x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
"ქალიშვილობის ინსტიტუტი და მისი ტრაგიკული შედეგი"-როგორ დასრულდა სამეგრელოში მომხდარი საკანდალური ინციდენტი?!
image
"ქალიშვილობის ინსტიტუტი და მისი ტრაგიკული შედეგები"-რამდენიმე თვის წინ გადაცემა "იმედის კვირაში" რეპორტაჟი გავიდა, რომელმაც სრულიად საქართველო მოიცვა. ჟორჟოლიანებისა და ხოჯავების დაპირსპირების ამბავი მთელი ქვეყნის განხილვის საგნად იქცა.
ყველაფერი ქორწინებით დაიწყო, მარიამ ხოჯავამ და დავით ჟორჟოლიანმა ტრადიციული ქართული ქორწილი გადაიხადეს. ამ ყველაფერმა სულ რამდენიმე დღემ გასტანა. წყვილი სკანდალურად დაშორდა.

დავითის და მისი ოჯახის მტკიცებით, მარიამი ქალიშვილი არ იყო, რის გამოც "უღირსი რძალი" სახლიდან გააგდეს.

"სალფეთკით ვაჩვენე მცირეოდენი მოვარდისფრო სითხე. ეგ ციკლი რომ გქონდა მაგისი იქნებაო მითხრა, ქალიშვილი არ ხარო. მაგინებდა, ყვიროდა... ვეუბნებოდი ექსპერტიზაზე წავიდეთთქო, ჯერ დამთანხმდა და შემდგომ უარი მითხრა. რად მინდა აქაც ყველაფერი ჩანსო"-ნათქვამია ჩვენებაში.

image


ფაქტი: მარიამ ხოჯავა ზუგდიდის რაიონულ საავადმყოფოში ტვინის შერყევით, ცხვირის ტრამვით, სახის მიდამოს დაჟეჟილობით და თვალში სისხლჩაქცევით მიიყვანეს.

ფაქტი: ექსპერტიზის დასკვნის თანახმად მარიამი ქალიშვილი არ არის, თუმცა საქალწულე აპკის დარღვევის დღე და მეუღლესთან სექსუალური კავშირის განხორციელების დღე ერთმანეთს ემთხვევა.

მომხდარის შემდგომ მარიამი შინ დაბრუნდა, ხშირად კი ნერვული შეტევები ემართება და სახლიდან გასვლასაც ერიდება.

მომხდართან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. დავითს ბრალად ედებოდა ოჯახში ძალადობა და სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ქმედება მეუღლის მიმართ. სასამართლო პროცესები სკანდალებისა და აქციების ფონზე მიმდინარეობდა. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ცოლის გაუპატიურებაში ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

0
7216
6-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
7216
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0