x
image
სი
წყალქვეშა ნავებზე მონადირე

imageჯერ კიდევ 2010 წელს სააგენტო DARPA-მ დაიწყო მუშაობა 40 მეტრიან ავტონომიურ წყალქვეშა დრონზე, რომელიც წყალქვეშა ნავების აღმოჩენისა და თვალთვალისათვის იყო გამიზნული. ახლა 140 ტონიანი დრონი პრაქტიკულად მზადაა გამოყენებისათვის, მისი საცდელი ცურვა 2016 წლის იანვარ-თებერვალში შედგება.


ავტონომიური ხომალდის მთელი "რკინა", რომელმაც სახელად ACTUV (Anti-Submarine Warfare Continous Trail Unmanned Vessel - უწყვეტი აღმოჩენისა და თვალთვალის უპილოტო წყალქვეშა ნავების საწინააღმდეგო სამხედრო ხომალდი) უკვე მზადაა, ახლა ინჟინრები სოფტის შექმნაზე მუშაობენ, რომელიც ACTUV საშუალებას მისცემს თვეობით იმყოფებოდეს ზღვაში.


ACTUV -ის მთავარი მიზანია წყალქვეშა ნავების აღმოჩენა და მათზე ხანგძლივი თვალთვალი. სკოტ ლითფილდი, DARPA-ს ტაქტიკური ტექნოლოგიების განყოფილების ხელმძღვანელი, ამბობს, რომ ACTUV-ის მთავარი ღირსება იმაში მდგომარეობს, რომ ავტონომიური ხომალდის ფუნქციონირების ღირებულება 15020 დოლარია დღეში, მაშინ როდესაც ფრეგატი თავისი ეკიპაჟით დღეში 700 ათასი დოლარი ჯდება. მან ასევე განაცხადა, რომ ფლოტი ACTUV-ის სხვა სფეროში გამოყენებაშიც გეგმავს, მათ შორის საზღვაო ნაღმების აღმოსაჩენადაც.


ACTUV -ზე რაიმე შეიარაღების დაყენება არ იგეგმება (პენტაგონის პოლიტიკა მთლიანად ავტონომიურ სისტემებში სასიკვდილო იარაღის დაყენებას კრძალავს), მაგრამ ლითფილდი გამოტყდა, ACTUV-ის უპირატესობა იმაშია, რომ მას გაცილებით მეტი ტვირთის გადატანა შეუძლია, ვიდრე მასზე დაყენებული ავტონომიური ნაოსნობის აპარატურაა.

2
323
14-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:სი
სი
323
  
2016, 4 მაისი, 21:58
მადლობა:))
2016, 4 მაისი, 21:57
საინტერესოა და გავაზიარე
0 1 2