x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134512
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
ყველის ნაზი ღვეზელი
ყველის ნაზი ღვეზელი
მასალა ცომისთვის:


ფქვილი — 350 გრ.

არაჟანი (30%) — 200 გრ.

მარგარინი (ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული) — 200 г


გამაფხვიერებელი — 10 გრ.


მასალა გულსართისთვის:


ყველი “ბრინზა" — 150 გრ.

ყველი მაგარი — 200 გრ.


გადასასმელად:


კვერცხის გული — 1 ცალი

ვანილინი — 0, 5 გრ.


მომზადება:


1. თასში მოათავსეთ ცომის ყველა ინგრედიენტი და მოზილეთ ცომი.

ყველის ნაზი ღვეზელი2. ცომისგან გააკეთეთ გუნდა > შეახვიეთ სამზარეულოს აპკში > შეინახეთ მაცივარში 1 სთ.

ყველის ნაზი ღვეზელი3. გულსართის მოსამზადებლად: ყველის ორივე სახეობა გახეხეთ მსხვილ სახეხზე და ერთმანეთს შეურიეთ.

ყველის ნაზი ღვეზელი4. გაყავით ცომი და გულსართი 3-3 ნაწილად > გააბრტყელეთ თითოეული ნაწილი > შუაში მოათავსეთ გულსართის მესამედი ნაწილი > გადმოაფარეთ მას ცომის ჯერ ერთი ნაწილი, ხოლო შემდეგ მეორე > თავში და ბოლოში ცომი კარგად დააწებეთ.
 ყველის ნაზი ღვეზელი

5. საცხობ ფირფიტაზე დაფინეთ პერგამენტის ცხიმწასმული ქაღალდი > ზემოდან მოათავსეთ გამზადებული ღვეზელი, “ნაკერით" ქვევით და თავი და ბოლო შემოუკეცეთ > გადაუსვით ცოტა წყალში ათქვეფილი ვანილინიანი კვერცხის გული.

 ყველის ნაზი ღვეზელი

6. გამოაცხეთ 200 გრადუსზე, წინასწარ გახურებულ ღუმელში.

 ყველის ნაზი ღვეზელი

0
428
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
428
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0