x
image
Lerato
10 ყველაზე უცნაური იაპონური მოწყობილობა სილამაზისთვის

იაპონელ ხალხს, რომლებიც ცნობილნი არიან თავიანთი ინოვაციური მიდგომებით ცხოვრების სხვადასხვა სფეროსადმი, ზუსტად ასეთივე დამოკიდებულება აქვთ სილამაზის მიმართ. არ მოგწონთ ცხვირი? გამოვასწორებთ. ნაოჭები? რა პრობლემაა– გავაქრობთ; კისერს კი – დავჭიმავთ. თუ სხვა ქვეყნებში ამისთვის სხვადასხვა კოსმეტიკურ საშუალებებს იყენებენ კრემების და ნიღბების სახით, იაპონელები ხმარობენ ისეთი კონსტრუქციის მოწყობილობებს, რომელსაც ინსტრუქციის გარეშე, ხშირ შემთხვევაში, ვერაფერს გაუგებთ.


1. Beauty Nose Butterfly


image


ეს მოწყობილობა მათთვისაა, ვისაც ცხვირის ფორმის შეცვლა სურს. ვიზუალურად პეპლის ფორმის თმის სამაგრს წააგავს. მისი ტარება ყოველდღიურად სულ მცირე 5 წუთის მანძილზეა საჭირო.



2. Beauty Voice Trainer


image


ამ ტრენაჟორის მწარმოებლები პირდებიან მაღალ და სასიამოვნო ხმას მისი რეგულარული გამოყენების შემთხვევაში.


3. Face Slimmer


image


ეს მოწყობილობა ღირს 80$ და იყენებენ მოდუნებული სახის კანის წინააღმდეგ. უბრალოდ, მისი მეშვეობით საჭიროა გამოთქვათ სხვადასხვა ხმოვნები ყოველდღიურად. მისი გამოყენების შემთხვევაში მწარმოებლები გარანტიას იძლევიან, რომ კანი მკვრივი და ელასტიური გახდება.


4. Facial Lift At Once


image


ამ მოწყობილობის შემქმნელები მომენტალური ლიფტინგის გარანტიას აძლევენ თავიანთ მომხმარებლებს. მხოლოდ, საჭიროა მისი გამოყენება ისე, როგორც სურათზეა მოცემული და 3-4 წუთის მანძილზე ჩხვლეტის მოთმენა.


5. Houreisen Face Exercise Mask


image



ნიღაბი სახის დასაჭიმად. საჭიროა მისი დამაგრება, ტუჩების გამოწევა მილისებურად და ასე საუბარი 10 წუთის მანძილზე ყოველ დღე.


6. Rhythm Slim Chin Muscle Exercise


image


ეს მოწყობილობა ათავისუფლებს ტკივილებისაგან კისრის არეში და მნიშვნელოვნად ჭიმავს კანს სხეულის ამ ნაწილზე.


7. Mejikara Anti-Wrinkle Glasses


image


სხვადასხვა იაპონური სილამაზის მოწყობილობებისაგან განსხვავებით, ეს, ალბათ, ყველაზე მარტივი საშუალებაა გარეგნობის გასაუმჯობესებლად – უბრალოდ, სილიკონის სათვალეა თვალის ირგვლივ კანის გაახალგაზრდავებისთვის.


8. Eye Slack Haruka Electric


image


ეს მოწყობილობა ეხმარება თვალის ქვეშ ე. წ. "ჩანთების" და შავი წრეების გაქრობაში.


9. Head Kenzan Japanese Massager


image


როგორც ინსტრუქციაშია მითითებული, ამ მოწყობილობის დახმარებით შესაძლებელია მასაჟის გაკეთება თავზე 92 სხვადასხვა ხერხით.


10. Beauty Lift High Nose Electric


image


ეს ერთი შეხედვით უჩვეულო აპარატი ცხვირს ზემოთ სწევს და ამას ელექტრო იმპულსების საშუალებით აკეთებს.



4
518
10-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
518
  
2015, 20 ნოემბერი, 19:28
სად გყავს ნანახი ვამპირი? :)
2015, 20 ნოემბერი, 17:52
ამათ ასაკი არ ეტყობათ,..... ვამპირებივით სულ ახალგაზრდად გამოიყურებიან
2015, 19 ნოემბერი, 22:36
საინტეერესოა, ნიჭიერი მაგრამ უცნაური ერია...
2015, 16 ნოემბერი, 14:00
საინტერესოა რამდენად ეფექტურია
0 1 4