x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
გლდანის პატიმრის დღიური - 19-20 ივნისი

imageგვიან გამეღვიძა, ყველა ფეხზეა. ჩამოვედი საწოლიდან და ცივი ჩაი დავლიე ზედ მანიც მივაყოლე. მერე წიგნი ავიღე და კითხვას შევუდექი აღმაშენებლის მესამე ტომი დავიწყე, სულ მალე მოვრჩები და სოციალს ვთხოვ დანარჩენი ტომები მომიტანოს. ასე თორმეტი საათისთვის ჩემი გვარი ამოიკითხეს. გამიკვირდა ადვოკატს არ ველოდები გუშინ იყო, ვუთხარი, აქ ჩემთან სირბილში ნუ ხარჯავთ დროს და ფულს იქ მიხედეთ საქმეს მეთქი სანამ სასამართლო არ იქნება, აღარ მოვა. კარის სარკმელთან მივედი. საბანკო კარტა მომცეს, ამაზე უნდა დაგირიცხონ ფულიო. რომ ჩავხედე სახელში ერეკლეს მაგივრად ერაეკლე წერია, მე ვუთხარი აქ შეცდომაა მეთქი, ჩვენ რა ვქნათო მიპასუხეს, დაგირიცხონ ფული, მერე წავირებთ და ასე ორ კვირაში გამოგიცვლით გამოცვლას კიდევ ხუთი ლარი უნდაო. შანსს არ უშვებენ ჩვენით ფული გააკეთონ. გავმწარდი მაგრამ არ შევიმჩნიე. რას იზავ ეტყვი რამეს და შესაძლოა დაგაინვალიდონ. მაღაზიიდან ცარელა კარტები დაგვიბრუნეს. ფული არავის დაგვიჯდა. არაფერს ვჩივით სიგარეტის გარდა. დღის ბოლომდე ან გაგვყვება ან არა. მოვიძიეთ ნამწვები და თუთუნის გროვება დავიწყეთ კიდევ კარგი რომ წინა კვირის გაზეთები ჯერ კიდევ გვაქვს იმაში გავახვევთ თუთუნს და გავაბოლებთ. ასე მეხუთე ცდაზე უკვე დამოუკიდებლად გავახვიე თუთუნი გაზეთში და გავუკიდე. საშინლად მწარე გემო ჩამყვა ფილტვებში. საქართველოში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციაზე დავიწყეთ საუბარი, ვთანხმდებიტ რომ 26 მაისს საქართველომ დიდი ხნით დაკარგა შანსი, შანსი სააკაშვილის ფაშისტურს რეჟიმს დაღწეოდა. შანსი თავისუფლად ესუნთქა ხალხს. უცებ კარებზე სშინელი ბრახუნის ხმა გაისმა, ეე ყ....ბო რა პარლამენტი გამიმართეთ, თქვენ ხომ არ ანძ....ვთ, რა თქვენი საქმეა რა ხდება გარეთ და დატიეთ სადაც ხართ თორემ დაგ....ვთ ბაჭიებივით. ჩვენს ინდოელს მათი ტრადიციების შესახებ ვესაუბრე, ინდური კულტურა ხომ ერთ ერთიუძველესი და საინტერესოა, ბევრი რამ ახალი გავიგე, თურმე ციხეშიც ბევრი რამის სწავლა შეიძლება. რაღაც ამ ბოლო დროს სულ უფრო და უფრო მიჩნდება სურვილი დავწერო, აქამდე არასოდეს მიცდია ლექსის წერა. ახლა კი რაღაც მექაჩება, მონატრება, მელანქოლია, მხოლოდ ლოცვის და ლექის წერის დროს ვგრძნობ თავს მშვიდად.დღეს კიდევ ერთი ლექსი დავწერე. მოსაღამოვდა. დღემ წყნარად ჩაიარა. შუქი უკვე ჩამქრალი იყო რომ ჩვენს მაღლა სართულზე სადამსჯელო ოპერაცია ჩატარდა, „შედით შპონკის, ქვეშ თქვენ დედებს შე...ცი, მოგი....ნთ საგვარეულო და ჯიშჯილაგი“, ისმის ოფიცერის ხმა. არ მახსოვს როდის მიწყნარდა ხმაური ჩამძინებია, გამოდის რომ მივეჩვიე უკვე. მეშინი ჩემი ტვინი და ფსიქოლოგია, როდემდე გაუძლებს ამ ყველაფერს, მეშინია არ გავგიჟდე, უფალს ვთხოვ გამძლეობა მომცეს.


imageგარეთ წვიმს, აუ როგორ მომენატრა ქუჩაში ხეტიალი. აქედან მხოლოდ ერთი ხედი ჩანს, შორს მთაზე მიმავალი ტრაილერები. ან სადის მანქანები, რომლითაც სასამართლოებზე მიჰყავთ პატიმრები, დადგება დრო მეც წამიყვანენ მაგ გზით. საინტერესოა როგორი დამხვდება ჩემი ქალაქი. სულ რაღაც 12 დღე დარჩა ჩემს სასამართლომდე, პირველი სხდომით ვიცი გაიხსნება პროცესი და გადაიდება, ვერ თანხმდებიან საპროცესოზე. ნეტავ ახლა დავითა რას შვრება ამეკვიატა ფიქრი. ისიც ზის ჩემსავით ერთ ერთ კამერაში, იქნებ სადღაც გვერძეა და არ ვიცი. სასამართლოზე ვნახავ. პატარაა და არ მინდა დაიჩაგროს ამ ჯოჯოხეთში. რას შვრება დედაჩემი ნეტავ როგორ არის. რას იზავს უნდა გაუძლოს. ბევრჯელ ეცადა გამენებებინა თავი ჩემი საქმისთვის მაგრამ ვერ ავიტანდი ჩუმად იმ ყველაფერს რაც ხდებოდა ქვეყანაში. არ შეიძლებოდა იმ ყველაფრის მოთმენა რასაც ნაციონალთა ხროვა აკეთებდა. პირველად მათი სისასტიკე საკუთარ ტყავზე 2007 წელს ვიგრძენი შვიდ ნომებერს. როდესაც სასტიკად დაგვარბიეს პარლამენტთან, როდესაც უგონოდ მყოფი მცირეწლოვანი ბავშვი ჩემი ხელით ჩავაწვინე სასწრაფო მანქანაში, ის და დედამისი სრულიად შემთხვევით მოხვდნენ პარლამენტის შორიახლოს და პატარას სასუნთქმა სისტემამ ვერ გაუძლო მხუთავი გაზის სიძლიერეს, პატარამ კი არა მეც ვერ გავუძელი და რიყეზე უკვე ვეღარ შევძელი წასვლა. ამას მოჰყვა 2009 წლის აპრილი და საკნების პროტესტი, რამდენჯერ დაგვესხნენ თავს ნაც ზონდერები, მაგრამ ვერ დაგვფანტეს. უკვე სექტემბერში ჩვენმა საამაყო პოლიციამ და სპეცსამსახურებმა თელავში საკუთარ ოფისში გვცემეს, გია გაჩეჩილაძის იგივე უცნობის სიმღერის მოსმენისათვის. ესეც არ იყოს ჩემი ტკივილია ის უსამართლობა რაც ქვეყანაში ხდება, უსამართლობა, უპასუხისმგებლობა, საზოგადოების გახლეჩა ქუჩებში ხალხის დახვრეტა, ინტელიგენციის ჩარეცხვის მცდელობა, ჩემი ტკივილია 2008 წლის აგვისტო და ისიც რომ ბურები უნდა ჩამოგვისახლონ. თურმე მათ უკეთ სცოდნიათ სოფლის მეურნეობა ვიდრე ქართველს.

ამ ფიქრებში გავლიე დღის უმეტესი ნაწილი, საბედნიეროდ სიმშვიდეა, ეტყობა დამაძღრები არიან პატიმართა სისხლით. დროებით მაინც არ ისმის არავის ხმა. საღამოს წამლები ჩამორიგდა, გელასაც მოუტანეს. „კარმოშკა“ რომ გაიღო ფეხზე არ ავმდგარვართ, ასე იყო მიღებული ექიმს არ ვუდგებოდით, ოფიცერსაც შემოუხედავს, ვერ დავინახეთ ვინც დაინახა მოასწრო ადგომა და ჩვენც გვითხრა მაგრამ გვიანი იყო. ორი კაცი მე და კობა შეგვამჩნია რომ არ ავდექით დაგვიძახა და გვაგინა, კარებთან იდექით არ გაინძრეთ მოგხედავთო. ახალი ოფიცერია სახეზე ვერ ვცნობ, როგორც სჩანს დღეს პირველად მოვიდა. წამლები რომ ჩამორიგდა კონტროლიორი მოვიდა და პირველი კობა გაიყვანა. ცოტა ხანში შორიდან მისი ზმუილი მოისმა. დაბრუნდა წელში მოკაკვული და კოჭლობით. მივხვდი მეც იგივე მელოდა. გავედი ოფიცრის ოთახში შევედი, შევათვალიერე, სიმაღლით ჩემი ნახევარია. კუთხესთან დამაყენა. ეს მხარე ვიდეო თვალიდან არ ჩანს. არ იცი როგორ უნდა მოიქცე შე ყ..ო, მითხრა და ნუცელში გაშლილი წიხლიც მომხვდა. სუნთქვა შემეკრა ჩავიკეცე, არ დააყოვნა და ბეჭებში მომაყოლა იდაყვი მთელი ძალით. მუხლზე დავეცი და ჩემს ბეჭებზე რაღაცამ გაიშხუილა, ზურგი ერთ ზოლზე ამეწვა. გვიან მივხვდი ეს გსაღების ჯაჭვი იყო რომელიც ხელში ეკავა. გააჯვი ეხლა და ნორმალურად მოიქეცი თორემ დედას მოგ...ვო მითხრა. სისხლმა ამასხა სხვა სიტუაციაში ამას ხომ ცოცხლად შევჭამდი, მაგრამ ახლა თუ გადამეკეტა ეს უამრავი ადამიანის დაღუპვას უდრის. ძლივს ავიზლაზნე და შევედი კამერაში. შემოიხედა წამოწოლილი არ გნახოთ არ ცერთიიო გვითხრა და წავიდა. თითქმის მთელი ღამე გავათენე, სხეული არა სული მტკიოდა. ამდენი არასოდეს მომითმენია.

0
404
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ერეკლე ცოცანიძე
ერეკლე ცოცანიძე
404
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0