x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134362
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
საჭმელი სოდის მრავალმხრივი გამოყენება

imageიმისდა მიუხედავად რომ საკვები სოდა იაფია და არატოქსიკური, ის ასევე ძალიან ეფექტურია არამარტო რაიმეს გასაწმენდათ.ასევე ის შეიძლება გამოვიყენოთ ყოველდღიურ ცხოვრებაში ისე როგორც ვერასდროს ვერ მოიფიქრებდით.

1.საკვები სოდა შესანიშნავად აქრობს ნებისმიერ არასასურველ სუნს.
მაგალითად
მაცივარში ან საყინულეში, ნაგვის ყუთში, ავტომობილში, ფეხსაცმლის კარადაში და ა.შ.
2.სოდის
საშუალებით შესაძლებელია სწრაფად ჩავაქროთ ცეცხლი.თუ სხვა საყოფაცხოვრებო ქიმიური საშუალებები ცეცხლსაშიშია სოდა პირიქით
სწრაფად აქრობს ნებისმიერი სახის ცეცხლს.


3.
მჟავეები, რომლებიც პირის ღრუში ბაქტერიების შედეგად წარმოიქმნება, შლის კბილის
ემალს. ამ მჟავების ნეიტრალიზება შეიძლება, თუ დღეში რამდენჯერმე გამოივლებთ
კბილებს სოდიანი წყლით. ამის გაკეთება შეიძლება სხვაგვარადაც: დაასველეთ კბილის
ჯაგრისი წყლით, დააყარეთ ცოტა სოდა და გაიხეხეთ კბილები. იგი ასევე გაგიპრიალებთ
კბილებს ემალის დაუზიანებლად.


4. საკვები
სოდისგან ასევე შეიძლება გავაკეთოთ სასარგებლო დამარბილებელი მარილი
აბაზანისთვის.მას აქვს ანთების საწინააღმდეგო და კანის დამარბილებელი ეფექტი.
დაძაბული დღის შემდეგ აბაზანაში დაამატეთ რამოდენიმე სუფრის კოვზი სოდა.აბაზანის
მიღების შემდეგ კანი ხდება ძალიან რბილი და გლუვი.

5. ნუ
დაიფხანთ კოღოსა და სხვა სისხლისმწოველთა ნაკბენებს. გააკეთეთ ფაფისმაგვარი ნაზავი
წყლისა და სოდისაგან და წაისვით ნაკბენ ადგილზე. ასევე დაგეხმარებათ ჩუტყვავილას მიერ
გამოწვეული ქავილისას და ჭინჭრით დასუსხვის შემთხვევაში.

6. ყელის ტკივილის დროს. გახსენით 0, 5 ჩ.კ. სოდა ერთ ჭიქა
წყალში და გამოივლეთ ყელში ყოველ 4 საათში ერთხელ: იგი ანეიტრალებს ტკივილის გამომწვევ
მჟავეებს. თუ ამ ხსნარს პირის ღრუში გამოივლებთ (რამდენჯერმე დღეში), ეს მოგიხსნით
პირის ღრუს ლორწოვანის ანთებას.


7. გაციების დროს. სასარგებლოა ინჰალაცია. ამისათვის აიღეთ
მომცრო ზომის ჩაიდანი და აადუღეთ მასში 1 ჭ. წყალი და 1 ჩ.კ. სოდა. მაგარი ქაღალდისაგან
გააკეთეთ მილი, ჩამოაცვით ჩაიდანის ცხვირს და ისუნთქეთ ორთქლი 10-15 წუთის განმავლობაში.
ეს ინჰალაცია დაგეხმარებათ ცხვირიდან სველი გამონადენის მოსაშორებლად.ბლანტი სისველის
ამოსახველებლად დღეში ორჯერ ჭამის წინ დალიეთ 0, 5 ჭ. წყალი, რომელშიც გახსნილი იქნება
0, 5 ჩ.კ. სოდა და მწიკვი მარილი.

2
3474
6-ს მოსწონს
ავტორი:კოლა22
კოლა22
3474
  
2012, 29 მაისი, 15:15
შენ სოდა უძახე და ნახე რაებს აკეთებს?:))) კარგია,მომეწონა
0 1 2