძულებითი პარიზელობა სწორედ ღვთის რისხვა იყო სამშობლოდან იძულებით წასული პატრიოტებისათვის?!

3. წერთ: "ნამდვილად არ მიმაჩნია, რომ ასეთი ბრალდება შეიძლებოდეს მ ტ კ ი ც ე ბ უ ლ ე ბ ი ს გარეშე". ამრიგად, უშვებთ შესაძლებლობას ასეთი "მტკიცებულობების" არსებობის შესახებ! და ის თუ იცით, რომ ასეთი საშინელებების დაბრალება გებელსის საყვარელი მეთოდი იყო, რასაც დღეს გულდაგულ იყენებს ერთი მეზობელი უკრაინის მიმართაც კი?!!
მერე, საკუთარ ბოსტანში ისვრით ქვებს, მართალია, პირველი არა, მაგრამ სააკაშვილის ხელისუფლებაში მყოფი, ასევე ლ ე დ ი - მაღალჩინოსანი, რომლისგანაც ველოდით მეტ აქტიურობას ენუქიძის მხარში ამოსადგომად და სხვათა შორის არა მარტო მისი! ის თუ იცით, შევარდნაძის მეორე ზეობის პერიოდში მარტო იმ ორგანიზაციაში, სადაც სანდროს მამა მოღვაწეობდა და მოღვაწეობს,, ათზე მეტი კაცია მოკლული - თანამშრომელი ან მათი ოჯახის წევრი! და ამაზე არც მაშინ და არც ახლა არ იღებთ ხმას?!! რატომ, როცა ხშირ შემთხვევაში მკვლელები დაუსჯელია?!!!

4. დაბოლოს, თუ შვილიშვილი პასუხს აგებს ბაბუის ნაჭამი ტყემლის გამო და ბიბლია და ყოველდღიური ცხოვრებაც ამასვე გვიქადაგებს, რომ ადამიანის ცოდვა მომდევნო თაობებზეც გადადის, ვერ დავეთანხმები თქვენს დებულებას, რომ ერი არაფერ შუაშია, როცა მისი დიდი ნაწილი გამხეცდა, მაგალითად, ფაშისტად იქცა (ცალკეულ
2015, 14 ნოემბერი, 3:36
ქნო სალომე, ბიდიშს ტყუილად იხიდიტ, ჩემი ყურიტ მაქვს ჰოლანდიის ტელევიზიაში მაგ ქალბატნოს მსგვასი სიტყვები ასე რომ ეგ ვირაც იტყუება, ნამუსს წმენდს ალბატ ვიტომ არაო მას არ უტქვამსო
0 1 3